Posts Tagged ენდი გარსია

თურმე რა ხდება ქვეყნად!

ჩემს ერთერთ პოსტში გიამბობდი, თუ როგორ გამოვხატე პროტესტი ქართული მედიის მიმართ (ეს განსაკუთრებით ტელემედიას ეხება). ჩემი პროტესტი ახლაც გრძელდება: ისევ არ ვადევნებ თვალყურს ქართულ ტელეარხებს. სიახლეებს ძირითადად ბლოგებიდან და facebook-დან ვიგებ. არადა თურმე რა ამბები არ ხდება ქვეყნად. მივსეირნობ დღეს რუსთაველზე და ვხედავ გზა გადაკეტეს. გამოჩნდა უამრავი ადამიანი დროშით ხელში. მორიგი საპროტესტო აქცია არ გეგონოთ, თურმე მასობრივ სცენას იღებდნენ ფილმისთვის. ფილმის რეჟისორი ვინმე რენი ჰარლინია. (“კერკეტი კაკალი 2″) ვინმე რა, ყოველ შემთხვევაში მე არ მეცნობა. ფილმი 2009 წლის აგვისტოს ომზეა. რაც მთავარია, სააკაშვილის როლს თამაშობს ენდი გარსია. (რაღაცით კი ჰგვანან ერთმანეთს) ფრიად გავოცდი დღეს პარლამენტის წინ ინგლისურად მოლაპარაკე ენდი გარსია რომ დავინახე საქართველოს პრეზიდენტის როლში. ფილმი ზოგადად ომისსაწინააღმდეგო შინაარსის იქნება. ვიღაცამ მითხრა, ჯოშ ჰარტნეტიც თამაშობსო რაღაც როლს და უნდა ჩამოვიდესო საქართველოში. რატომღაც არ მჯერა. (ისევე, როგორც შევარდნაძის გადადგომის ან ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის ამბავი არ მჯეროდა :D ). ძალიან საინტერესოა, როგორ იქნება ასახული ქართულ-ოსური კონფლიქტი ფილმში. ამის გაგების საშუალება კი 2010 წლის მაისში მექნება, როცა ფილმი ეკრანზე გამოვა.

, , , , , , , , , , ,

4 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 64 other followers

%d bloggers like this: