Tbilisi Open Air

“სხვადასხვა მუსიკალური ჟანრები, თავისუფლების ატმოსფერო, ფანტასტიური ცოცხალი მუსიკა ღია ცის ქვეშ, შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან, ათასობით სტუმარი, გრანდიოზული სცენა”- ამას გვპირდებოდნენ Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორები.  სამდღიანი ფესტივალი 15 მაისს დაიწყო. ერთერთი ორგანიზატორის, აჩიკო გულედანის,  თქმით: ახდა ჩვენი ბავშვობის ოცნება.  ვინ ოცნებობდა ბავშვობაში  ასეთ ფესტივალზე და რამდენად აუხდა ეს ოცნება, არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს შთაბეჭდილებებს მოგიყვები Tbilisi Open Air-ის შესახებ.

დღე პირველი – 15 მაისი

ფესტივალზე საუბარი მედიის საშუალებით დიდი ხნით ადრე დაიწყო, ამიტომ 15 მაისს ბევრი სულმოუთმენლად ელოდა. რეკლამამ თავისი ქნა: ფესტივალის გახსნის დღეს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და ბამბის რიგის პატარა ქუჩა სულ გადაივსო.  ვის არ ნახავდით აქ:  მუსიკოსებს და მუსიკის მოყვარულებს, ჩვილ ბავშვებს, ბომჟებს, უბრალოდ ცნობისმოყვარეებს, “ძველ  ბიჭებს” და უამრავ ნაცნობს. სცენის ადგილმდებარეობამ არ დამაკმაყოფილა. მაყურებლისთვის მცირე ადგილი იყო გამოყოფილი, თანაც პირდაპირ სიონის გვერდით იდგა. ბევრს ჰელოუინი გაახსენდა: მაშინ იმ მიზეზით დაარბიეს ამ დღეობის მონაწილენი, რომ ეკლესიის გვერდით ასეთი ღონისძიების გამართვა მიუღებელი იყო. ახლაც ხუმრობა ხომ არ იყო როკ-კონცერტის გამართვა პირდაპირ ეკლესიასთან, აშკარად ხელს შეუშლიდნენ სიონის მრევლს. ამიტომ გაფაციცებით ვიყურებოდით აქეთ-იქით და ანაფორიანების გამოჩენას შიშით ვხვდებოდით. აქ ნახავდით ისეთებსაც, ვინც სულ არ იყო კონცერტის ხასიათზე: რა დროს კონცერტია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო – ამბობდნენ უკმაყოფილოდ. ზუსტადაც რომ ფესტივალების და კონცერტების დროა! თორემ ამოვიდა ყელში  ამდენი პოლიტიკა და აქციები. კარგია, რომ გამოჩნდნენ გონებაგახსნილი ადამიანები, რომლებსაც ამ ფესტივალის იდეა მოუვიდათ თავში. ფესტივალი ქართულმა ბენდებმა Smile-მა და Play Paranoid-მა გახსნეს. ისინი აღმოჩნდნენ ის იღბლიანი ქართული ჯგუფები, რომლებიც ჩასვეს ფესტივალის პროგრამაში. შემდეგი გამომსვლელებიდან მომეწონა ბენდი რუსეთიდან Cheese People, საინტერესო მუსიკა ჰქონდათ. როგორც    Tbilisi Open Air-ის ვებგვერდზე მათ შესახებ ეწერა: “ესაა რუსული სიგიჟე სამარადან. Cheese People ოთხკაციანი ბენდია, რომელიც ფანქ, დისკო, ელექტრონიკა და ჰიპ ჰოპ მიქსებით ერთობა და არათუ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში არ მოეძებნება ანალოგი. მათი ხელწერა ევროპული ინდი და ელექტრონული ბენდების გავლენას განიცდის, ხოლო მათი ვოკალები, ჯეი-პოპის ვოკალური სტილის რუსული ადაპტაციაა”. გარდა მუსიკისა მომეწონა ვოკალისტი ქალის სცენური მოძრაობები🙂 ძალიან მინდოდა Transglobal Underground-ის მოსმენა. მათ რეპეტიციის დროს მოვკარი ყური და მოვიხიბლე სიტარის მშვენიერი ჰანგებით:) მაგრამ სახლში წამოვედი და ამ ბენდის გამოსვლას ვეღარ ვუყურე.  კიდევ, რაც ჩვეულია ასეთი კონცერტებისთვის, იქ იყო ბევრი ნაგავი და ბევრი მთვრალი ახალგაზრდა. ეს ყოველი შემთხვევისთვის აღვნიშნე😉

დღე მეორე 16 მაისი

მეორე დღეს ფესტივალი უკვე იპოდრომზე გაიმართა. ნამდვილად კარგი და შესაფერისი ადგილი შეირჩა: დიდი სივრცე, სცენის გვერდით დამონტაჟებული მონიტორები, კარგი განათება, მოკლედ ასეთი ფესტივალი საქართველოში მართლაც არ გამართულა🙂 თუმცა, ზოგი უკმაყოფილო იყო, რადგან  უფრო მეტს ელოდა. ამ დღეს სულაც არ მიდევნებია თვალი რა ხდებოდა სცენაზე. არც მახსოვს ვინ გამოვიდა და რა დაუკრა. მეგობრები ვისხედით ჩვენთვის და ვერთობოდით. წინა დღესთან შედარებით შეინიშნებოდა “ძველი ბიჭების” სიმრავლე, რომლებიც ხალხს ათვალიერებდნენ და ” შეხედე რამხელა თმა აქვს, ეს როკერია” ასეთი ფრაზებით ამკობდნენ მათთვის უჩვეულო ხალხს. ამ დღეს მე და კეტუშა ძალიან დავიღალეთ და საშინლად გვეძინებოდა. როცა სახლში ვბრუნდებოდით, გზაში ჩაგვეძინა და რომ გავიღვიძეთ, სახლისგან მოშორებით, სადღაც უკაცრიელ ადგილას აღმოვჩნდით😐 თუმცა, კეთილი მგზავრების დახმარებით სახლში მშვიდობით დავბრუნდით (კინაღამ მეორედაც გავცდით ჩვენს გაჩერებას).

დღე მესამე 17 მაისი

ამ დღეს წინა დღეებთან შედარებით ბევრად მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი იპოდრომზე.  დამავიწყდა მეთქვა, იპოდრომი შემოღობილი იყო და ყველა შესასვლელთან საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ ფესტივალზე მოსულ მსმენელს. ალკოჰოლური სასმელის შემოტანა არ შეიძლებოდა, შიგნით კი იყიდებოდა, მაგრამ ძვირი ღირდა😐 ამიტომ ჩვენ სასმელის შემოსატანად სხვადასხვა ხერხს მივმართეთ: ჯერ არაყი მათარაში გადავასხით, მეორედ კი კეტომ გამოიჩინა გმირობა და ღობეზე გადაძვრა სასმელთან ერთად, თან ისე, რომ პოლიციამ ვერ შეამჩნია. სააკაშვილიც ესტუმრა ფესტივალს. აბა ისე როგორ იქნებოდა, ეგ ხომ დროს არ ჩამორჩება.

ფესტივალი დამთავრდა. იმედია, Tbilisi Open Air ტრადიციად იქცევა და მომავალში ბევრად უფრო ცნობილი მუსიკოსების მოსმენის საშუალება გვექნება:)

P.S. ფოტოებისთვის დიდი მადლობა ნატა რომანოვსკაიას :*

მე – ნატა

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Morticia AEternus Keto Ketusha Vampirchik Pechenushka Hitler Fatix EtoLeto da a.sh. on May 18, 2009 - 9:35 pm

    კარგია მომწონს:))
    ხო ის გადაძრომა გმირობა არაა მგონი😀 так что ნუ აზვიადებ😛
    :*:*

  2. #2 by zurriuss on May 24, 2009 - 9:43 am

    ე.ი. მე, როგორც ასეტი პერფორმანსების შორიდან მხილველს, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. მარიტამ მითხრა, შიხაშვილმა, ხალხი ბოლომდე დაიხარჯაო. ჰოდა ეს გვინდა ჩვენც, რა. რო ვერ ვხარჯავთ ამ ენერგიას ვერსად, მაგიტომ ვაგინებტ პოლიტიკოსებს და ერთმანეთს.
    რაც შეეხება, ადგილს და თავისუფლებას: ძალიან მაგარია ასეტ ღია სივრცეში რომ ჩატარდა. ნეტა სულ ასეტ ადგილებში ჩაატარონ, სადმე ბუნებაში. ძალიან მაგარი იქნება. აი, მე კი მაშინ მივალ ფესტივალზე, თუ Tiger Lillies ჩამოვა. მარი, წერე, წერე! აქ მაინც შემოგეხმიანები, თორე რო ვეღარ გხედავ, უკვე ლომკები მეწყება😛

  3. #3 by Sophie Golden on May 24, 2009 - 10:20 pm

    მართალია კარგ ადგილას ვიყავი იმ დღეებში, მაგრამ რაღაცნაირად გული დამწყდა, რომ ვერ ვნახე ეს ფესტივალი😦 არადა, სულ მქონდა ოცნება, გლასტონბერივით ღია ფესტივალზე წავსულიყავი, ყვავილებიანი “საროჩკით” და დასავარცხნი თმებით, უუუ, ოცნება რა კარგია🙂 მიხარია, სხვებს მაინც რომ აუხდათ ეს ოცნება🙂

    P.S. ისე, კიდევ კარგი, ეს სოციალური ქსელები არსებობს, თორემ სად ვიურთიერთებდიტ სტუდენტები, აქ უკეთესად ვეცნობით ერთმანეთს, ვიდრე უნი-ში.

  4. #4 by irina on May 26, 2009 - 1:31 pm

    ეს დღეები ისე კარგად გამახსენდება… რატომღაც ცოტა ხნით გამიჩნდა პაატარა ნაპერწკალი თავში, რომ შეიძლება ეს ამდენი ახალგაზრდა იქ რომ იყო, გამოჩნდეს ქალაქში, დაიწყოს მშვიდობიანი მოძრაობა, (40წლიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყოს) უბრალოდ, გამოჩნდეს, რომ ახალგაზრდები არიან ამ ქვეყანაში და ისევ ჩვენი საწყალი და გულუბრყვილო მშობლების თაობა არ მიტინგობს!
    რა კარგი იქნებოდა, ბევრი ყვავილით, ფერადი უბრალო ტანსაცმლით, გაშლილი გრძელი თმებით უამრავი ახალგაზრდა ქუჩაში…🙂

  5. #5 by Andy on June 9, 2009 - 8:05 pm

    ეს ახალგაზრდობა უნდა ამდგარიყო მაშინ ფესტივალის შემდეგ და გამართულიყო საკნების ქალაქისკენ , მოთხოვნით – ”დავალაგოთ მთავარი პროსპექტი , ავყროლდით უკვე !”

    მაინტერესებს ოპოების რეაქცია ამაზე , ალბათ პროვოკატორებად შერაცხავდნენ !

  1. მზადება Open Air 2010-ისთვის ანუ როგორ დაუმეგობრდა ნანი ბრეგვაძე ელექტრონშიკებს :D « Dreamar's Blog
  2. Nights Of Arles in Tbilisi « Dreamar's Blog
  3. მოემზადეთ Tbilisi Altervision Newcomers–თვის « Dreamar's Blog
  4. Tbilisi Open Air 2011 « Dreamar's Blog
  5. Tbilisi Open Air 2013 | Dreamar's Blog
  6. დაუჯერებელი ამბავი – თბილისში Placebo ჩამოდის | Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: