Posts Tagged ინციდენტი

სტალინის ძეგლი აღარაა, ვაშაა!!!

ის, რაც გორში ყველაზე მეტად იყო ჩემთვის ნაცნობი, დღეს უკვე აღარ არის ამ ქალაქში. გუშინ გვიან ღამით სტალინის ძეგლი აიღეს. სადაა ახლა ეს მონუმენტი არავინ იცის. უფრო სწორად ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ვიღაც–ვიღაცებმა კი იციან, მაგრამ საიდუმლოდ ინახავენ. რატომ აიღეს ძეგლი მაინცდამაინც ღამით და მალულად? ალბათ იმიტომ რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდებოდა: როდესაც დილით გორელმა სტალინისტებმა შეიტყვეს ეს ამბავი, ძლიერ დამწუხრდნენ და განრისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძეგლის დემონტაჟისას მოხდა ინციდენტი: პოლიციელებმა ცემეს ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა გადაეღო დემონტაჟის პროცესი და ამით უკმაყოფილო გორელები.
კულტურის მინისტრის განცხადებით, სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. კონკურსი ამ მემორიალის ასაშენებლად უკვე გამოცხადდა. ძალიან მაინტერესებს, რას დადგამენ საბოლოოდ.
ამ ბმულზე შეგიძლია იხილოთ როგორ მოხდა საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დემონტაჟი. რამდენად ნორმალურია გედგას ტირანის ძეგლი, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ არ მეგონა, რომ ესოდენ მცირე რამ ასე გაახარებდა და გააბედნიერებდა ქართველ ერს. ვიდეოშიც კარაგად ჩანს ეს სიხარული: ღიპუცა კაცები ტაშითა და სტვენით აცილებენ სტალინის ძეგლს, მერე კი კამერასთან თავს იწონებენ ძეგლის შეურაცხყოფით. თაზომ ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ვიდეოს ფეისბუქზე: “მე ვიყო უსინდისო, ეს თავზე მოტყაპუნენი რამეთი თუ განსხვავდებოდნენ სტალინის იდეური მიმდევრებისგან “. მეც ეგრე მგონია.
გიხაროდენ ქართველო ერო! სტალინის ძეგლი აღარაა, ავშენდით.

, , , , , , , , , , ,

6 Comments

ის, რაც არ ითქვა

წინა პოსტში ლუდის ფესტივალის შესახებ ვწერდი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება ამ ფესტივალის შესახებ დადებითი იყო. თუმცა იქ მოხდა ერთი ძალიან უსიამოვნო ამბავი, რომელზეც დღემდე კარგად არ დავფიქრებულვარ. ამ ინციდენტის შესახებ არსად არაფერი თქმულა. ფესტივალის პირველ დღეს ერთი ბიჭი გადავარდა მოაჯირიდან. მეორე დღეს შევიტყვე, რომ ის ბიჭი გარდაიცვალა. როცა ფესტივალი დასრულდა, ჩემს მეგობრებს შორის დაიწყო ამ ამბის გარჩევა. ბევრმა ორგანიზატორები დაადანაშაულა, რომ უსაფრთხოების სათანადო ზომები არ მიიღეს და ცუდი ადგილი შეარჩიეს ფესტივალისთვის. ძნელია ყველაფერი გაითვალისწინო, მითუმეტეს შეიძლება უბრალო კიბეც კი მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გამიჩნდა. მოხდა ისე რომ ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ უამრავი მთვრალი ადამიანიდან ნებისმიერი შეიძლება გადავარდნილიყო იმ მოაჯირიდან. მაგრამ როცა გაიგეს რომ მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, მას მერე რატომ აღარ მიიღეს სათანადო ზომები და ისევ ისე გააგრძელეს ფესტივალი? თან როგორც დღეს მითხრეს მეგობრებმა ორგანიზატორთაგან იმ ბიჭს არავინ მიაქცია ყურადღება, სასწრაფოც კი დაგვიანებით მივიდა. რატომ არსად არ გავრცელებულა ინფორმაცია ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ?
ფესტივალის ორგანიზატორებმა კითხვაზე, რატომ არ დააყენეს მოაჯირებთან დაცვა და რატომ არ მიიღეს უსაფრთხოების ზომები, ასეთი პასუხი გამცეს: “ჩვენთვის ეს თემა ძალიან მძიმეა და ძალიან განვიცადეთ მომხდარი. მერიის გადაწყვეტილებით ეგ ტერიტორია არ შემოდიოდა ფესტივალის ტერიტორიაში რის გამოც არ იყო გათვალისწინებული ჩვენი დაცვის იქ დგომა. კიდევ ერთცხელ გეუბნებით რომ მთელი საფესტივალო ჯგუფისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა.” ასეთი პასუხის მიღების შემდეგ კიდევ უფრო რთულია გაარკვიო ვინაა პასუხისმგებელი ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე.

, , ,

5 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 64 other followers

%d bloggers like this: