კონფორმისტები

“ჭეშმარიტად მშვენიერი და ღვთაებრივი მუდამ მარტოობას გრძნობს ამ გაუხარებელ მიწაზე”. ალბათ, ბევრი დაეთანხმება კონსტანტინე გამსახურდიას ამ ფრაზას. ამიტომაცაა, რომ დღეს ბევრი ცდილობს მასისგან განყენებულად, ყველასგან განსხვავებულად წარმოაჩინოს თავი. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდები კეტებსა და დახეულ ჯინსებში გამოწყობილ, პირსინგიან ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ იყონ ორიგინალურები და მათი ეს ორიგინალურობა გამოიხატება არამარტო ჩაცმულობით, არამედ ყველა სხვა ფორმით: იქნება ეს მუსიკალური გემოვნება, ქუჩაში მოქცევა, ჰობი და ა.შ. ხშირად მსმენია ამ “ახალი დროის ახალგაზრდებისგან” მათი მარტოობის შესახებ: “ვერავინ ვერ მიგებს, ზედმეტად განსხვავებული ვარ, ვერ ვეგუები საზოგადოებას, მე ინდივიდი ვარ, სხვები – მასა.” ისინი პროტესტს გამოთქვამენ ყველასა და ყველაფრის მიმართ, თუ რატომ, ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ იციან. “ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხი უცნაურად მიყურებს” – საყვედურობენ ეს ნონკონფორმისტები ქართველი ხახლის ჩამორჩენილობას. არადა მათი მიზანიც ხომ ეგაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადრება მიიპყრონ და საზოგადოებამ ისინი გიჟებად, უჩვეულოებად შერაცხოს. მივესალმები ყველა განსხვავებულსა და უჩვეულო ადამიანს. მე პირადად ძალიან მიყვარს ასეთებთან ურთიერთობა. მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანი კი არ უნდა ცდილობდეს იყოს ორიგინალური და განსხვავებულის როლს თამაშობდეს, არამედ ბუნებით უნდა იყოს ასეთი.”იყავი ის რაც ხარ” – ბანალური და მარტივი, მაგრამ ამ სიტუაციისთვის შესაფერისი გამონათქვამია. ყველა იმის გასაგონად, ვინც თავს ნონკონფორმისტად მიიჩნევს, ვიტყვი: ნონკონფორმიზმიც ხომ სხვა არაფერია თუ არა კონფორმიზმის გამოვლინება:P

, , ,

  1. #1 by zurriuss on June 12, 2009 - 6:18 am

    შენმა პოსტმა სერიოზულად დამაფიქრა ჩემს თავზეც. მეც ეგრე ხომ არ ვარ-მეთქი…😦 მაგრამ პირსინგებით და სხეულში ზედმეტი რინა-ბეტონის გარეშე დავდივარ და, ალბათ, არა. რაც შეეხება ჩემს შერეკილობას, იმედი მაკვს, ეგეც ბუნებრივია🙂
    ისე, შენ კი ძალიან გიყვარს შენთვის ჩუმად ყოფნა და სიწყნარე🙂

  2. #2 by Sophie Golden on June 12, 2009 - 3:20 pm

    ჰეჰეჰე
    ასაკობრივია, მარ. გაუვლით მერე. თინეიჯერობისას მეც ასე მეგონა, fuck, ჩემი არავის ესმის, მარტო ვარ… ახლაც ასეა რაღაც მომენტში, ადამიანი სულ მარტოა და ბოლომდე ვერავინ უგებს, უბრალოდ, მერე თავდაჯერებულობა გემატება და გკიდია, ვის ესმის შენი და ვის – არა, ან საერთოდ სხვა რას ფიქრობს შენზე. ეს “ნონკონფორმისტები” კი პირიქით – ყურადღება უნდათ და აკლიათ კიდეც. ბუნებრივი მოვლენაა და მომწონს, ადამიანი იმდენ რამეს სწავლობს ცხოვრების მანძილზე, ხან დახეული ჯინსით ივლის, ხან გუჩის კაბით😉 AMEN! :LOL:

  3. #3 by showman86 on June 13, 2009 - 7:53 pm

    ნონკონფორმიზმიც ხომ სხვა არაფერია თუ არა კონფორმიზმის გამოვლინება:P
    getanxmebi, magram zogjer egec kargia🙂 gafrena xandaxan girs, tundac mashin es roca frdebis damsxvrevamde midis!🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: