ქალის ადგილი – სამზარეულო


ქალების ადგილი სამზარეულოშია – ეს აზრი ხშირად მსმენია “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებისგან. ასე ძირითადად 40 წელს გადაცილებული ადამიანები ფიქრობენ. მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს აზრი ჩემივე თანატოლებისგან მოვისმინე. არადა მე პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებად მიმაჩნდნენ😐 დიდი კამათი მოგვივიდა ამ თემაზე. მე ვთქვი, რომ დიახაც არ ვაკეთებ საჭმელს და არ “ვბზრიალებ” სამზარეულოში, რადგან ეს საქმე არ მიყვარს. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა დახარჯო დრო იმ საქმის კეთებაზე, რაც არ გიყვარს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე საათში მთელი შენი შრომა განავლად იქცევა. სამზარეულოში ტრიალს მირჩევნია სხვა სასარგებლო და ჩემთვის საინტერესო საქმით დავკავდე. თან მე ძირითადად ის საჭმელი მიყვარს, რომლის შეძენაც ნებისმიერ მაღაზიაში მზა სახით შეიძლება, მაგალითად: შოკოლადი, პეჩენია, პიცა, ლობიანი, ჰოთ-დოგი:) ეს ვთქვი თუ არა, ჩემმა ოპონენტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გამატარეს, რას ჰქვია გოგო საჭმელს არ აკეთებდესო, აი, დავუშვათ ქმარი მოდის სახლში დაღლილიო და მშიერიო, არ უნდა დაუხვედროს ცოლმა კერძებიო. ხოდა, იქნებ სულაც პირიქითაა და ცოლი ბრუნდება სახლში დაღლილ-დაქანცული? გავრცელებული ფრაზაა: გზა კაცის გულამდე კუჭზე გადისო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ყველა კაცი კუჭის მონა ყოფილა. თუკი ცოლის ფუნქცია მარტოოდენ საჭმლის კეთებით შემოიფარგლება, რაღა საჭიროა ცოლის მოყვანა, შეისახლონ მზარეული და იცხოვრონ ტკბილად და ბედნიერად :D:D:D
ის აზრიც ხშირად მსმენია, რომ კაცი უფრო კარგი მზარეულია, ვიდრე ქალი, ხოდა ვინ ეცილებათ? იტრიალონ სამზარეულოში და აკეთონ ათასნაირი კერძები თუ გამოსდით ეს საქმე და თუ სიამოვნებთ.
რა სჯობია იმას, როცა ქალს გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია და უყვარს კიდეც ეს პროცესი, მაგრამ ქალი რომ აუცილებლად უნდა აკეთებდეს საჭმელს, ეს გაუგებარი მოთხოვნაა, დრომოჭმული სტერეოტიპი…
იქნებ ოდესმე მეც შემიყვარდეს სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ქალის ადგილი იქაა, სადაც უნდა რომ იყოს: იქნება ეს სამზარეულო, სამსახური თუ სხვა. ეს ქალის გადასაწყვეტია და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არჩევანს.

, , , , , ,

  1. #1 by Sophie Golden on July 1, 2009 - 6:03 pm

    Кто тебя обидела, Маруся? :kisses:
    ჩემი აზრი, პრინციპში, იცი ამის შესახებ. ადამიანს, რომელიც ასე ფიქრობს, მგონია, რომ რაღაც ნაკლი უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელების გაკეთება და ექსპერიმენტები სამზარეულოში ზოგჯერ ძალიან მიყვარს. მე ვერ ვიტან დავალდებულებას, რომ все – ქალის ადგილი იქაა, კაცის აქ და ყველამ ამ წესებს მივდიოთ. არ მეგონა, თუ ეს პრობლემა კიდევ იდგა და მართლა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებში. გაკვირვებული ვარ მეც.

  2. #2 by zurriuss on July 1, 2009 - 7:03 pm

    მარ, აბსოლუტურად გეთანხმები. ქართველების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უყვარს სტერეოტიპული თუ შტერეოტიპული აზროვნებს მიხედვით დასკვნების “დაბრეხვება”. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგებია შენი პოზიცია. მეორე მხრივ, სამზარეულოს არ-სიყვარული ,შეიძლება, შენი პროტესტი იყოს ამ სტერეოტიპის მიმართ. პრინციპში, ესეც გასაგებია, მაგრამ ამან გარკვეული დროის მერე თუ არ გაიარა, მერე საგანგაშო გახდება…
    პირადად მე, გამიმართლა: დედაჩემსაც ისევე უყვარს კეთება, როგორც მამაჩემს. შეიძლება, მეტადაც. მეც მიყვარს კეთება, მაგრამ არ ვიცი😦 თუმცა ჩემ მიერ გაკეთებულ ყველიან მაკარონს მთელი ოჯახი ჭამს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემთან ეგ პრობლემა არ არსებობს და თუ ჩემმა შეყვარებულმა არ იცის კეთება, ადგეს და ჭამოს ის, რაც უნდა. მე ვიტრიალებ სამზარეუოში როცა მეცლება. ადამიანები ვართ ბოლოს და ბოლოს! მაგრამ თავზე არავის დავისვამ. ეს სულ სხვა თემაა. ასე რომ: თუ არ გვინდა, იყოს პრობლემა, ნუ შევქმნით მას😉

  3. #3 by dreamar on July 1, 2009 - 11:47 pm

    სოფი, სამწუხაროდ ასეა. ამ თემაზე კამათი ბევრჯერ მომსვლია და იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ასე ფიქრობს, დიდია😐
    zurriuss როგორ მომეწონა შენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით!🙂 როგორ მინდა ჩემმა ქმარმაც იტრიალოს სამზარეულოში. შენს მომავალ ცოლს გაუმართლა🙂 გეთანხმები, ის რომ ცოლს ან ქმარს რაღაც საქმის კეთება არ უყვარს, ამისგან პრობლემა არ უნდა შექმნა.

  4. #4 by ნან on July 2, 2009 - 10:19 am

    ჩემი მოკრძალებული რჩევა: ამაზე არ ინერვიულო. არ მოგეწონება შენ ისეთი კაცი ასე რომ ფიქრობს და სხვას თუ უნდა, გონის დაკარგვამდე ათუხთუხოს საჭმელები.🙂

    ძალიან მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება სამზარეულოში, როცა ამის დრო და განწყობა მაქვს, მაგრამ სამზარეულოშია ქალის ადგილი თუ სად, ამას ვერავინ გადაწყვეტს მის გარდა.

    თუ ვინმე ფიქრობს რომ მისი ადგილი (მხოლოდ) სამზარეულოშია, რა უნდა ქნა? ბოლოსდაბოლოს ეს მისი არჩევანია.

  5. #5 by skarabush on July 2, 2009 - 1:25 pm

    eap, გონების დაკარგვამდე მართალი ხარ:) ოჯახშიც სულ ამას ვამტკიცებ. არ მიყვარს ეს საჭმელების კეთება და ჰა, მომკალი. ჩემი კულინარიული ნიჭი მთელი სანათესაოში ლეგენდადაა ქცეული. მე მკიდია. ის დრო, რასაც “ფოეფოე” საჭმელების ჯერ შესწავლას და მერე კეთებას უნდა მოვანდომო, მირჩევნია საინტერესო წიგნის კითხვაში, კარგი ფილმის ყურებაში გავატარო, ან უბრალოდ კარგად გამოვიძინო. პრობლემა არაა, შემიძლია გავაკეთო როცა მოვინდომებ, არ მეზარება. მაგრამ, როცა არ მინდა, და არ ვაკეთებ, ამისგან ტრაგედიას არ უნდა ქმნიდნენ მახათმომარჯვებული ვიღაცეები:))))

  6. #6 by blintu on June 2, 2013 - 4:07 pm

    “თან მე ძირითადად ის საჭმელი მიყვარს, რომლის შეძენაც ნებისმიერ მაღაზიაში მზა სახით შეიძლება, მაგალითად: შოკოლადი, პეჩენია, პიცა, ლობიანი, ჰოთ-დოგი”:facepalm:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: