Summer

ესეც ასე, გამოცდებსაც მოვრჩი და დიპლომის დაცვასაც🙂 უნივერსიტეტს მაინც ვერ ვცილდები: მე, გიორგი და დათო ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე პირველი კორპუსის ეზოს. პატარა ოჯახივით ვართ😛 იმ დღეს, მაგალითად, სტადიონთან სკამებზე წამოვწექით და რამის ხვრინვა ამოვუშვით🙂 ისეთი კარგი იყო უნივერსიტეტის ეზოში ძილი🙂
შუა ზაფხულია, მიყვარს წელიწადის ეს დრო, მაგრამ ხანდახან შემოდგომა მომენატრება ხოლმე ძალიან, 2008 წლის შემოდგომა და მასთან დაკავშირებული მოგონებები (ერთ-ერთია “დოლიძის სახურავი” :P)
ვუსაქმურობ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით🙂 ბლოგზეც არ შემომიხედავს რამდენი ხანია. ხანდახან უცნაური სურვილებიც მომივლის ხოლმე. იმ დღეს, მაგალითად, დამესიზმრა თითქოს პიანინოზე ვუკრავდი. როგორც კი გავიღვიძე მაშინვე პიანინოს მივუჯექი. არადა საუკუნეა არაფერი დამიკრავს. ჯერ ძლივს მოვძებნე ჩემი ნოტები და მერე დაკვრა ვცადე. ნოტებს ძლივს ვარჩევდი, თითებიც არ მემორჩილებოდნენ. არადა ამ მუსიკალურ ნაწარმოებებს ერთ დროს თვალდუხუჭული ვუკრავდი😐 მაგრამ არაფერი გამომივიდა😐
როგორც იქნა მოვიცალე tv-სთვის: ხანდახან შევავლებ ხოლმე თვალს:) კიდევ ნატას მიერ რჩეულ წიგნს ვკითხულობ.
ჩემს გარშემო ყველა ზაფხულის გეგმებზე საუბრობს: ვინ სად, ვისთან ერთად და როდის აპირებს წასვლასა და დასვენებას…მინდა ზაფხულს მეგობრებმა ერთად დავისვენოთ, ისიც მინდა კარგად გავირუჯო🙂 მოკლედ, ყველას კარგ დასვენებას ვუსურვებ🙂

, , , , , ,

  1. #1 by Sophie Golden on July 18, 2009 - 7:17 pm

    მე კი მენატრება სექტემბერი, ეგ პერიოდი ყველაზე სასიამოვნოა, ჩემი აზრით, გრილა და მოძრაობა არ გეზარება, ახლა კი გარეთ გასვლაც კი არ მინდა ხოლმე. რა წიგნი გირჩია ნატამ?

  2. #2 by dreamar on July 18, 2009 - 9:46 pm

    ნატამ ბევრი წიგნი მირჩია და ერთ-ერთი რომლის წაკითხვაც გადავწყვიტე არის რემარკის “ტრიუმფალური თაღი”🙂

  3. #3 by skarabush on July 21, 2009 - 11:26 am

    რა მაგის პასუხია და მგონი შენ იყავი იმ დღეს პირველი კორპუსის წინ გაჩერებაზე:) ბიჭთან ერთად იჯექი:) პარასკევს, სადღაც საღამოს 10 სთ იქნებოდა:)

  4. #4 by dreamar on July 22, 2009 - 8:58 am

    skarabush თუ ის ბიჭი გრძელთმიანი იყო, მე ვიქნებოდი უეჭველი :)) შენ რომელი იყავი? შენც გაჩერებაზე იჯექი?🙂

  5. #5 by skarabush on July 23, 2009 - 1:40 pm

    ჯდომით არა, გაგიარეთ გვერდზე:) ბიჭი ნამდვილად გრძელთმიანი იყო:) მეცნო და მივხვდი, აქ რომელიღაც სურათზე მყავდა ნანახი:):):)

  6. #6 by zurriuss on July 23, 2009 - 11:16 pm

    მარი… არ მაინტერესებს, ახლა ამას უნდა მოუსმინო😛 :)))) ეგოისტ! ეს იმიტომ, რომ მეც სიგიჟემდე მიყვარს ჩემი ზაფხული :))

    http://allshares.ge/download.php?id=9ACE7B0625

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: