უბრალოდ მეწერინებოდა :D

დღეს დილის 5 საათზე გამეღვიძა და ვეღარ ვიძინებ. ხოდა ჩავრთე ამ დილაადრიან კომპი, სხვის ბლოგებს გადავხედე და მეც მომინდა პოსტის დაწერა. მაშ ასე, ეს პოსტი მინდა მივუძღვნა იმ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ძალიან ძალიან ვუყვარვარ . პირველ რიგში ჩემს ერთგულ გიორგის🙂
ბევრისგან მსმენია, რომ ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება. ვერ ვიტან ასეთ პესიმისტურ დამოკიდებულებას😐 ჩემი აზრით, ადამიანებს ყველაზე მეტად მარტო დარჩენის ეშინიათ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ მარტოობას გაექცნენ. ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც მუდამ შენს გვერდით იქნებიან, რთული საქმეა. ალბათ, სამწუხაროდ, ყველას ჰქონია ცხოვრებაში შემთხვევა, როცა ადამიანი, რომელსაც მეგობრად მიიჩნევ, გულს გიცრუებს. მაგრამ საკუთარ შეცდომებზე სწავლა კარგი გაკვეთილია🙂
მე მგონია, რომ ადამიანების გამოცნობა კარგად შემიძლია. მანჩო მეუბნება ხოლმე (და კეტოც), რომ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებ: ყველა კეთილ არსებად მეჩვენება. მე კი არ ვეთანხმები. უბრალოდ ყველა ადამიანში დადებითს ვეძებ ხოლმე და ჩემი აზრით, სულ მცირე დოზით ეს ნებისმიერს გააჩნია:)
დღეს ადამიანთა ურთიერთობებში ყველაზე მეტად ერთგულების დეფიციტია. ერთგულება კეთილშობილთა თვისებაა. მივხვდი, რომ ცხოვრებას საკუთარი თავისა და ერთგული ადამიანების ძიებაში ვატარებ. ნეტარ არიან ერთგული ადამიანები…

, , , ,

  1. #1 by Sophie SUNNY Golden on July 27, 2009 - 5:10 am

    ყველა ცდება, ვინც გეუბნება, რომ ვარდისფერ სათვალეს ატარებ. თუნდაც ატარებდე, მერე რა? სამაგიეროდ ისეთი აურა გაქვს, სხვებსაც სიმშვიდისა და სიკეთისკენ უბიძგებ. მეც ვცდილობ, რომ ადამიანებში კარგი უფრო მეტი დავინახო, ვიდრე ცუდი, ეს მეც მეხმარება. ისე, რომ მომწონს შენი ‘ნასტროი”🙂

    HAVE A GREAT DAY!!!

  2. #2 by dreamar on July 27, 2009 - 5:24 am

    მადლობა სოფიი :* მე მეგონა ამ დილაადრიან ყველას ეძინა, რა ყოჩაღი გოგო ხარ🙂

  3. #3 by Keto on July 27, 2009 - 12:45 pm

    ხოო სათვალეს რაც შეეხება მართლაც ეგრეა და აქამდე თვითონ რატომ ვერ მიხვდი მაგას მიკვირს:S არა კარგია რომ ადამიანებში დადებითს ეძებ, მაგრამ ყველას არ უნდა შესციცინებდე თვალებში:P ობიექტურად უნდა შეაფასო ადამიანი🙂
    ერთგულებაზე არაფერს აღარ ვიტყვი… მაგარი გადამპლებულია ხალხი:S

    P.S. Je t’aime!!!

  4. #4 by dreamar on July 28, 2009 - 10:54 am

    ჰაჰაჰა კეეტ🙂 მომხსენით მაშინ სათვალეეე :)) გადამპლებულ ხალხში ვის გულისხმობ ნეტაავ? :*******

  5. #5 by zurriuss on July 28, 2009 - 7:31 pm

    შენ ჩემთვის Claire Forlani ხარ🙂

    • #6 by Sophie Golden on August 2, 2009 - 5:44 pm

      კლერ ფორლანი კი არა, ჩემთვის ერთი რუსი მსახიობია, რომლის სახელიც არ მახსოვს, აი იმას ჰგავს მარი🙂 და კიდევ ანჯელინა ჯოლის🙂

  6. #7 by dreamar on August 3, 2009 - 11:37 am

    უი ანჯელინა ჯოლის :O მე ანჯელინაც მომწონს და კლერიც🙂 მიხარია თუ ოდნავ მაინც ვგავარ მაგათ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: