Posts Tagged ქალი

ერთგული ქმრები და ბედნიერი ცოლები

husband-kissing-wife-in-kitchen

სამსახურიდან  სახლში დაბრუნებულ ქმარს წინსაფარმოხვეული ცოლი ეგებება. წუთში გაუწყობს სუფრას. ახალგამომცხვარ ხაჭაპურებს დააგემოვნებინებს. ძილის წინ პერანგს გაუუთოებს მეორე დღისთვის, ტანსაცმელს გაუმზადებს.  ეს სცენა, ერთი შეხედვით ვიღაცისთვის ოჯახური იდილია, სინამდვილეში ერთი დიდი სიყალბეა. ამ სიყალბეს რომ გრძნობ, გული გერევა. მერე რა, რომ ზემოთ ხსენებულ “იდილიაში” ცოლს ქმრის მორჩილი შინამოსამსახურის როლი ენიჭება: მერე რა, რომ საჭმლის დამზადება, სახლის დალაგება, დარეცხვა, ბავშვების მოვლა ოჯახში მხოლოდ ერთ ადამიანს _”სუსტ” სქესს ევალება, მერე რა, რომ ქმარი დროდადრო, როცა ცოლი ბეზრდება, სხვებთან იკმაყოფილებს სექსუალურ მოთხოვნილებებს, და მერე რა რომ, ოჯახის დიასახლისის პატივისცემას ოჯახის თავი უფრო ხშირად სადღეგრძელოებში ავლენს, ვიდრე რეალობაში. მაინც ყველა ბედნიერია. თუ გგონიათ, რომ ახალგაზრდა თაობების ქართულ ოჯახებში საქმე სხვაგვარადაა და მსგავსი რაღაცები აღარ ხდება, ცდებით. Read the rest of this entry »

, , , , , , ,

2 Comments

8 მარტი, კლარა ცეტკინი და სტატუს კლუბი

ყველა ცუდ კაცს რვა მარტს როზა,
ლუქსემბურგის ბაღში როზგავს!

(შოთა იათაშვილის ეს ფრაზა განწყობისთვის :) )

8 მარტი არ მიყვარდა, იმ მიზეზით, რომ “ყველა დღე ისედაც ქალის უნდა იყოს და რა საჭიროა ერთი დღის გამოყოფა”… მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, მომწონს ეს დღესასწაული :დ თუნდაც იმიტომ, რომ სარვამარტოდ მრავალი სეილი იმართება, ტარდება კონცერტები, ივენთები, სადაც ქალებისთვის შესვლა უფასოა, შეიძლება ხელი გამოკრა რამე კარგ საჩუქარს რომელიმე კომპანიისგან, (მამაკაცის მიერ მორთმეულ საჩუქარზე აღარაფერს ვამბობ, თავისთავად კარგია) :დ ქუჩაში გიღიმიან (მამაკაცების უმეტესობა :დ) … Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , ,

2 Comments

სტერეოტიპები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს

ქართველები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართ (პ.ს ზოგადად გამოთქმა “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი” :დ)

ქართველის ბუნებაში კანონმორჩილება არ დევს

ლამაზი ქალი სულელია

ქალს უყვარს როცა მამაკაცი უხეშად ეპყრობა

ქალს არ უნდა ენდო

კაცები არ ტირიან

ყველა კაცი (ქალი) ერთნაირია

ქალი ცუდი მძღოლია

ქალის მთავარი ფუნქციაა იყოს კარგი მეუღლე და დედა

რუსი ქალები გიჟდებიან ქართველ კაცებზე

კაცი ქალზე ჭკვიანია (ამას ხშირ შემთხვევაში მოსდევს “აბა, დამისახელე რომელიმე მეცნიერი ქალი”)

კაცს არ უხდება გრძელი თმა, პირსინგი და ა.შ

როკერები სატანისტები არიან

ესაა რაც გამახსენდა. (რომ გამახსენდება კიდევ დავამატებ :დ) თქვენ მიერ შეძულებული სტერეოტიპებიც დაამატეთ კომენტარებში.

პ. ს გილოცავთ ახალ 2012 წელს! გისურვებთ თქვენი სტერეოტიპების მსხვრევას :დ :)

, , , , , ,

15 Comments

“მკვლელი” დედები vs “მკვლელი” მამები

16 წლის ხარ. გაგიჟებით გიყვარდება ყველაზე პოპულარული ბიჭი შენს უბანში. ერთ მშვენიერ დღეს ისიც მოგაქცევს ყურადღებას, გეტყვის რომ ძალიან მოსწონხარ, მოკლედ წყვილი ხდებით. შენს სიხარულს საზღვარი არ აქვს.  ამ ბედნიერ სასიყვარულო ურთიერთობას სექსიც მოყვება, შენთვის პირველი.  გაკვრით გსმენია კონტრაცეპტივების შესახებ და პირველი ინტიმური ურთიერთობის დროს არც შენ და არც შენი გულისსწორს  აზრად არ მოსდის თავის დაცვა.  ამას მოყვება არასასურველი ორსულობა. შენ შოკში ხარ, არ იცი რა უნდა გააკეთო. შენი ბიჭი კი სწრაფად პოულობს გამოსავალს: რადგან თქვენ ჯერ ძალიან ახალგაზრდები ხართ და არ ხართ მზად მსგავსი პასუხისმგებლობსთვის, ის აბორტს გირჩევს. შენც ფიქრობ, რომ სხვა გზა არ გაქვს და მიყვები მის რჩევას.  ამ დღიდან საზოგადოებისთვის ხდები “მკვლელი დედა”. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , ,

25 Comments

ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ბარგის ჩალაგება ჩემთვის ერთი რუტინული პროცესია. სადმე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რა წავიღო. არ მიყვარს როცა ამ პროცესის დაჩქარებულად წარმართვა მიხდება _ ასეთ შემთხვევაში დიდი შანსია რამე დამრჩეს. თბილისში წამოსვლამდე მე და ჩემი შყვარებული ვწუწუნებდით ბარგს რა ჩაალაგებსო. ამის გაგონებაზე ერთმა ჩვენმა მეგობარმა (მამრობითი სქესის :პ) გაოცებულმა შეყვარებულს ჩემზე მიუთითა: აბა, ეს რისთვის გყავსო. არ გამკვირვებია: ქართველი კაცების დიდი რაოდენობა (ყოველ შემთხვევაში მე ბევრს ვიცნობ) ისეთი ელემენტარული საქმის გასაკეთებლად, როგორიცაა ბარგის ჩალაგება, არასოდეს იწუხებს თავს. ამის გაკეთება ჯერ მათ დედებს აბარიათ, დაქორწინების შემდეგ კი _ ცოლებს. ბარგის ჩალაგება ერთადერთი რამ არაა, რასაც მამრობითი სქესის წარმომადგენლები სხვებს აბარებენ: ლოგინის მილაგება, მაგიდის გაწყობა, ჭამის შემდეგ საკუთარი თეფშის გარეცხვა, საკუთარი ნივთების დალაგება, “ნასკების” ან თუნდაც საცვალის გარეცხვა ქალის “პრეროგატივად” მიიჩნევა.

ვერ ვიტან როცა მაგიდის გაწყობაზე მიდგება საქმე და მამრობითი სქესის წარმომადგენლები დამშეულ თვალებს შემოანათებენ იქ მყოფ ქალებს და მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უსაქმურნი და დასვენებულები არიან ბრძანებას გასცემენ: “აბა, დატრიალდით ახლა!” არადა ეს ზემოთჩამოთვლილი საქმენი არც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს და არც განსაკუთრებულ ნიჭს. ელემენტარული რამაა ჭამის შემდეგ მაგიდიდან შენი დაყრილი ნამცეცები გადაწმინდო ან თეფშზე საჭმელი გადმოიღო, რა საჭიროა ამისთვის დამხმარე? მესმის, რომ სასიამოვნოა როცა სხვები გემსახურებიან, მაგრამ მთელი ცხორვება ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ყოფნა გამაღიზიანებელია. არის ელემენტარული რაღაცები, როგორც პირადი ჰიგიენის დაცვაა, რასაც ყველა თვითონ უნდა აკეთებდეს. ვერ წარმომიდგენია, ადამიანი, რომელიც საცვალს ვერ ირეცხავს, როგორ უნდა გახდეს დამოუკიდებელი?

, , , , , , ,

13 Comments

10 ყველაზე ლამაზი სხეული

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ყველაზე გამორჩეული ადამიანების გამოვლენა: ბევრს ვფიქრობდი ვინ იყო ყველაზე ლამაზი ქალი თუ კაცი, ვინ იყო ყველაზე ჭკვიანი, ვინ იყო ყველაზე ძლიერი… მათ ჩემს გონებაში სხვადასხვა ადგილს მივანიჭებდი სილამაზის, ჭკუისა თუ სიძლიერის მიხედვით და ამგვარად ვქმნიდი ყველაზე ლამაზების, ყველაზე ჭკვიანებისა თუ ყველაზე ძლიერების იერარქიას :დ რამდენიმე დღის წინ ბავშვობისდროინდელმა სურვილმა შემომიტია და ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ცნობილი ქალის გამოვლენა ვცადე. ლამაზი სხეული თვითშეფასების ამაღლებას უწყობს ხელს, თვითშეფასება კი დაკავშირებულია ბედნიერებასთან. ის, ვისაც ლამაზი სხეული აქვს, უფრო დიდი ალბათობაა, რომ ბედნეირი იქნება. ამიტომაცაა ამდენი თანხა რომ იხარჯება სხეულის სრულყოფაზე. ძალიან დიდი ხანი მოვუდნი ყველაზე ლამაზი სხეულის მფლობელების გამოვლენას, ვცდილობდი რაც შეიძლება ობიექტური ვყოფილიყავი :) ) მაშ ასე, გთავაზობთ იმ ბედნიერი ქალების ჩემ ტოპ-ათეულს, ვინც საკუთარი სხეულით დაიკვეხნის :)
10. მეგან ფოქსი _ 26 წლის ამერიკელი მსახიობი. სიმაღლე _ 167 სმ, წონა _ 51 კგ.

Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , ,

27 Comments

ბუნებრივი სილამაზე vs ხელოვნური სილამაზე

უკმაყოფილო ხართ თქვენი მკერდის მცირე ზომით? პლასტიკური ქირურგები შეძლებენ მისი ფორმისა და ზომის დახვეწას.
გრძელი და უშნო ცხვირი გაქვთ? ცხვირის რინოპლასტიკა გიშველით.
გაღიზიანებთ ცხიმოვანი ქსოვილები თქვენს სხეულზე? არც დიეტა და არც ვარჯიში გშველით? ლიპოსაქციაა თქვენი მხსნელი.

განსხვავებით წინა საუკუნეებისგან დღეს ადამიანს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შეცვალოს საკუთარი გარეგნობა. ძალიან ბერვი ადამიანი აკრიტიკებს გარეგნობის შეცვლის ხელოვნურ მეთოდს: პლასტიკურ ქირურგიას. ეს მეთოდი ადამიანს ბუნებრიობას ართმევს და მის გარეგნობას ერთფეროვანსა და სტანდარტულს ხდის. პლასტიკური ქირურგიის ცუდი შედეგების დასამოწმებლად ხშირად შემდეგი მაგალითები მოჰყავთ:

ჯექსონი არაერთხელ გამხდარა დაცინვის ობიექტი ცხვირის გამო

56 წლის იტალიელი დიზაინერი დონატელა ვერსაჩე

სილვესტერ სტალონეს დედა ჯეკი სტალონე

მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ყველაზე ლამაზებად და სასურველებად მივიჩნევთ, მრავალს გამოუცდია პლასტიკური ქირურგის სკალპელის “გემო”. თუმცა, მათ ამ ნაბიჯის გამო არ მაინცდამაინც არ აკრიტიკებენ _ ოპერაციის გარეშე ბევრად უფრო ლამაზი და ბუნერბივი იყოო.

25 წლის მსახიობი მეგან ფოქსი არაერთი გამოკითხვის შედეგად აღიარეს ერთერთ ყველაზე ლამაზ, სექსუალურ და სასურველ ქალად. თუმცა, სანამ ამ ტიტულებს მოიპოვებდა,მეგანმა რამდენიმე ცვლილებაც მოახდინა საკუთარ გარეგნობაში.

პლასტიკური ქირურგის სტუმრები იყვნენ:

salma hayek2

სელმა ჰაიეკი

ნატალი პორტმანი

ანჯელინა ჯოლი, რომელსაც ხშირად “აბრალებენ” ტუჩების დაბერვას. თუმცა, მისი ტუჩები ნამდვილად ბუნებრივია, განსხვავებით ცხვირისგან, რომელიც ოდნავ შეთხელებულია.


სკარლეტ იოჰანსონი

ჟიზელ ბიუნდჰენი

ქეით მოსი

ashlee simpsonეშლი სიმფსონი

nicolekidman_may23ნიკოლ კიდმანი

blake livelyბლეიქ ლაივლი

კოკო შანელს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი “Nature gives you the face you have at twenty; it is up to you to merit the face you have at fifty”. იშვიათია შემთხვევა, როცა ადამიანი არ უვლის საკუთარ თავს და მაინც ისეთი ლამაზი რჩება, როგორც ახალგაზრდობისას იყო. დღეს უამრავი მეთოდი არსებობს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. მე მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ბუნებრივ მეთოდებს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ვერაფერი, გარდა პლასტიკური ქირურგიისა, ვერ გიშველის: ცხვირი ვერ დაგიპატარავდება თავისთავად, მშობიარობის შედეგად გაჩენილ სტრიებს ვერანაირი კრემი ან მასაჟი ვერ გააქრობს და ა.შ. პლასტიკური ოპერაციების გამო ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან და ერთფეროვანნი ხდებიანო. თუმცა, ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგ სპეციალისტთან გაიკეთე ოპერაცია. მაგალითად, კარგი პლასტიკური ქირურგი ცდილობს შეცვალოს პაციენტის ცხვირი არა სტანდარტული ცხვირით, არამედ ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე იმით, რაც მოუხდება პაციენტს. ზემოთ მოყვანილი პოპულარული პიროვნებებიდან რომელს ეტყობა, რომ რაიმე სახის ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუკი წინანდელ ფოტოს არ შევადარებთ?

ბუნებრივობის დამცველებსა და ხელოვნურობის მოძულეთ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ადამიანის დაბერებაც ბუნერბივი პროცესია. მაშინ ნუ შეებრძოლებიან ამ პროცესს: ნუ წაისვამენ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებს, ნუ გაიკეთებენ წარბების კორექციას, საერთოდ იარონ “ბანჯგვლიანებმა”, გაჭაღარავდნენ, გამელოტდნენ, მაკიაჯსაც ნუ იხმარენ და ნურც სუნამოებს დაისხამენ: სხეულის ბუნებრივი სუნით დაკმაყოფილდნენ!

, , , , , , , , , , , ,

15 Comments

მცირე საყვედური ქართველ მამებს :)

ამასწინათ უცხოეთში მყოფი მეგობარი მიყვებოდა როგორ აძინებს თავის ორი წლის შვილს: ჯერ ერთ ჭიქა რძეს ასმევს, აბანავებს, კბილებს უხეხავს, პიჟამოს აცმევს, ლოგინში აწვენს დათუჩასთან ერთად, აკოცებს და ღამემშვიდობისას ეუბნება. ერთი საყვარელი ძილისწინა რიტუალია მოკლედ :) რა კარგი მამა ყოფილხარ, შენს შვილს გაუმართლა-მეთქი,_ ვუთხარი. რას ამბობ, ეს ხომ იგივეა რომ გითხრან, რა კარგი ქმარი ხარ შენს ცოლს ყოველდღე რომ არ ცემო. შეიძლება ასეთი ქცევა და ზრუნვა შვილზე მართლაც ელემენტარული იყოს. თუმცა, საქართველოში რომ ასე არ არის და მამებს შვილებთან (მცირეწლოვნებს ვგულისხმობ) უფრო დისტანციური დამოკიდებულება რომ აქვთ, ეგეც ხომ ნათელია. მიიჩნევა, რომ ბავშვის ჩაცმა, ბანაობა, მისთვის პამპერსების გამოცვლა, დაძინება, ჭმევა (თუ ჭამა?) დედის საქმეა. მამის ფუნქცია კი ოჯახში ფულის შემოტანით შემოიფარგლება. ერთი-ორჯერ შვილს თავზე ხელი თუ გადაუსვა, ეგეც საკმარისია. თუ არ მეთანხმებით,თქვენ თავს კითხეთ: რამდენად ხშირად გაბანავებდათ მამა? რამდენად ხშირად გიცვლიდათ პამპერსებს? გაძინებდათ? გეთამაშებოდათ? გასეირნებდათ? გიკეთებდათ საჭმელს და გაჭმევდათ?გიკითხავდათ ზღაპრებს ძილის წინ ან გიმღეროდათ? დაყავდით ბაღში? მცირე გამოკითხვა ჩავატარე ჩემს მეგობრებში და ამ კითხვებზე უმეტესწილად უარყოფითი პასუხი მივიღე.

არ ვიცი, რისი ბრალია ეს, მამებს უტყდებათ მსგავსი ქცევები (თუნდაც პამპერსის გამოცვლა შვილისთვის), ეზარებათ, დრო არ რჩებათ თუ უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არაა? მე მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ დამოკიდებულებას სტერეოტიპები იწვევენ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკვირვებით, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია შეიცვალა: ახლა ბევრად უფრო ხშირად დაინახავთ პარკებში შვილთან მოსეირნე ან მოთამაშე მამებს. ნაცნობებშიც უფრო მეტად მოიძებნებიან მზრუნველი და ყურადღებიანი ახალგაზრდა მამიკოები : )

ჩემი აზრით, ქალიც და მამაკაციც თანაბრად უნდა იყოს ჩართული ბავშვის აღზრდაში. მხოლოდ გენდერული თანასწორობის გამო არა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში შვილის გამო _ სრულყოფილ პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს და კიდევ, თავისუფალი იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან. ცოლისთვისაც დიდი მხარდაჭერაა, როცა ხედავს როგორ უვლის შვილს მისი ქმარი. ასე, რომ მე მიყვარს მზრუნველი მამიკოები! :) )

, , , , , ,

9 Comments

იქ არ მოხვდით

მე არ ვიტრიალებ სამზარეულოში ციბრუტივით, სულაც არ მაინტერესებს რუტინული საოჯახო საქმეები…

მე არ გავრეცხავ ქმრის “ნასკებს”, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითონაც თანახმა იქნება ჩემი “ნაკსების” გარეცხვაზე…

მე არ დაველოდები ქმარს გვიანობამდე და არ შევეხვეწები ტელეფონით “მალე მოდი –მეთქი”. ამის ნაცვლად წავალ სადმე კარგ წვეულებაზე და ქმარზე გვიან დავბრუნდები სახლში…

ქმარს არ გავუბურღავ ტვინს თხოვნებით “ბევრი არ დალიო”: მასზე ორჯერ მეტს დავლევ, ისე რომ მის ინტერესებში უფრო შედიოდეს ჩემზე ნაკლების დალევა.

არცერთი კაცის ღალატს არ გავამართლებ ფრაზით, რომ “ბოლო–ბოლო კაცია”.

არ ჩავიცვამ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მოკლე კაბას მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თავი მოვაწონო.

მე არ დაველაპარაკები შეყვარებულს (ქმარს, ბოიფრენდეს, გულისსწორს…) დაყენებული სექსუალური ხმით და არასოდეს მოვისაყვარლებ თავს.

ჩემგან ვერ მოისმენთ ფრაზას “ყველა კაცი ერთნაირია” ან “ქალს არ უნდა ენდო”. ნურც ჩემთან საუბარში გამოიყენებთ მსგავს სულელურ წინადებებს. :)

და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ რამეს არ ვიზამ. უბრალოდ ახლა არ მახსენდება.(ჩავასწორებ პოსტს როცა გავიხსენებ :) )

მე ვერ გავამართლებ თქვენს გენდერულ სტერეოტიპებს.

როცა ნომერი ეშლებათ და ჩემთან სახლში ხვდებიან დარეკვისას, დედაჩემი აქცენტით და ძალიან სასაცილოდ ეუბნება ხოლმე “ტკვენ იკ არ მოხვდიტ”. ხოდა ასე, რომ sorry, მაგრამ თქვენ იქ არ მოხვდით!

 

 

 

, , , , , ,

11 Comments

“ბოზი” მამაკაცების თემის გაგრძელება: უნდა გვიყვარდეს თუ გვძულდეს ისინი?

თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, არის ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ამიტომ ქართულ ბლოგოსფეროში ამ თემაზე ყოველი ახალი კარგი პოსტი ძლიერ მახარებს ხოლმე. ამას წინათ ket_eva_n წერდა “ბოზი მამაკაცების” შესახებ. ამ ტიპის მამაკაცებში იგულისხმებიან ისინი, “რომლებსაც თვეში 4 შეყვარებული ყავთ, დღის მანძილზე 3 ქალთან დადიან და სამივეს ეფიცებიან, რომ ერთადერთია… მარტო სექსის გამო უნდათ შენთან კონტაქტი..” პოსტში არ ეწერა, მაგრამ შეგეძლო ამოგეკითხა შემდეგი აზრი “ოხ, ეს მამაკაცები, ყველანი ერთნაირები არიან”. (როგორც ket_eva_n–მა შემდეგში აღნიშნა, ქართველი მამაკაცების უმეტესობა მართლაც “ბოზებად” მიაჩნია). ვის უნდა დაეწერა ასეთი პოსტი, თუ არა მას, ვისაც საკუთარ თავზე განუცდია მსგავსი რამ? დიახ, როგორც ირკვევა, თავად ket_eva_n–იც “ბოზის” მსხვერპლი აღმოჩნდა: მის თბილსა და მოსიყვარულე მამაკაცს თურმე წელიწადზე მეტია სხვა შეყვარებული ჰყოლია. გამოსავალი ამ სიტუაციიდან: “ბოზ” მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტა და დაიგნორება. ყოველ შემთხვევაში ket_eva_n ასე მოიქცა და ფეისბუქზეც კი არ დაიმატა: “ვის უნდა შეყვარებული ბოზი მამაკაცი ფრენდ ლისტში”–ო. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , ,

34 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 64 other followers

%d bloggers like this: