სტერეოტიპები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს
Posted by dreamar in პირადული, სოციალური საკითხები, ფსიქოლოგია on January 6, 2012
ქართველები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართ (პ.ს ზოგადად გამოთქმა “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” :დ)
ქართველის ბუნებაში კანონმორჩილება არ დევს
ლამაზი ქალი სულელია
ქალს უყვარს როცა მამაკაცი უხეშად ეპყრობა
ქალს არ უნდა ენდო
კაცები არ ტირიან
ყველა კაცი (ქალი) ერთნაირია
ქალი ცუდი მძღოლია
ქალის მთავარი ფუნქციაა იყოს კარგი მეუღლე და დედა
რუსი ქალები გიჟდებიან ქართველ კაცებზე
კაცი ქალზე ჭკვიანია (ამას ხშირ შემთხვევაში მოსდევს “აბა, დამისახელე რომელიმე მეცნიერი ქალი”)
კაცს არ უხდება გრძელი თმა, პირსინგი და ა.შ
როკერები სატანისტები არიან
ესაა რაც გამახსენდა. (რომ გამახსენდება კიდევ დავამატებ :დ) თქვენ მიერ შეძულებული სტერეოტიპებიც დაამატეთ კომენტარებში.
პ. ს გილოცავთ ახალ 2012 წელს! გისურვებთ თქვენი სტერეოტიპების მსხვრევას :დ
“მკვლელი” დედები vs “მკვლელი” მამები
Posted by dreamar in სოციალური საკითხები on November 22, 2011
16 წლის ხარ. გაგიჟებით გიყვარდება ყველაზე პოპულარული ბიჭი შენს უბანში. ერთ მშვენიერ დღეს ისიც მოგაქცევს ყურადღებას, გეტყვის რომ ძალიან მოსწონხარ, მოკლედ წყვილი ხდებით. შენს სიხარულს საზღვარი არ აქვს. ამ ბედნიერ სასიყვარულო ურთიერთობას სექსიც მოყვება, შენთვის პირველი. გაკვრით გსმენია კონტრაცეპტივების შესახებ და პირველი ინტიმური ურთიერთობის დროს არც შენ და არც შენი გულისსწორს აზრად არ მოსდის თავის დაცვა. ამას მოყვება არასასურველი ორსულობა. შენ შოკში ხარ, არ იცი რა უნდა გააკეთო. შენი ბიჭი კი სწრაფად პოულობს გამოსავალს: რადგან თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ და არ ხართ მზად მსგავსი პასუხისმგებლობსთვის, ის აბორტს გირჩევს. შენც ფიქრობ, რომ სხვა გზა არ გაქვს და მიყვები მის რჩევას. ამ დღიდან საზოგადოებისთვის ხდები “მკვლელი დედა”. Read the rest of this entry »
არამწეველთა პრობლემები
Posted by dreamar in სოციალური საკითხები on November 15, 2011
ბევრი იწერება იმაზე, რა ზიანს აყენებენ თამბაქოს მომხმარებლები საკუთარ ჯანმრთელობას. ყურადღების ცენტრში ისევდაისევ მწეველები და მათი პრობლემებია. არამწეველები კი ყურადღების მიღმა რჩებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ არანაკლები პრობლემა შეიძლება შეექმნათ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო.
მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მიმართ არ მაქვს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება და არის რაღაცები, რაც მხიბლავს სიგარეტში, არ ვარ მწეველი, რაც ძალიან მახარებს. მახარებს იმიტომ, რომ ჩემ გარშემო თითქმის ყველა ეწევა და ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, ერთ მშვენიერ დღეს მეც მწეველი გავმხდარიყავი. როგორც რიგითმა არამწეველმა, მინდა დავწერო იმ პრობლემების შესახებ, რაც ამ უმცირესობას ექმნება :დ
ერთად დავპრუწოთ ტუჩები
Posted by dreamar in სოციალური საკითხები on October 31, 2011
არ მეგულება თავმოყვარე გოგო, რომელიც შეიძლება ხმამაღლა არ აცხადებს, მაგრამ გულში მაინც საკუთარ თავს “ძერსკ” და მოდურ ადამიანად მიიჩნევს და მსგავსი ფოტო არ მოეპოვება:
დაპრუწული ტუჩები! დიახ! რამდენ რამეზე მეტყველებენ ისინი! გამჭოლი, დაჟინებული მზერა, გამობერილი და ოდნავ ზემოთ აბზეკილი ტუჩები, რომლებიც თითქოს საკოცნელად გიხმობენ: “მოდი მაკოცე, გაიგე ჩემი ტკბილი გემო!” სექსუალურობის პიკი!!! Read the rest of this entry »
Together We Will Live Forever
გიფიქრიათ ოდესმე რა მოხდება თუ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ? მსგავსი აზრები ხშირად მომსვლია თავში. სწორედ ეს შიშისა და სევდის მომგვრელი ფიქრები გამახსენა დარენ არონოფსკის ფილმმა The Fountain. ჩვენ ყველას გვეშინია სიკვდილის, მით უფრო ახლობელი ადამიანის სიკვდილის.
Read the rest of this entry »
რატომ ვაშეარებ ნაგავს
Posted by dreamar in მედია, სოციალური საკითხები on October 18, 2011

ხანდახან ხდება ხოლმე რომ ფეისბუქზე “ნაგავს” ვაშეარებ, მაგალითად აი ასეთს. რატომ უნდა გაგიჩნდეს “ნაგვის” სხვებისთვის გაზიარების სურვილი და ამით ამ პროდუქტს ერთგვარი რეკლამირება გაუწიო? ლოგიკური და მართებული კითხვაა. პირველ რიგში უნდა განვმარტო, რომ “ნაგავ” ინფორმაციაში ვგულისხმობ არაეთიკურ და არაპროფესიონალურ ჟურნალისტურ პროდუქტს. შევეცდები თანმიმდევრულად ავსხნა, რატომ იქცევს ხოლმე “ნაგავი” ჩემს ყურადღებას.
1) რატომ ვუყურებ “ნაგავ” სიუჟეტებს? როცა რაღაცას აფასებ, მითუმეტეს აკრიტიკებ, შენი კრიტიკის საგანს კარგად უნდა იცნობდე. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ამ რაღაცის შესახებ. როგორ უნდა თქვა სიუჟეტზე “ნაგავიაო” თუ ნანახი არ გაქვს. მითუმეტეს ეს არ არის 2 საათიანი ფილმი, რომ მასზე დროის დახარჯვა დაგენანოს. მართალია, ყოველი წუთი ძვირფასია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებით დიდ დროს არ მოითხოვს კრიტიკის მსგავსი ობიექტის გაცნობა.
2) პირველი პუნქტიდან გამომდინარე გასაგებია, რატომ ვეცნობი ხოლმე ინფორმაციას პირობითი სახელით “ნაგავი”. მაგრამ ჩნდება მეორე კითხვა: მას შემდეგ როცა პირადად გაეცნობი ამ ინფორმაციას, რა საჭიროა მისი გაზიარება სხვებისთვის? ინფორმაცია, რომელზეც ვსაუბრობ, არის ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც ხშირ შემთხვევაში ირღვევა როგორც რესპონდენტთა უფლებები, ასევე მაყურებელთა უფლება მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია. ეს არ არის უხარისხო ფილმი ან წიგნი, რომლის სხვებისთვის გაზიარებაც, თუნდაც ფეისბუქზე, ცოტა ლოგიკასაა მოკლებული. ძალიან იმედგაცრუებული უნდა დავრჩე ფილმით, რომ მერე ფეისბუქზე დავაშეარო და აღვნიშნო ამის შესახებ. თანაც ანტირეკლამაც რეკლამააო და პირადად ჩემს შემთხვევაში ის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა.
მაგრამ ზემოთხსენებული “ნაგავი” ინფორმაცია უბრალოდ უხარისხო პროდუქტი არ არის: პირველ რიგში, აღმაშფოთებელია ის, თუ როგორ ირღვევა ამ პროდუქტით სხვისი უფლებები. რამდენმა ადამიანმა იცის, რომ ჟურნალისტს არ აქვს უფლება რესპოდენტთან შეუთანხმებლად ჩაიწეროს მისი საუბარი გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა? რამდენმა ადამიანმა იცის, რომ დაუშვებელია დანაშაულში ეჭვმიტანილისა თუ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულის ვინაობის გამხელა ჟურნალისტის მიერ? ბევრ ადამიანს ძალიან მწირი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტის უფლება-მოვალეობების შესახებ. ხშირ შემხთვევაში იმ რესპოდენტებმაც კი რომელთა, სიტყვაზე ვთქვათ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა ამა თუ იმ სიუჟეტით, არ იციან ამის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უჩივლებდნენ სიუჟეტის ავტორს ან პროტესტს მაინც გამოთქვამდნენ ამის შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი “ნაგავი” სიუჟეტები დისკუსიის საგნად იქცეს და ამ დისკუსიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. სწორედ ამ მიზნით გამართლებულად მიმაჩნია “ნაგვის” დაშეარება თუ ყურება. მგონია, რომ თუკი საზოგადოებას მსგავსი ჟურნალისტური პროდუქტების მიმართ შესაბამისი რეაქცია ექნება, მათი რიცხვი იკლებს. იგნორირება მსგავსი ინფორმაციისა, მისი არდანახვა არ მგონია კარგი გამოსავალი იყოს. :/
თბილისის მერიის მორიგი სიურპრიზი
Posted by dreamar in პოლიტიკა, სოციალური საკითხები on October 18, 2011
გუშინ მეტროს სადგურებში სალაროებთან უჩვეულო რიგები იდგა. თბილისის მერიამ მცირე სიურპრიზი მოუწყო მოქალაქეებს: სამგზავრო ბარათის მფობელებს უსასყიდლოდ 5 ლარი ერიცხებათ. 5 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერის გააქტიურება ნებისმიერი მეტროსადგურის სალაროში შეიძლება 1 იანვრამდე. ეს ამბავი თბილისელებს თავად მერმა, გიგი უგულავამ, ახარა გუშინ მეტროსადგურ “ავლაბარში” სტუმრობისას. ცოტა უნცაურია ამ სიურპრიზის მიზეზი, რომელსაც მერია ასახელებს – გაძვირებული მგზავრობის კომპენსაცია. რატომ გაახსენდათ გაძვირებული ტრანსპორტით შეწუხებული მოქალაქეები მაინცდამაინც ახლა, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი უკვე რამდენიმე თვეა რაც გაიზარდა? ან რატომ გადაწყვიტეს, რომ კომპენსაციისთვის 5 ლარი კმარა?
ფაქტია, რომ მიუხედავად მგზავრობის ღირებულების გაძვირებისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ისევდაისევ ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული: ტრანსპორტის გადაადგილების მოუწესრიგებელი გრაფიკი, გადატენილი ავტობუსები, ერთი უბნიდან მეორეში მოსახვედრად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლის საჭიროება, ძველი “მარშუტკები” ძველი პირობებით და ახალი, გაძვირებული ტარიფი. თუ მართლა მოქალაქეთა კომფორტულ მგზავრობაზე ზრუნავს მერია, არ ჯობდა ის 5 მილიონი ლარი, რაც ბარათებზე თანხის ჩარიცხვისთვის გამოიყო, სხვა რამისთვის, თუნდაც ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად გამოეყენებინა? :/

მოკლედ, ტყუილად ცდილობს მერია მოქალაქეთა გულის მოგებას ამ ნაბიჯით, რომელიც, სხვა არაფერია, ჩემი აზრით, თუ არა თბილისის ბიუჯეტის თანხების უმიზნო ხარჯვა. :/
მე ჯადო მაქვს
არ გჯერათ ჯადოების? არც მე მჯეროდა ამ დრომდე. ახლა კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯადო მაქვს. არ ვიცი საიდან და როგორ, მაგრამ ერთმა სიმღერამ მომაჯადოვა: რომ ვუსმენ არაამქვეყნიურ განწყობასა და ღრუბლებში ფრენის იმიტაციას მიქმნის
კლიპიც ძალიან ლამაზი აქვს, მზიანი, თბილი და ემოციური, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერია ამ კლიპში: წყვილის ერთი ჩვეულებრივი დღეა ასახული.
Trust-ის Candy Wall-ს ვგულისხმობ.Trust რობერტ ალფონსისა და მაია პოსტეპსკის დუეტია კანადიდან. რობერტი და მაია 2009 წლიდან თანამშრომლობენ. Candy Walls მათი სადებიუტო სინგლია, რომელიც 2011 წლის მარტში გამოუშვეს. რობერტი გარდა მუსიკისა, ფოტოგრაფიითაც არის დაკავებული. მაია კი დრამერია ბენდში Austra.
Landmark – ჩემი ლავსთორი :)
Landmark-თან რომ კარგი მოგონებები მაკავშირებს, ადრეც მითქვამს. ხოდა ამ მოგონებების შესახებ მინდა დავწერო მცირე პოსტი.
2008 წლის 10 აპრილს ახლადშექმნილი Landmark “როკკლუბში” პირველ კონცერტს მართავდა. თსუ-ში პაიჭაძესთან დავალებად ვოისერის მომზადება მქონდა. ვინც არ იცით რა არის ვოისერი, გეტვყით, რომ ეს არის რადიო-მასალა (ინგლისურიდან voice – ხმა), რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და გამოწვლილვით აღწერს ამა თუ იმ მოვლენას. „ვოისერის“ პირველი ნაწილი შესავალია, რომელსაც წერს რეპორტიორი და ეთერში კი წამყვანი კითხულობს. მეორეს და ძირითად ნაწილის თავად ავტორი, ანუ რეპორტიორი წერს და კითხულობს. გადავწყვიტე, რომ ჩემი ვოისერი Landmark-ის სასცენო დებიუტის შესახებ ყოფილიყო. სათითითაოდ ჩავწერე ბენდის წევრები. რესპონდენტთა საუბარს ფონად ბენდის სიმღერები დავადე. ოღონდ ცოტა მონტაჟით გავერთე და მოსაუბრეთა ნებისმიერი ჩასუნთქვ-ამოსუნთქვა და პაუზები ამოვჭერი. მაშინ რატომღაც მეგონა, რომ პაუზები, “მმ” და ა.შ სრულიად ზედმეტია, რომ მსმენელს არ უნდა დაახარჯინო დრო მსგავსი რაღაცების მოსმენაზე. შედეგად რესპოდენტთა საუბარი ცოტა აჩქარებული და არაბუნებრივი გამოვიდა
) მაგრამ მთავარი ეს არ არის. კონცერტზე დამინახა და ყურებამდე შევუყვარდი ადამიანს, რომელთანაც დღემდე მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. არა ვიტყუები, ყურებამდე არ შევუყვარდი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მოვეწონე და love at first sight-ის მსგავსი ემოცია გავუჩინე :დ
ხოდა აი ასე, Landmark–ის პირველ კონცერტზე პირველად დამინახა ჩემმა მომავალმა გულისსწორმა და პირველი დანახვისთანავე შევუყვარდი :დ
Landmark დღემდე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდია
ხელისუფლების საფრთხობელა – ბიძინა

ხელისუფლებას ახალი საფრთხობელა გამოუჩნდა ბიძინა ივანიშვილის სახით. ახლა ხელისუფლების მთავარი მიზანია, როგორმე ჩამოაშოროს მილიარდერი ბიზნესმენი პოლიტიკურ ასპარეზს. ამის დასტური თუნდაც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაა, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არაა და შესაბამისად ვერც პარტიას შექმნის და ვერ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საპირისპიროს ამტკიცებს ივანიშვილის ადვოკატი. დარწმუნებული ვარ, ქართულ პროსახელისუფლებო მედიაში მალე გამოჩნდება სტატიები და სიუჟეტები, სადაც ბიზნესმენს მოღალატედ და რუსეთის აგენტად შერაცხავენ და გაგვიმხელენ, რა ბინძური გზით იშოვა ფული. ამის მცდელობა უკვე არის
ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა ვიცი მის შესახებ? ბევრი არც არაფერი: ვიცი, რომ ბიზნესმენია, აქვს ბევრი ფული, ჰყავს მომღერალი შვილი ბერა და გამიგია, რომ ბევრ ადამიანს დახმარებია ფინანსურად. დღემდე მისი ფოტოც არ მქონდა ნანახი :დ ფაქტია, რომ ივანიშვილის გამოჩენამ მეტად საინტერესო პროცესები გამოიწვია. საინტერესოა, კიდევ რა ბრალდებებს წაუყენებენ ერთმანეთს ბიძინა, ხელისუფლება და ოპოზიცია, ვინ ვის მოსცხებს ჩირქს. ხელში პოპკორნმომარჯვებული ვადევნებ თვალყურს შექმნილ სიტუაციას
და მაინც, რამ აიძულა ადამიანი, რომელსაც არაფერი აკლია, პოლიტიკაში წასულიყო?
პ.ს ისე კი “ტეხს” ბიძინა რომ გქვია (რა ვქნა, არ მომწონს ეს სახელი, მითუმეტეს პოლიტიკოსს არ შეეფერება, ჩემი აზრით :დ)





Recent Comments