Posts Tagged მუსიკა

Together We Will Live Forever

გიფიქრიათ ოდესმე რა მოხდება თუ საყვარელ ადამიანს დაკარგავთ? მსგავსი აზრები ხშირად მომსვლია თავში. სწორედ ეს შიშისა და სევდის მომგვრელი ფიქრები გამახსენა დარენ არონოფსკის ფილმმა The Fountain. ჩვენ ყველას გვეშინია სიკვდილის, მით უფრო ახლობელი ადამიანის სიკვდილის.
Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , , ,

3 Comments

გაგრძელებული და გაბანძებული DJ@Fest

მართლა ძალიან გამიხარდა ამ ფესტივალის გამართვის შესახებ რომ შევიტყე. თბილისში ჯერ კიდევ ბევრი ახალგაზრდაა, ვინც დასასვენებლად არ წასულა ან ვერ მიდის, მათთვის მსგავსი ღონისძიებები გართობისა და დასვენების ნამდვილად კარგი საშუალებაა. და არამარტო მათთვის, ზოგადად ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის. წესით DJ@Fest 1 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ ფესტვალის ორგანიზატორებს შესთავაზა მისი 3 დღით გაგრძელება და ხარჯებიც საკუთარ თავზე აიღო. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , ,

6 Comments

Tbilisi Open Air 2011

რამდენი ხანი ველოდი ამ ფესტივალს და როგორც იქნა, პირველი Tbilisi Open Air-დან 2 წლის შემდეგ 11 და 12 ივნისს კვლავ იპოდრომზე გაიმართა Tbilisi Open Air 2011. წინა ფესტივალთან შედარებით ნაკლებად მასშტაბური იყო, მონაწილეობდა ბევრად მეტი ქართული ბენდი (19 გამომსვლელი ბენდიდან მხოლოდ ოთხი იყო უცხოური) და კონცერტზე დასწრება ფასიანი იყო: ბილეთი სულ რაღაც 5 ლარი ღირდა. ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ როგორც პირველ Open Air-ზე წელს ფესტივალზე დასწრება უფასო არ იყო. მე კი ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო: პირველი, იმიტომ რომ ნაკლებად მოვიდოდა “ზედმეტი” ხალხი (მაგალითად, 2009 წელს კონცერტზე ბევრი ძველი ბიჭი იყო მოსული გაუგებარი მიზნით: მუსიკას არ უსმენდნენ, უბრალოდ იდგნენ და “როკერებს” აგინებდნენ. პ.ს “როკერებში” ყველა გრძელთმიანი და დახეულჯინსიანი ახლაგაზრდა მოიაზრება:დ)მეორე, ვისაც უნდოდა ფესტივალზე მოსვლა, 5 ლარი მათ ბიუჯეტს არ დააზარალებდა, პირიქით, ეს თანხა სხვა კონცერტების ბილეთის ფასებთან შედარებით მეტად მცირეა.

Mutual Friends

2009 წლის Open Air-მა ბევრად დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ჩემზე და მაშინდელი უცხოური ბენდები უფრო მომეწონა. წელს დიდად არ აღვფრთოვანდი უცხოური გამომსვლელებით, მაგრამ, ნამდვილად კარგები იყვნენ.

The Smile
პირველ დღეს ვიყავი სრულიად ფხიზელი, ამიტომ ყველა გამომსვლელ ბენდს მოვუსმინე :დ მარტო The Benedicts ვერ მოვუსწარი: ამინდმა არ შეუწყო ხელი ფესტივალის ორგანიზატორებს, წვიმა წამოვიდა და ისიც კი ვიფიქრე, კონცერტს გადადებენ-მეთქი. მაგრამ, ფესტივალი ჩვეულებრივად გაგრძელდა და წვიმაც შეწყდა ცოტა ხანში.

Ketrine & Me

ყველაზე მეტად პირველ დღეს მომეწონა Me and My monkeys გამოსვლა. ამ ჯგუფში ცვლილებებია: ახალი გიტარისტი ჰყავთ.

ბევრის გული გაახარა Green Mama-ს გამოსვლამ ამ ფესტივალზე: მათ ხომ დიდი ხანია არ ჰქონიათ კონცერტი და საერთოდაც, მე დაშლილი მეგონა ეს ბენდი.


Green Mama

ნიკა კოჩაროვი გახსოვთ? ლონდონში რომ არის წასული და დროდადრო ჩამოდის ხოლმე თბილისში. მანაც მიიღო მონაწილეობა კონცერტში. ოღონდ ლოლიტები არ გამოდიოდნენ. დიდი ხანია Young Georgian Lolitaz წარსულს ჩაბარდა :დ ნიკას ახალი ბენდი ჰყავს _ Z for Zulu.

ფესტივალის მეორე დღე გახსნა LOUDspeakers-მა. თავდაპირველად ეს ბენდი არ იღებდა მონაწილეობას კონცერტში, თუმცა, ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ამ ჯგუფის მსმენელთა გამალებული მოთხოვნა და საბოლოოდ LOUDspeakers-მაც დაუკრა ფესტზე. სამწუხაროდ, მე ვერ მივუსწარი მათ გამოსვლას. როგორც მითხრეს, ძალიან კარგი იყო: კონცერტზე მოსულმა ხალხმა ზეპირად იცოდა მათი სიმღერები და შიგადაშიგ აყვა კიდევაც :)

მეორე დღეს ბევრი დავლიე, ამიტომაც ნაკლებად მოვუსმინე გამომსვლელ ბენდებს. სამაგიეროდ ბევრი ვიმხიარულე და ვიცეკვე:დ არ შემიძლია არ აღვნიშნო უზომოდ მთვრალი და აღგზნებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიმრავლე იპოდრომზე:დ სამწუხაროდ, “ჩხუბების” გარეშეც არ ჩაუვლია კონცერტს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ სახლში რომ მივდიოდი და ცარიელ და დაბინძურებულ იპოდრომს ვუყურებდი, რაღაცნაირად გული დამწყდა :დ Tbilisi Open Air დაგვემშვიდობა. იმედია ერთი წლით :)

, , , , , , , , , , , ,

4 Comments

აივანი

მიყვარს დიდი აივანი. მითუმეტეს როცა იქიდან ლამაზი ხედი მოსჩანს. რა სჯობს გაზაფხულზე მშვენიერ ამინდში აივანზე ჯდომასა და იქიდან თვალის დევნებას სამყაროსთვის? :D მოკლედ მე სახლი აივნის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

აქამდე რაც წაიკითხეთ, უბრალოდ შესავალი იყო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც შემდეგში დავწერ. სულ სხვა აივანზე მინდა მოგითხროთ. balconytv-ს შესახებ თუ გსმენიათ რამე? თუ არა, გეტყვით, რომ არსებობს ერთი ჩვეულებრივი აივანი. ამ აივანზე დროდადრო მუსიკოსები იკრიბებიან და საკუთარ სიმღერებს მღერიან. ძირითადად აკუსტიკურ ვერსიებს. ამას ყველაფერს იღებენ ერთი კამერით და შემდეგ ვიდეოებს ათავსებენ ინტერნეტში. ყველანაირი შელამაზებისა და შესწორების გარეშე. თუ გიყვართ ცოცხალი შესრულება და თან გაინტერესებთ, ვის როგორი მუსიკალური ნიჭი აქვს, მაშინ balconytv მისწრებაა თქვენთვის. ჩემი აზრით, მუსიკოსის შეფასება თუ გინდა, ასეთ აივანზე უნდა მოიწვიო.
balconytv 2006 წლიდან არსებობს. გადაღებები მიმდინარეობს ევროპის რამდენიმე ქალაქში (ლონდონი, დუბლინი, ჰამბურგი…). ახლა უკვე ჩვენც გვაქვს ბედნიერება შევაფასოთ ქართველი მუსიკოსების ცოცხალი შესრულება აივანზე :D საბურთალოზე მდებარე ერთერთ კორპუსში მუსიკალური აივანი გაჩნდა. ამ აივანზე გადაღებული ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ youtube.com-სა და myvideo.ge-ზე. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ფავორიტი ჯგუფის ვიდეო: Sour Skin – She

ძირითადი ამბავი მოვყევი, ახლა კი დეტალებზე გადავალ. ეს ალბათ უფრო პირადული ამბები იქნება. ერთ მშვენიერ დღეს მე და გიორგი მივსეირნობდით ქუჩაში. უცებ დავინახე ველოსიპედზე მოკატავე ვიღაც ბიჭი, რომელიც ძალიან მეცნო. ეს ბიჭი Young Georgian Lolitaz-ის გიტარისტი ლევანი აღმოჩნდა. YGL-ს მოსმენა თინეიჯერობის პერიოდს უკავშირდება, ეს კი თითქოს საუკუნეების წინ იყოო. ამიტომ, ამ ჯგუფის ყველა წევრი, ჩემი წარმოდგენით, ოდნავ დაბერებული მაინც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ლევანი პატარა ბიჭივით გამოიყურებოდა :D აი ამ დროს მოხდა ჩემთვისა და გიორგისთვის “აივანის” შექმნის იდეის გაცნობა. გიორგი სიამოვნებით დათანხმდა ამ მუსიკალურ შოუში მონაწილეობას.
დათქმულ დღეს Sour Skin თავის გულშემატკივრებთან ერთად მიადგა საბურთალოზე მდებარე მუსიკალურ აივანს. გულშემატკივრებს რაც შეგვეხება: გადაღებაა, კონცერტია, რეპეტიციაა, არის იქ ჩვენი ადგილი თუ არა, მიუხედავად ამისა, თითქმის ყველგან დავყვებით ხოლმე :D :D :D ყოველ შემთხვევაში მე გიორგის ყველგან დავყვები :D სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა She-ს გადაღებას. მომავალში ბიჭები კიდევ აპირებენ აივანზე დაკვრას. რა თქმა უნდა, ერთგული გულშემატკივარი, ჩემი სახით, გვერდით ეყოლებათ :D

, , , , , ,

6 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 64 other followers

%d bloggers like this: