Posts Tagged facebook

რა კავშირია სოციალურ მედიასა და გამქრალ მანქანას შორის

ხართ დაინტერესებული სოციალური მედიით? გსურთ საკუთარი ინტერნეტ-რესურსის საშუალებით მთელს მსოფლიოსთან საუბარი? მაშინ წიგნი “სოციალური მედია სკოლაში” თქვენთვისაა განკუთვნილი. თუკი აქამდე სოციალური მედიის შესახებ ქართულ ენაზე ინფორმაციის მოპოვება ბლოგებიდან და ვებსაიტებიდან შეგეძლოთ, ახლა ამას პირველი ქართული სახელმძღვანელოც დაერთო. “სოციალური მედია სკოლაში”-ს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. (ამ წიგნის ონლაინ ვერსია შეგიძლიათ აქ ნახოთ) წიგნში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინტერნეტის შექმნის ისტორია, რა გავლენა მოახდინა ინტერნეტმა ადამიანებზე, ტრადიციული და სოციალური მედია, როგორ ვითარდებოდა ბლოგოსფერო, ბლოგის ეფექტური გამოყენება, facebook-ის შექმნის ისტორია და ასე შემდეგ. ყოველ თავს თან ახლავს შემაჯამებელი მიმოხილვა და პრაქტიკული დავალება. წიგნის გაფორმებაც მის შინაარსზე არანაკლებ მიმზიდველია თანდართული ილუსტრაციების სიუხვის გამო. პრეზენტაციაზე წიგნის ავტორისაგან, სანდრო ასათიანისგან, მეტად საინტერესო ამბები მოვისმინე: მაგალითად, იცოდით, რომ ირანში ყველა ბლოგერი ვალდებულია თავისი ბლოგი კულტურისა და ხელოვნების სამინისტროში დაარეგისტრიროს? თურქეთში დაბლოკილია youtube, თურქმენეთში კი პირველი ინტერნეტკაფე, თქვენ წარმოიდგინეთ, 2007 წელს გაიხსნა! ჩინეთში არასასურველი ინფორმაციის გამავრცელებელი 24 ბლოგერი ციხეში იხდის სასჯელს. facebook-ის wall-ზე სხვადასხვა მოსაზრებების დაწერა კი “კარგად დავიწყებული ძველი ხერხია”: ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომის იმპერიის ქალაქ პომპეის მაცხოვრებლებს ახასიათებდათ ეგ ჩვევა _ შენობების კედლებზე წერა, რომლებიც ერთგვარ განცხადებათა დაფებს წააგავდა. youtube-ზე განთავსებული პირველი ვიდეო თუ გინახავთ? თუ არა, მაშინ ნახეთ:

აღარ დავიწყებ სოციალური მედიის თავისებურებებზე, კარგ თუ ცუდ მხარეებზე საუბარს. ვისაც უფრო მეტი გაინტერესებთ, გაეცანით წიგნს “სოციალური მედია სკოლაში”. ამ სახელმძღვანელოს ერთი ეგზემპლარი მეც შემხვდა, ისევე როგორც პრეზენტაციის სხვა დამსწრეებსაც.

ახლა რაც შეეხება პრეზენტაციის შემდგომ ამბავს: გამოვედით გარეთ და მეგობრის მანქანისკენ გავემართეთ, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარე პარკირების ადგილზე გააჩერა. მივედით და მანქანა აღარაა :| თან ერთხელ უკვე მოხდა მსგავსი რამ: ერთგან გაჩერებული მანქანა სხვაგან აღმოჩნდა სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო. მე ისიც კი ვიფიქრე, უცხოპლანეტელებმა ხომ არ გადაწიეს-მეთქი :| ვეძებეთ, ვეძებეთ და ახლო-მახლო ვერსად ვიპოვეთ. საგონებელში ჩავვარდით, ხოდა მერე გავარკვიეთ, რომ თურმე იმ ადგილზე არ შეიძლებოდა ავტომობილის გაჩერება და ევაკუატორით წაიყვანეს საჯარიმო სადგომზე. არადა სხვა მანქანებიც იდგა გარშემო. მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა: მანქანა პატრონს ჩაბარდა.
გარდა იმისა, რომ დღეს (უკვე გუშინ) საინტერესო პრეზენტაციისა და “უჩვეულო” ამბის მომსწრე გავხდი, პირველად დავხატე ზეთის საღებავებით და ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ფუნჯის მოსმის პროცესი. ჩემი აზრით, ფუნჯით საღებავის მოსმა ტილოზე არის საუკეთესო დამამშვიდებელი თერაპია. ჩემს “შედევრს” არ გაგაცნობთ, ჯერ ადრეა ამისთვის :) ))

, , , , , , , , , , , , , , , ,

2 Comments

Aivani 2010 winner

“კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ხმა მისცეთ ….. . უბრალოდ შედით ამ ლინკზე და დააჭირეთ “I like It” http://www.mgi.ge/ka/index.php?p=aivani
წინასწარ გიხდით მადლობას და ბოდიში შეწუხებისთვის კიდევ ერთხელ!”

ალბათ ბევრ თქვენგანს არაერთხელ მიუღია ამ ბოლო დროის განმავლობაში მსგავსი შინაარსის გზავნილები ფეისბუქზე. ხმები პროექტ “აივნის” კონკურსში გასამარჯვებლად ჭირდებოდათ. საბოლოოდ რამდენიმე ქართულ ჯგუფს შორის ყველაზე მეტი “like” (4566) დააგროვა The Georgians-მა, შესაბამისად ის 2010 წლის გამარჯვებულიც გახდა. შეგახსენებთ, რომ აივანი არის მუსიკალური ონლაინ–შოუ, რომელიც გვთავაზობს ჯგუფებისა და მუსიკოსების ცოცხალ შესრულებას.(ჩემი პოსტი ამ პროექტის შესახებ).

8 იანვარს კლუბ 33ა–ში აივნის პირველი სეზონის დახურვასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც გამარჯვებულ ბენდ The Georgians–თან ერთად ასევე მონაწილეობდა აივანზე გამოსული შვიდი ჯგუფი. Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , , , ,

10 Comments

შთაბეჭდილებანი Tbilisi AlterVision/newcomers/2010–ზე

სპორტის სასახლესთან მდგომი შიშველი მზეჭაბუკის ძეგლი აგერ უკვე მეორე წელია ოქტომბრის თვეს რამდენიმე დღით ტანსაცმლით იმოსება. წინასთან შედარებით წელს მას უფრო თბილად ეცვა: მის მაისურს წარწერით AlterVision “კაპიშონკაც” დაემატა. ეტყობა მისმა შემმოსავებმა ამინდის პროგნოზი გაითვალისწინეს. მინდა ავღნიშნო, ძალიან მოუხდა. ალბათ მიხვდით, რომ მზეჭაბუკის ჩაცმა დაკავშირებულია Tbilisi AlterVision/newcomers/2010-ის ფესტივალთან, რომელიც უკვე მეორედ იმართება სპორტის სასახლეში.
Read the rest of this entry »

, , , , , , , , , , , , , , ,

9 Comments

სტალინის ძეგლი აღარაა, ვაშაა!!!

ის, რაც გორში ყველაზე მეტად იყო ჩემთვის ნაცნობი, დღეს უკვე აღარ არის ამ ქალაქში. გუშინ გვიან ღამით სტალინის ძეგლი აიღეს. სადაა ახლა ეს მონუმენტი არავინ იცის. უფრო სწორად ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ვიღაც–ვიღაცებმა კი იციან, მაგრამ საიდუმლოდ ინახავენ. რატომ აიღეს ძეგლი მაინცდამაინც ღამით და მალულად? ალბათ იმიტომ რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდებოდა: როდესაც დილით გორელმა სტალინისტებმა შეიტყვეს ეს ამბავი, ძლიერ დამწუხრდნენ და განრისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძეგლის დემონტაჟისას მოხდა ინციდენტი: პოლიციელებმა ცემეს ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა გადაეღო დემონტაჟის პროცესი და ამით უკმაყოფილო გორელები.
კულტურის მინისტრის განცხადებით, სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. კონკურსი ამ მემორიალის ასაშენებლად უკვე გამოცხადდა. ძალიან მაინტერესებს, რას დადგამენ საბოლოოდ.
ამ ბმულზე შეგიძლია იხილოთ როგორ მოხდა საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დემონტაჟი. რამდენად ნორმალურია გედგას ტირანის ძეგლი, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ არ მეგონა, რომ ესოდენ მცირე რამ ასე გაახარებდა და გააბედნიერებდა ქართველ ერს. ვიდეოშიც კარაგად ჩანს ეს სიხარული: ღიპუცა კაცები ტაშითა და სტვენით აცილებენ სტალინის ძეგლს, მერე კი კამერასთან თავს იწონებენ ძეგლის შეურაცხყოფით. თაზომ ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ვიდეოს ფეისბუქზე: “მე ვიყო უსინდისო, ეს თავზე მოტყაპუნენი რამეთი თუ განსხვავდებოდნენ სტალინის იდეური მიმდევრებისგან “. მეც ეგრე მგონია.
გიხაროდენ ქართველო ერო! სტალინის ძეგლი აღარაა, ავშენდით.

, , , , , , , , , , ,

6 Comments

თურმე რა ხდება ქვეყნად!

ჩემს ერთერთ პოსტში გიამბობდი, თუ როგორ გამოვხატე პროტესტი ქართული მედიის მიმართ (ეს განსაკუთრებით ტელემედიას ეხება). ჩემი პროტესტი ახლაც გრძელდება: ისევ არ ვადევნებ თვალყურს ქართულ ტელეარხებს. სიახლეებს ძირითადად ბლოგებიდან და facebook-დან ვიგებ. არადა თურმე რა ამბები არ ხდება ქვეყნად. მივსეირნობ დღეს რუსთაველზე და ვხედავ გზა გადაკეტეს. გამოჩნდა უამრავი ადამიანი დროშით ხელში. მორიგი საპროტესტო აქცია არ გეგონოთ, თურმე მასობრივ სცენას იღებდნენ ფილმისთვის. ფილმის რეჟისორი ვინმე რენი ჰარლინია. (“კერკეტი კაკალი 2″) ვინმე რა, ყოველ შემთხვევაში მე არ მეცნობა. ფილმი 2009 წლის აგვისტოს ომზეა. რაც მთავარია, სააკაშვილის როლს თამაშობს ენდი გარსია. (რაღაცით კი ჰგვანან ერთმანეთს) ფრიად გავოცდი დღეს პარლამენტის წინ ინგლისურად მოლაპარაკე ენდი გარსია რომ დავინახე საქართველოს პრეზიდენტის როლში. ფილმი ზოგადად ომისსაწინააღმდეგო შინაარსის იქნება. ვიღაცამ მითხრა, ჯოშ ჰარტნეტიც თამაშობსო რაღაც როლს და უნდა ჩამოვიდესო საქართველოში. რატომღაც არ მჯერა. (ისევე, როგორც შევარდნაძის გადადგომის ან ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის ამბავი არ მჯეროდა :D ). ძალიან საინტერესოა, როგორ იქნება ასახული ქართულ-ოსური კონფლიქტი ფილმში. ამის გაგების საშუალება კი 2010 წლის მაისში მექნება, როცა ფილმი ეკრანზე გამოვა.

, , , , , , , , , , ,

4 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 64 other followers

%d bloggers like this: