Archive for ივლისი, 2009

უბრალოდ მეწერინებოდა :D

დღეს დილის 5 საათზე გამეღვიძა და ვეღარ ვიძინებ. ხოდა ჩავრთე ამ დილაადრიან კომპი, სხვის ბლოგებს გადავხედე და მეც მომინდა პოსტის დაწერა. მაშ ასე, ეს პოსტი მინდა მივუძღვნა იმ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ძალიან ძალიან ვუყვარვარ . პირველ რიგში ჩემს ერთგულ გიორგის 🙂
ბევრისგან მსმენია, რომ ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება. ვერ ვიტან ასეთ პესიმისტურ დამოკიდებულებას 😐 ჩემი აზრით, ადამიანებს ყველაზე მეტად მარტო დარჩენის ეშინიათ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ მარტოობას გაექცნენ. ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც მუდამ შენს გვერდით იქნებიან, რთული საქმეა. ალბათ, სამწუხაროდ, ყველას ჰქონია ცხოვრებაში შემთხვევა, როცა ადამიანი, რომელსაც მეგობრად მიიჩნევ, გულს გიცრუებს. მაგრამ საკუთარ შეცდომებზე სწავლა კარგი გაკვეთილია 🙂
მე მგონია, რომ ადამიანების გამოცნობა კარგად შემიძლია. მანჩო მეუბნება ხოლმე (და კეტოც), რომ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებ: ყველა კეთილ არსებად მეჩვენება. მე კი არ ვეთანხმები. უბრალოდ ყველა ადამიანში დადებითს ვეძებ ხოლმე და ჩემი აზრით, სულ მცირე დოზით ეს ნებისმიერს გააჩნია:)
დღეს ადამიანთა ურთიერთობებში ყველაზე მეტად ერთგულების დეფიციტია. ერთგულება კეთილშობილთა თვისებაა. მივხვდი, რომ ცხოვრებას საკუთარი თავისა და ერთგული ადამიანების ძიებაში ვატარებ. ნეტარ არიან ერთგული ადამიანები…

Advertisements

, , , ,

7 Comments

Summer

ესეც ასე, გამოცდებსაც მოვრჩი და დიპლომის დაცვასაც 🙂 უნივერსიტეტს მაინც ვერ ვცილდები: მე, გიორგი და დათო ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე პირველი კორპუსის ეზოს. პატარა ოჯახივით ვართ 😛 იმ დღეს, მაგალითად, სტადიონთან სკამებზე წამოვწექით და რამის ხვრინვა ამოვუშვით 🙂 ისეთი კარგი იყო უნივერსიტეტის ეზოში ძილი 🙂
შუა ზაფხულია, მიყვარს წელიწადის ეს დრო, მაგრამ ხანდახან შემოდგომა მომენატრება ხოლმე ძალიან, 2008 წლის შემოდგომა და მასთან დაკავშირებული მოგონებები (ერთ-ერთია “დოლიძის სახურავი” :P)
ვუსაქმურობ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 🙂 ბლოგზეც არ შემომიხედავს რამდენი ხანია. ხანდახან უცნაური სურვილებიც მომივლის ხოლმე. იმ დღეს, მაგალითად, დამესიზმრა თითქოს პიანინოზე ვუკრავდი. როგორც კი გავიღვიძე მაშინვე პიანინოს მივუჯექი. არადა საუკუნეა არაფერი დამიკრავს. ჯერ ძლივს მოვძებნე ჩემი ნოტები და მერე დაკვრა ვცადე. ნოტებს ძლივს ვარჩევდი, თითებიც არ მემორჩილებოდნენ. არადა ამ მუსიკალურ ნაწარმოებებს ერთ დროს თვალდუხუჭული ვუკრავდი 😐 მაგრამ არაფერი გამომივიდა 😐
როგორც იქნა მოვიცალე tv-სთვის: ხანდახან შევავლებ ხოლმე თვალს:) კიდევ ნატას მიერ რჩეულ წიგნს ვკითხულობ.
ჩემს გარშემო ყველა ზაფხულის გეგმებზე საუბრობს: ვინ სად, ვისთან ერთად და როდის აპირებს წასვლასა და დასვენებას…მინდა ზაფხულს მეგობრებმა ერთად დავისვენოთ, ისიც მინდა კარგად გავირუჯო 🙂 მოკლედ, ყველას კარგ დასვენებას ვუსურვებ 🙂

, , , , , ,

6 Comments

%d bloggers like this: