არეულ-დარეული პოსტი

დღეს სანდრო და თიკო გავაცილეთ. დილაადრიან მოგვიწია აეროპორტში მისვლა, მერე მთელი დღე ნახევრადმძინარენი დავდიოდით. მოკლედ ვაცილებდით და ვფიქრობდით: რა ბედნიერები არიან სანდრო და თიკო აშშ-ში რომ მიდიან. ისინი წავიდნენ, ჩვენ დავრჩით ჩვენ-ჩვენი ფიქრებითა და ჩვენ-ჩვენი გეგმებით. მე უნივერსიტეტის გამოცდები მაქვს წინ, სადიპლომო ნამუშევარიც უნდა გავაკეთო, მერე კიდევ სამაგისტრო გამოცდები ჩავაბარო და თან დიპლომი დავიცვა. ბევრი სამუშაო მელის🙂 ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები ამ ყველაფერს. დავიღალე, მყუდროება და სიწყნარე მომენატრა. დღეს მინიმუმ 7 ადამიანთან ერთად ვატარებ. ადრე ძალიან მიყვარდა ხალხმრავლობა, ახლა მომბეზრდასავით: ერთდროულად რამდენიმე ადამიანი რომ ლაპარაკობს, ხშირ შემთხვევაში, არავინ არავის არ უსმენს, ელემენტარულად იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანის ერთდროულად მოსმენა შეუძლებელია, ირგვლივ ყაყანია, შენი ყურადღება რამდენიმე ადამიანზე უნდა გაანაწილო და რაც უფრო ბევრი ადამიანია, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობ თითოეულს. “მყუდრო სიტუაციები” (თუ შეიძლება ასე ითქვას) მომენატრა ძალიან, თბილი და გულახდილი საუბრები, ფილმების ყურება ჩაბნელებულ ოთახში (ოღონდ არა კოლექტიურად)…🙂 კიდევ რამე კარგი ცვლილება მინდა, თუნდაც გარეგნობაში: პირსინგის გაკეთება მინდა, ოღონდ ვერ გადამიწყვეტია, გავიკეთო თუ არა. ყურებიც კი არ მაქვს გახვრეტილი და წარბის გახვრეტა მომინდა უცებ😛 ტუჩზეც მომწონს პირსინგი. ბევრმა მითხრა, მოგიხდებაო. მაგრამ მაინც თავს ვიკავებ: ჯერ გიორგი მეუბნებოდა, არ გაიკეთო პირსინგი, არ მომწონსოო. მერე ერთ მშვენიერ დღესაც მითხრა, თუ გინდა გაიკეთეო. მოკლედ დავიბენი. არადა სულაც არ მინდა ბევრი და შეუძლებელი, ხომ მეთანხმები?

, , ,

  1. #1 by Sophie Golden on June 22, 2009 - 4:13 pm

    მარ, თუ გრძნობ, რომ გინდა, გაიკეთე პირსინგი🙂 რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოეწონება და ვის – არა, მთავარია შენ იგრძნო თავისუფლება გარეგანად და მერე შინაგანზეც იმოქმედებს🙂
    უ, კარგია “წყვილად” აშშ-ში ისე🙂

    უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომეწონა ეს არეულ-დარეული პოსტი, გახსოვს, ადრე გეუბნებოდი, გაიხსნები ნელ-ნელა-მეთქი? აი, ამ პოსტში ვიგრძენი ეს, როგორც იქნა🙂

  2. #2 by dreamar on June 22, 2009 - 9:50 pm

    მადლობა სოფი :* მიხარია ეს პოსტი რომ მოგეწონა. პირსინგთან დაკავშირებული საკითხი დილემად მექცა😐 ახლა არამარტო ის კი ვერ გადამიწყვეტია, გავიკეთო თუ არა პირსინგი, არამედ ისიც – სად გავიკეთო: წარბსა თუ ტუჩზე😐

  3. #3 by zurriuss on June 28, 2009 - 8:23 am

    პირსინგი как раз დაამშვენებს შენს ლამაზ ტუჩებს და თვალებს😐
    ერთი კითხვა: რას ერჩი საკუთარ თავს? არ ხარ შენ იმ ბუნების ადამიანი, რომ მერე ეგ ნახვრეტები არ ინანო, მარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: