დუმილზე უკეთესი სიტყვა

მაშ ასე, ისევ ვუერთდები ქართველ ბლოგერთა მზარდ რიცხვს🙂 ამჯერად სხვა მისამართიდან მოვახვევ მკითხველს ჩემს აზრებს😛 რადგან  რაც არ უნდა ვწეროთ და ვიძახოთ რომ ამას ჩვენთის ვაკეთებთ, საბოლოო ჩვენი მიზანია სხვას მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. რამდენიმე პოსტის დაწერის შემდეგ წერას თავი მივანებე. ჩემი დაწერილი აღარ მომეწონა და იმიტომ:| ზოგადად ჩემს თავს ბევრ მოთხოვნას ვუყენებ ამ მხრივ. დღეს იმდენი იწერება და იმდენად კარგად, რომ ძნელია რამე ახალი და განსაკუთრებული თქვა. ამ ბრძნულ აზრს ვეთანხმები:”დუმილს ნუ დაარღვევ, ან თქვი რამე დუმილს რომ სჯობდეს”(პითაგორე სამოსელი). რატომ უნდა ვარღვევდე დუმილს ისედაც საყოველთაოდ ცნობილი აზრებით და რატომ უნდა დაკარგოს ვინმემ თავისი ძვირფასი დრო ამ აზრების გასაცნობად? დღეს ისედაც ძალიან ბევრი სულელური რამის მოსმენა გვიხდება მედიის საშუალებით და ჩვეულებრივ ყოველდღიურ ურთიერთობებშიც.  ჩვეულებრივი საუბრის ან თუნდაც კამათის დროს არ მიყვარს საკუთარ ”მახვილგონივრულ” აზრებს რომ გამოჩხერენ ხოლმე და ამით თავს იწონებენ. ასეთ დროს შემდეგი მიმართვის გაკეთების სურვილი მიჩნდება: ”მკვდარი სიტყვების რახარუხმა სული დაგიბნელა მოყვასო ჩემო, განიბანე მდუმარების წმინდა ნაკადულით”. მაგრამ მოსმენის კულტურა , რომელიც გამაჩნია, არ მაძლევს ამის გაკეთების უფლებას. ხოდა სხვა რა გზა მაქვს, ვუსმენ ”სიტყვების რახარუხს”😐

ისეთი სიტყვების მოფიქრება, რომლებიც დუმილს აჯობებენ,  ძალიან რთული საქმეა. მაგრამ, ამასთან, ბრძნულად ლაპარაკს და საინტერესოდ წერას ადამიანი ეგრევე ვერ შესძლებს. ეს მხოლოდ ბევრი ცდის მერე მიიღწევა. სანამ დუმილზე უკეთეს სიტყვას მოიფიქრებ, მანამდე ბევრჯერ უნდა დაარღვიო ის სულელური აზრებით. ამიტომაც მე მივიღე გადაწყვეტილება, დავარღვიო დუმილი თუნდაც ჩემი სულელური და ყველასთვის ნაცნობი აზრებით:) იმედი მაქვს დროთა განმავლობაში დავოსტატდები და ჩემი პოსტების კითხვა დროის ფუჭად ხარჯვა არ იქნება მკითხველისთვის.

ჩვენ გვაქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება. რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს უფლება? :)

  1. #1 by Aoki on April 17, 2009 - 12:08 pm

    :):):)

  2. #2 by giorgi on April 18, 2009 - 12:11 pm

    chemi yvelaz evhkviani pupulika xar:D

  3. #3 by Aoki on April 18, 2009 - 2:58 pm

    dampalo:@

  4. #4 by Sophie Golden on April 18, 2009 - 8:23 pm

    მარი, ნება მომეცი გითხრა, რომ შენ ძალიან მკაცრი ხარ საკუთარი თავის მიმართ. მესმის შენი, ადრე ასე მეგონა, სისულელის თქმას, ჯობია ხმა საერთოდ არ ამოვიღო-მეთქი. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩუმად ყოფნით საერთოდ ვერაფერს მიაღწევ, შეიძლება დიდი სიბრძნე გეთქმევინებოდეს და შენ უკან იხევდე.
    თანაც მეტ-ნაკლებად გიცნობ და მგონია, რომ შენ ყოველთვის იცი, როდის რა თქვა, რაც იშვიათი თვისებაა! ამიტომ გთხოვ, რომ აღარ მიატოვო ბლოგი, წერე და წერე!

  5. #5 by iadonia on April 26, 2009 - 1:30 pm

    მარი, ბლოგერობას ძალიან დადებითი მხარეებიც აქვს და საკმაოდ უარყოფითიც. ასე რომ, თუ მიხვდები, რომ ეს შენი საქმე არ არის, არც ინერვიულო და საკუთარ თავს არც არაფერი დააძალო. მაგრამ თუ გამოგივა, მგონი, რაღაც მნიშვნელოვან ბარიერს დაძლევ საკუთარ თავში. თუმცა, ერთი რამ გასათვალისწინებელი: გაცილებით მეტად მიყვარხარ და გაცილებით ნაკლებად გიცნობ. ჩემში შენთან დაკავშირებით გრძნობა ბევრად მეტია, ვიდრე ცოდნა. ამიტომ, თავს ვერ დავდებ, რამდენად სწორია ის, რასაც გირჩევ.

  6. #6 by თაზო on April 27, 2009 - 7:43 am

    ვაუ, კარგია, რომ ბლოგზე წერას აგრძელებ. ნელ-ნელა შეეჩვევი, მოგეწონება. თუ არა და, არც ეგაა პრობლემა. მთავარია, რომ სცადო.

    და კიდევ, ძაან მკაცრადაც ნუ შეაფასებ საკუთარ თავს, რაც მეტ ავანტიურას ცაიდენ(კარგი გაგებით), მით უკეთესი.

    აბა შენ იცი, წარმატებები!!!!

  7. #7 by Shotiko_Maggot on March 21, 2011 - 11:03 pm

    Mari !!! Best Bloger ever :))))))

  8. #8 by Kate on July 7, 2015 - 12:49 am

    უი, ჩემზე ორი წლით პატარა ყოფილხარ :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: