ნეტარ არიან მორწმუნენი

სააღდგომო ლიტურგიაზე სამების ტაძარში ადამიანთა ტევა არ იყო. მედიის ყურადღებაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ზეიმისკენ იყო მიპყრობილი: მთელი დღის განმავლობაში გადიოდა სიუჟეტები წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც აღდგომა მრევლთან ერთად პრეზიდენტმაც  აღნიშნა.  საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთდ დამთავრდა ურწმუნოთა ხანა, ხალხმა ისევ ეკლესიისკენ იქცია პირი.  ვუყურებ რა, რომ ქრისტიანულ დღესასწაულებზე ეკლესიები მორწმუნეებით ივსება და დღითიდღე მათი რიცხვი იზრდება, მიხარია. დიდ პატივს ვცემ მორწმუნე ადამიანებს. რწმენა ხომ დიდი ძალაა. ქრისტიანობა კი ერთერთი  ყველაზე ჰუმანური რელიგია. ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ძლიერი და კეთილი ადამიანია. მაგრამ რამდენად  არიან დღევანდელი მორწმუნენი ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ეს უკვე საეჭვო საკითხია.  ამასთან დაკავშირებით ერთი შეხვედრა მახსენდება, რომელსაც პირობითად  ”შეხვედრას პატარა ურჩხულებთან” ვუწოდებ. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ვიყავი მეგობრებთან ერთად. იქვე ეკლესიის მრევლი ბავშვები თამაშობდნენ, დაახლოებით 8-10  წლისები. ჩემმა მეგობრებმა თავისი ჩაცმულობით მათი ყურადღება მიიპყრეს და ხუთიოდე წუთში ათამდე ბავშვი გარს შემოგვეხვია.  გამოკითხვა დაგვიწყეს: ჯერ ჩვენი სარწმუნოებით დაინტერესდნენ, მერე ეროვნებით.  -თუკი ქრისტიანი და ქართველი ხარო, საყურეები რატომ გიკეთიაო მაშინ?და თუკი არ ხარ ქართველი საქართველოში რაღა გინდაო,- ერთ-ერთ მეგობარ ბიჭს მიმართეს. მეორე მეგობარს მაისური დაუწუნეს: ეს რა მახინჯი არსება გახატიაო?და დაასკვნეს, რომ ეს მახინჯი არსება სატანა იყო, ჩვენ კი სატანისტები. არადა სინამდვილეში ეს არსება გრიმით კარგად დამუშავებული რომელიღაც მომღერალი იყო. მერე მუქარის ტონით მოგვმართა ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელსაც მომავალში დიდი დემაგოგის კარიერა ვუწინასწარმეტყველე: აქ რა უფლებით დადიხართ და ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფას აყენებთო?ეკლესიასთან ახლოს აღარ გაიაროთ, თორემ ხომ ხედავთ ამ ეკლესიას რამდენი მრევლი ჰყავსო, ყველანი თქვენ დაგერევით და გცემთო. რამდენიც არ ვუხსენით, რომ არ ვიყავით სატანისტები და სულაც არ ვაყენებდით არავის შეურაცხყოფას ჩვენი ჩაცმულობით, მაინც არ შეიცვალეს აზრი ჩვენს შესახებ. წამდაუწუმ მამაოს სახელს იშველიებდნენ,  რახან მამაომ ასე თქვა, ესე იგი ეს კანონია, ეჭვშეუვალი ჭეშმარიტებაა. ჩვენს კითხვაზე, ადამიანის ცემა ხომ ცოდვაა, ასეთი პასხუი მოგვცეს: თქვენი სახით ხომ ბოროტებას ვებრძვით, ამიტომაც თქვენი ცემა ცოდვაში არ ჩაგვეთვლებაო. მომავალმა დემაგოგმა სულ სატანას მოციქულები გვიძახა. გავოგნდი და დავითრგუნე. საშინელებაა, როცა პატარა ბავშვებს ასეთი აზროვნება აქვთ ჩამოყალიბებული. ვინ იქნებიან ისინი მომავალში? შოვინისტები, ”ნულოვანი” ტოლერანტობის მქონენი? – ამის დიდი შანსი ნამდვილად არის. სამწუხაროდ, ეს ბავშვები ერთეული შემთხვევა არაა. მათნაირად ძალიან ბევრი აზროვნებს. მე კი ვფქირობ, რომ მართლმადიდებლობა მარშუტკაში პრიჯვრის წერა და მარხვის დაცვითა და ეკლასიაში სიარულით თავის მოწონება არაა მხოლოდ. არც ბოროტებასთან  ბრძოლის სახელით ძალისმიერი მეთოდების გამართლებაა ჭეშმარიტი მორწმუნეობა (აქ ვგულისხმობ თუნდაც ჰელოუნის დარბევის ფაქტს). ქრისტიანობა ბევრად უფრო მეტია. ვისურვებდი, რომ დღევანდელი მორწმუნენი კიდევ უფრო კარგად ჩაღრმავებოდნენ საკუთარ რწმენას.

,

  1. #1 by Sophie Golden on April 26, 2009 - 11:43 pm

    ჩემი აზრით, მორწმუნეობა და ტოლერანტობა მაშინ მთავრდება, როცა სხვისი რელიგიის შეურაცხყოფას, ან საერთოდ, ათეისტი ადამიანის განსჯას იწყებ. იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება და არავინ უნდა დააძალოს, იყოს მართლმადიდებელი თუ პროტესტანტი.

    იმ დღეს ერთი სასაცილო შემთხვევა მქონდა მეგობრებთან, რაღაცებს ჰყვებოდნენ, თურმე ანტიქრისტე უნდა მოვიდეს მალე და ათასი ბულშითოლოგია, მეთქი, ვისაც ქრისტე არ სწამს, დავუშვათ, არის იუდაისტი, ბუდისტი, იმათთან “ვიღა” მოვა-მეთქი… და ვერ მიპასუხეს, იმიტომ, რომ სისულელეა. არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა, დანარჩენი კი ისევ და ისევ ადამიანის უფლება და არჩევანია, ანტიქრისტეს დაელოდება თუ ანტიმუჰამედს😉

    გმადლობ, მარი, რომ ფიქრები ამიშალე🙂

    წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ!

  2. #2 by dreamar on April 27, 2009 - 12:23 am

    გეთანხმები სოფი🙂 როგორც ამბობენ ხოლმე, ღმერთი ერთია, უბრალოდ მასთან მისასვლელი გზებია სხვადასხვა: )

  3. #3 by buni on May 9, 2009 - 11:46 pm

    getanxmebi mari … rwmenas marxvis dacvit da yoveldge eklesiashi siarulit ver moipoveb, unda gwamdes gulit.. da ara ise bevrs ro swams chvendros sxvis dasanaxat ro dadian eklesiashi mere gavlen da gaichxeren an kide atas ubedurebas chavlen..mokled mimixvdi.. bavshvebze kide ra gitxra.. eg zogadad magati ojaxebis problemaa snobi da shovinisti shvilebbi ro ezrdebat .. mara bavshvebs ras verchi da saqartveloa da mentalitetia aseti .. tu gansxvavdebi cudad giyureben.. )))

    Egre gaagrzele :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: