მე არ ვარ ბოზი ანუ მითი ბოზობის შესახებ

შთაგონებული მანქის პოსტით

მე შეგხვედრივარ თბილისის ქუჩებში, თვალში საცემი წითელი პომადით, დეკოლტით, მოკლე კაბითა თუ დახეული ჯინსებით, მუდამ მოღიმარი. შენ არასდროს გიფიქრია ჩემზე მსგავსი რამ, რომ მე ვარ ბოზი.

შენ ტაქსის მძღოლი ხარ, რომლის მანქანით გვიან ღამით მიწევს მგზავრობა. შეიძლება თვალი გამოგეპაროს მოკლე კაბისკენ, სარკიდან თვალიერება დამიწყო და რამე თემაზე მოისურვო ჩემთან საუბრის წამოწყება, მაგრამ თავში აზრადაც არ მოგივა, რომ მე ვარ ბოზი.

შენ შუახნის მამაკაცი ხარ, რომელიც შუაღამით ქუჩაში გადააწყდება უგონოდ მთვრალ ბიჭებს და მათ შორის ერთადერთ გოგოს, რომელსაც მიყუდებული აქვს ლუდის ბოთლი და მშვენიერ ხასიათზეა. შენ გაიქნევ თავს, და მხოლოდ იმას იფიქრებ “ეს დალევა რას უშვრება ხალხს”, მაგრამ აზრადაც არ მოგივა, რომ მე ვარ ბოზი.

შენ დედაჩემი ხარ, არ მოგწონს არც ჩემი სტრინგი და არც პირსინგი, მაგრამ სულ რომ შიშველმა გავიარო, არასდროს, არასდროს იფიქრებ, რომ მე ბოზი ვარ.

ჩემი უბნელი ნიკა ხარ. მხოლოდ საღამოს მხედავ, სახლიდან გაჩერებისკენ მიმავალს და გვიან ღამით გაჩერებიდან სახლში მომავალს. ეს უცნაურად გეჩვენება, მაგრამ ამის გამო არასდროს გიფიქრია, რომ მე ვარ ბოზი.

შენ შუახანს გადაცილებული ქალბატონი ხარ, ძალიან ხშირად მხვდები და მაყოლებ მზერას, ხედავ რომ ვეზასავები ჩემს შეყვარებულს თითქმის ყველგან სადაც მომინდება, უსმენ ჩვენს ბილწ ხუმრობებსა თუ ერთმანეთისადმი უწმაწურ მიმართვებს, უყურებ როგორ ვუჯდებით მონაცვლეობით ერთმანეთს კალთაში თუკი ავტობუსში ადგილი არ არის, როგორ ვიცინით მთელ ხმაზე. შენ ფიქრობ “როგორ გაირყვნა ახალგაზრდობადა” და რომ “გოგოს არ შეეფერება ასეთი საქციელი”, გულის სიღრმეში კი გშურს, რომ საკუთარი გრძნობების ასე გულწრფელად გამოხატვა არ შეგიძლია ან ვერ შეძელი თავის დროზე, მაგრამ აზრად არ მოგივა თავში, რომ მე ვარ ბოზი.

შენ ხარ ჩემი ოპონენტი ბექა კამათში და იცი, რომ მე ვამტკიცებ, რომ თუკი კაცს შეუძლია ერთი ქალის გარდა ჰქონდეს სასიყვარულო ურთიერთობა სხვებთან, ქალსაც შეუძლია არ შემოიფარგლოს მარტო ერთ მამაკაცთან ურთიერთობით და ამის გამო ის არ უნდა იყოს გასაკიცხი. ჩემი ასეთი შეხედულების გამო, შენ სულაც არ ფიქრობ, რომ მე ბოზი ვარ.

შენ წაგიკითხავს ამ ბლოგზე პოსტი გენდერული თანასწორობის შესახებ, იცი, რომ არ მიმაჩნია, რომ ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და ამის გამო სულაც არ მოგდის თავში აზრად, რომ მე ვარ ბოზი.

მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, ყველამ კარგად იცით, რომ მე არ ვარ ბოზი და საერთოდ “ბოზად” შეფასების “კრიტერიუმი” სულ სხვაა.

, , , , , , , , , , ,

  1. #1 by Shotiko_Maggot on March 26, 2011 - 1:39 pm

    LOOOOL :D :D:D:D is postic vici :D mara es uketesia :D :D:D

  2. #2 by მანქი on March 26, 2011 - 4:06 pm

    “მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, ყველამ კარგად იცით, რომ მე არ ვარ ბოზი და საერთოდ “ბოზად” შეფასების “კრიტერიუმი” სულ სხვაა.”
    აბა რა
    :დ
    პ.ს. მე შენს ადგილას ჩემი პოსტის ტრიბიუტს უფრო მეტ მონდომებას ჩავაქსოვდი : )

    • #3 by Zurriuss.GE - SPQR on April 1, 2011 - 9:02 am

      შენს ადგილზე, მე ამითაც დავკმაყოფილდებოდი :)

      • #4 by მანქი on April 3, 2011 - 3:58 pm

        შენს ადგილზე ყველგან არ არ გადავიკუხებოდი : )

  3. #5 by catherinemolko on March 26, 2011 - 7:06 pm

    გამარჯობა, მე სულ რაღაც 15 წლის ვარ )) ეკლესიის დანახვისას არასდროს არ ვიწერ პირჯვარს… მითუმეტეს “მარშუტკაში” )) ორიენტაციაც არ უნა მქონდეს მთლად სწორი : D 17-ე ბიჭი მყავს (ბიჭი??) ))) პირსინკს კბილებით ვათამაშებ ხოლმე ქუჩაში )) პსიქოდელიას ვუსმენ.. ქუჩაში ვეწევი , უფრო ხშირად ვსვამ.. მაგრამ არ ვარ ბოზი… და ტაქსის მძღოლმა რაც უნდა ის იფიქროს <— მმდა ეს იყო ჩემი კომენტარი მანქის პოსტზე ))

    ხიხ
    ამ კომენტარის შემდეგ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ვარ ბოზი??

  4. #6 by ირმის ნახტომი on March 26, 2011 - 7:55 pm

    Dreamar’s Blog

  5. #7 by svani on March 26, 2011 - 7:56 pm

    გამარჯობა რა უყავი?! :D
    მანქი, გეთანხმები, მაგრამ მუმია2-ის არ იყოს, არც ესაა ცუდი… : ))

    პ.ს. ბოზი და პუტანა მე ვიცი კუხნიაში…

  6. #8 by მანქი on March 26, 2011 - 11:39 pm

    ჩემი კომენტარი რომ უფრო გასაგები იყოს, ამ ყველაფერზე, მარი, ძალიან კარგი საზოგადოება დახატე იდეაში, უბრალოდ შენ ვერ მიხვდი ჩემს პოსტს, აქ სიტყვა ბოზზე კი არ არის აქცენტი, აქ უბრალოდ სიტუაციეაზე, აღქმებზე, სხვის ცხოვრებაში ჩარევაზეა ლაპარაკი. და შენ თუ გგონია რომ მთავარი პრობლემა სიტყვა “ბოზშია”, ძალიან ცდები : )
    შენ ზუსტად იგივე გიწერია რაც მე, ის, რომ ვიღაც ფიქრობს, რომ “ეს გოგოს არ შეეფერება” რომ “დალევა რას უშვრება ხალხს”, რომ “რა თაობა მოდის”, ზუსტად იგივე დოზით გულისხმობს ფრაზას “ფუ ბოზი”.
    ასე რომ, ნუ შეიქმნი ილუზიას, რომ შენი მხოლოდ კარგი მხრიდან ხედავ ამ საზოგადოებას, და მე მხოლოდ ცუდიდან : )

    • #9 by dreamar on March 27, 2011 - 3:50 am

      საზოგადოების მხოლოდ დადებითად წარმოჩენა ისეთივე მიუღებელია ჩემთვის, როგორც მხოლოდ უარყოფითად. ვცდილობ საზოგადოების როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარე დავინახო. შენ პოსტს კი იმიტომ გამოვეხმაურე, რომ ჩემი აზრით, ზედმეტად შეზღუდულ მოაზროვნეებად გყავს წარმოჩენილი საზოგადოების წევრები ანუ ზედმეტად გაბუქებული გაქვს რეალობა :) რაც შეეხება ფრაზებს ” ეს გოგოს არ შეეფერება”, “დალევა რას უშვრება ხალხს” “რა თაობა მოდის” და ” ფუ ბოზი”(ასევე ) მე არ ვთვლი, რომ ისინი ერთი და იმავე მნიშვნელობისაა.
      ჩემ მიერ დახატული საზოგადოება არ არის ძალიან კარგი: ამის დასტურია თუნდაც მაგალითად მოყვანილი შუახანსგადაცილებული ქალბატონი, რომელსაც აღიზიანებს თავისუფალი ქცევა და რომელიც ძალიან მიშლის ნევრებს. ჩემ გარშემო არიან როგორც თავისუფლად, ასევე შეზღუდულად მოაზროვნეები. მათი რაოდენობა, ისევე როგორც თავისუფლად ან შეზღუდულად აზროვნების ხარისხი სხვადასხვაა. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ქართულ საზოგადოებაში პროგრესულად მოაზროვნეთა რიცხვი მცირეა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენები უკიდურესად უგუნურები არიან.

      • #10 by მანქი on March 27, 2011 - 3:10 pm

        ძალიან ცდები თუ მიიჩნევ რომ დანარჩენები უკიდურესად უგუნურები არ არიან :დ
        ბოლოს როდის იყავი გასული საზოგადოებაში?
        : )
        შენ თუ არ აღიზიანებ არავის, ესე იგი ამ საზოგადოების ნორმებში ჯდები, რაც ჩემი აზრით საკმაოდ უინტერესო საქმიანობაა : )

      • #11 by dreamar on March 27, 2011 - 3:39 pm

        ვერ ვიტყვი, რომ არ ვაღიზიანებ არავის. ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის სხვების გაღიზიანება, ისევე როგორც საზოგადოების სიმპათიის დამსახურება და საერთოდ რაიმე ქცევის განხორციელებისას ვცდილობ ნაკლებად ვიფიქრო რას იფიქრებს ჩემზე საზოგადოება, რამდენად კარგად ან ცუდად შემაფასებს. ჩემი აზრით, შენ მოგწონს როცა ვიღაც ფიქრობს შენზე ბოზიაო და მიზანმიმართულად იქცევი ასე, რომ საზოგადოება გააღიზიანო და ამით მიიქციო ყურადღება. შეიძლება ვცდები : )

  7. #12 by TeTnuldi on March 28, 2011 - 7:51 am

    …რა ჯიბრზე დაწერილს ჰგავს, ალბათ ,, უგუნურ საზოგადოებას,, უჩვენა ბრანწი ავტორმა, აი იმ ხალხს, რომელიც ,,მყვირალა’’ ქცევებზე რომ ღიზიანდება, ან სანახაობისგან დორბლი სცვივა..ან გაყინული მზერით ჩაუვლის გვერდით, ვითომც აქ არაფერი..ავტოორ, მაპატიე ძალიან უნიჭო სტატიაა ჩემის მოკლე ჭკუით..

    • #13 by dreamar on March 28, 2011 - 12:23 pm

      ბრანწის ჩვენება საზოგადოებისთვის პოპულარული საქმე გახდა, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. გავიგეთ რო საზოგადოება უგუნურია და მხოლოდ ერთეულები არიან ჭკვიანები. თუმცა, ჩემი აზრით, ამ საზოგადოებაზე უკეთესნი არც ის ბრაწნის მაჩვენებელი ერთეულები არიან, რომლებიც განგებ აღიზიანებენ ხალხს, ვისი გაღიზიანებაც ადვილზე ადვილია. ერთეულები ვთქვი და შევცდი: გაცილებით მეტნი არიან, მალე ალბათ მთელი საზოგადოება ბრანწის მაჩვენებლებად იქცევა. საინტერესოა, მაშინ ვიღას უჩვენებენ ბრანწს, ერთმანეთს? : )

  8. #14 by Zurriuss.GE - SPQR on April 1, 2011 - 9:01 am

    შენც მაქნი შთაგაგონებს? ტიტუუუუ :დდდ

  9. #15 by ჰანსი on April 2, 2011 - 12:50 pm

    მოკლედ არაფერი იცველება, უბრალოდ ახლა გაცილებით უფრო სისუტები და გაუბედავები ხართ ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო…. თქვენი სასაცილო და გლამურული ტატუები და პირსინგები არაფერია, არც თქვენი ლუდის დალევა ბოთლიდან, ეს ზასაობა ხო ვაბშე სასაცილოა ვისთნაც მოგინდება და როდესაც გინდა? რა არი ამაში განსაკუთრებული? იზასავე ხო კლუბში ვირაცასთან ვისი სახელიც არ გახსოვს და რა მოხდა? ვინ გგგონია შენი თავი? საიდან ამდენი თვითკმაყოფილლება , ამდენი ამბიცია? პატარა გოგოები ხართ. ალბათ რაღაცას მიაღწიეთ ცხოვრებაში და რაღაც ადგილიც გიჭირავთ საზოგადოებაში რასაც აბსოლიტურად არანიარი მნიშვნელობა არ აქვს ბევრისთვის… არა იმიტომ რომ შურთ , არა იმიტომ რომ განსაკუთრებულები ხართ, უბრალოდ ეს არავის აინტერესებს….
    მე პირადად პრივე პოსტზე მაგრად გამეცინა :) )))))) ირივე აბსოლიტურად იდენტურია დაჯე სიტყვა მე ვარ და მე არ ვარ არაფერს ცვლის…. ორივე პატარა თავში ავრდნილი ბავშვები ხართ თვქენი სტრინგებით, პირსინგებით და უწმაწური გინებებით :) ))) დააყენეთ რააა დედამიწა თქვენს გარშემო არ ბრუნავს :) )))

    • #16 by dreamar on April 2, 2011 - 1:02 pm

      :O უწმაწური გინებები სად დაინახე ჩემს პოსტში? ან საერთოდ ბლოგზე? ან ვინ თქვა რომ ტატუებში, პირსინგებში, ზასაობაში რამე განსაკუთრებულია? ძალიანაც კარგი თუ ბევრს არ აინტერესებს როგორი ადგილი მიჭირავს საზოგადოებაში, მე ძალიანაც მომწონს როცა პირად ცხოვრებაში სხვები ნაკლებად ჰყოფენ ცხვირს :)

  10. #17 by ჰანსი on April 2, 2011 - 1:11 pm

    მე მაპატიეთ: ბილწი ხუმრობები და უწმაწური მიმართვები :) )))))))) ერთი რამე ვერ გავიგე: მე მეგონა ეს თმები აქტიუალური იყო ასე 10 15 წლის წინ :) რაღაც არ მგონია საზოგადოებას აღლევებდეს :) ვის რა ფერის პომადა უსვია და საც ვინ ვის კალტაში ზის, მარტო შენს პოსტზე არ მაქვს საუბარი, არა იგივე აზრის ვარ მერე მსგავს პოსტზე , თუმცა უკვე მერევა როლმელი რომელმა დაწერეთ :) იდეა ერთია ყველას მაგრად კიდია რას გააკეთებთ იმიტომ რომ ბევრი სხვა საზრუნავვი აქვს საზოგადოებას :) თან ეგ ტემა ისეთი გაცვეთილია და ბანალურია :)
    ძალიან ნუ დახურდავდებით ხალხო :)
    პო ბალშომუ რა აპტიაგიუვაიუში ჯინსები არ უნდა გეცვათ, რა ფერის მანიკურიც არ უნდა გეკეთოთ რეალობა ისევ და ისევ იმავე სეფერილობის დარჩება… ამ მოსაწყენ , ნაცრისფერ და უბედურ ქალაქსი ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია,

    არა ლოზუნგი როგორ არ დავტოვო: ჩვენ დღეს ყველანი ბოზები ვართ რაღაც პონტში მაინც…. ვიზახოთ ახლა არ ვართო

    • #18 by dreamar on April 4, 2011 - 1:03 am

      ბანალური თემა ეძახე შენ და კი ჰყავდა ამ პოსტებს ყველაზე მეტი მნახველი : ) მანქის პოსტი მგონი ყოველმა მეორე ადამიანმა დააშეარა :) ასე, რომ ცდები როცა ამბობ, რომ ეს თემები 10 15 წლის წინ იყო აქტუალურიო : )

  11. #19 by Finch on April 8, 2011 - 10:58 pm

    მშვენიერიაა

  1. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო!!! « უბრალოდ ბლოგი:-)
  2. შენ ფიქრობ, რომ მე ვარ ურჯულო!!! « უბრალოდ ბლოგი:-)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 40 other followers