ახალ ეტაპზე გადასვლა


დღეს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ბოლო ლექცია მქონდა. სკოლას რომ ვამთავრდებდი, ბევრად უფრო დამწყდა გული, ვიდრე ახლა. თვალი გადავავლე “ცოდნის ტაძარში”😛 განვლილ წლებს. ბევრად მეტი ცოდნის მოცემა შეეძლო დედა-უნივერსიტეტს ჩემთვის, ვიდრე მივიღე. ტელე-რადიოჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მქონდა კამერასთან შეხება. მოკლედ პრაქტიკული სამუშაოს ნაკლებობა – ეს პრობლემა დიდი ხანია არის უნიში და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლაპარაკობს ამ საკითხზე, ჯერჯერობით მდგომარეობა არ გამოსწორებულა.
თსუ-ში შემთხვევით აღმოვჩნდი, თეატრალურში ვაბარებდი და აქ ამოვყავი თავი. უნიში მოსვლის პირველი დღეც კარგად მახსოვს: როგორ შეგვყარეს ერთმანეთისთვის უცნობი, მომავალი კურსელები დარბაზში და გვაცნობდნენ ჩვენს მომავალ ლექტორებს. მაშინ საშინელი იმედგაცრუება განვიცადე😐 მაგრამ მას შემდეგ გავიდა ხანი და უნისაც მივეჩვიე, მე-6 კორპუსი მშობლიური გახდა ჩემთვის:) სტუდენტობის გემო კარგად მაინც ვერ ვიგემე. უნიში სტუდენტური ცხოვრება ხომ ძალზე მდარეა. მიუხედავად ამისა, უნიში სტუდენტობის პერიოდს მაინც აქვს თავისი ხიბლი. მე ეს პერიოდი უკვე განვვლე და ახლა უკვე ახალ ეტაპზე გადასვლის დროა:)

, , , , ,

  1. #1 by zurriuss on June 14, 2009 - 6:51 pm

    კარგი ახლა, მთლად ნუ მიაყარე თსუ-ს მიწა!😛 კარგი რამეებიც ხდებოდა და მომხდარა. ბოლოს და ბოლოს, მე რომ შენ გიცნობ, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს😐 კიდევ, ზოგიერთი ლეტორი და საგანიც კარგ მოგონებად დამრჩება. რავი, გააჩნია, რას როგორი კუთხით შეხედავ და რის დამახსოვრებას გადაცყვეტ, ხო?🙂
    ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ პოზიტიურ ფაქტებსაც ნუ დავკარგავთ😉

  2. #2 by dreamar on June 15, 2009 - 8:10 am

    გეთანხმები ზურა, ბევრი კარგი რამეც იყო🙂 ეს პოსტი პატარაა, თანაც სწრაფად დავწერე. ასე რომ ყველა კუთხით ვერ წარმოვაჩენდი უნიში გატარებულ წლებს🙂

  3. #3 by A_Nr0_X N3_r_V on June 18, 2009 - 10:56 am

    es posti rom wavikitxe akademiis pirveli dge gamaxsendaa😀 fuu ra sashineleba iyo, dzn ar momewona situacia,arc xalxii (kurselebi) metki ak ra mindoda-tko rom vabarebdi..ramisaa guli ameriaa :D:D:D axla azri shemecvala😛

  4. #4 by dreamar on June 18, 2009 - 10:18 pm

    ახალ გარემოში შეჩვევის ეტაპს ყველა გადის. თავიდან რთულია, მაგრამ შეუძლებელი ხომ არაფერია და ერთ დროს საშინელებად მიჩნეული ადგილი მშობლიური ხდება🙂

  5. #5 by nata oboladze on October 25, 2009 - 10:08 pm

    მე იმაზე მწყდება გული, ოთხკუთხა ქუდებს რომ ვერ ავისვრით ჰაერში და დიპლომებს ჩვენი ტვალცრემლიანი მშობლების ფონზე რომ არ გადმოგვცემენ😦
    თვალცრემლიან მშობლებს ვინ ჩივის, რამდნეიმე თვე არც გაღირსებენ დიპლომს :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: