Archive for აგვისტო, 2009

ის, რაც მაღიზიანებს

ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. მე პირადად მიყვარს საინტერესო ხალხთან კონტაქტი. სიხარულს მანიჭებს, როცა ახალ ნაცნობებს ვიძენ, ვეცნობი ახალ შეხედულებებსა და ხედვებს. მაგრამ ჩვენი ახალშეძენილი ამხანაგები შეიძლება ვერც კი ხვდებოდნენ, რომ თავისი რომელიმე თვისებითა თუ ჩვევით ჩვენს გაღიზიანებას იწვევენ. ჩამოვთვლი პირადად მე რაც მაღიზიანებს ადამიანებში:

1) ცინიზმი – საშინლად არ მიყვარს როცა ვინმეს დასცინიან ან ბოროტად ხუმრობენ ვინმეზე. მივესალმები როცა ხუმრობის ობიექტიცა და სუბიექტიც ერთია: ანუ ადამიანი ხუმრობს და დასცინის საკუთარ თავსვე 🙂

2) უყურადღებობა (აქ შედის: მოსმენის კულტურის არქონა) – ყოველთვის ვცდილობ იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც მაქვს უერთიერთობა, შესაბამისი ყურადღება გამოვიჩინო. ეს გამოიხატება მათი ამბებით დაინტერესებაში, მათი მოსმენით და ა.შ. ერთხელ ჩემს მეგობარს მოგონებებზე ველაპარაკებოდი. მოგონებები- ეს ისაა, რაც ძალიან მიყვარს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მთელი გაშმაგებით ვუყვებოდი, ის კი ხმას არ იღებდა, თითქოს მისმენდა. უცებ ლაპარაკი შემაწყვეტინა და თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებზე დაიწყო საუბარი 😐 ძალიან საწყენი იყო. გული მხოლოდ იმას უნდა გადაუშალო, ვისაც ნამდვილად სურს ამის მოსმენა და ვინც ნამდვილად დაინტერესებულია ამით.
ცალკე თემაა, როცა შენს სახელს ვერ იმახსოვრებენ. ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა შენი სახელი ეშლებათ და სხვისი სახელით მოგმართავენ. განსაკუთრებით საწყენია ეს არა ახალაგაცნობილისგან (ახალგაცნობილს ეპატიება:P), არამედ მეგობრისგან, რომელსაც არცთუ მცირე ხანია იცნობ.

3) უპასუხისმგებლობა – არ მიყვარს უპასუხისმგებლო ადამიანები. აი, რამეს რომ დაგპირდებიან და მერე გეუბნებიან “აუ, იცი დამავიწყდა და ხვალ გამოვასწორებ ამას” და მეორე დღესაც რომ იგივე მეორდება 😐

4) უხეშობა – აუტანელია, როცა ვინმე გიყვირის ან თუნდაც ხმამაღალი ტონით გესაუბრება. მიყვარს თბილი ადამიანები, აი, სულ რომ გიღიმიან (ოღონდ ეს ღიმილი გულწრფელი უნდა იყოს ).

5) უზრდელობა – ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის ლექსიკა შეიცავს თუ არა ბილწ სიტყვებს. მთავარია, მან ეს სიტყვები ჩემი მისამართით არ გამოიყენოს.

6) ეშმაკობა – ვღიზიანდები, როცა რაღაც ეშმაკურ ხერხებს მიმართავენ ჩემთან მიმართებაში, რამეს რომ მიაღწიონ. თან ამ დროს თავი ანგელოზებად რომ მოჰყავთ. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა თამაშს ემსგავსება ხოლმე. მე კი საშინლად არ მიყვარს ყალბი ურთიერთობები. თუ რამე გინდა ადამიანისგან, რა საჭიროა მიმართო რაღაც იაფფასიან ხერხებს, სთხოვე უბრალოდ გულწრფელად და აუხსენი, სინამდვილეში რა გსურს მისგან.

მგონი ეს თვისებები, რაც ჩამოვთვალე, არც არავის უყვარს. ახლა ჩამოვთვლი იმას, რასაც, ალბათ, სხვა ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ, აი მე კი მაღიზიანებს 😐

ა) არ მიყვარს მკვეთრი ჟესტიკულცია, არ მიყვარს, როცა საუბრის დროს ხელებს იქნევენ ხშირად 😐
ბ) არ მიყვარს, როცა ხმამაღლა ყლაპავენ ან ღეჭავენ.
გ) არ მიყვარს როცა ხმამაღლა და თან უშნოდ იცინიან.( ეს “უშნო სიცილი” როგორ ავხსნა არ ვიცი )
დ) არ მიყვარს, როცა მთქნარების დროს პირზე ხელს არ იფარებენ.
ე) არ მიყვარს როცა უყურებენ “დებილურ სატელევიზიო გადაცემებს” (მაგალითად, რუსულ საახალწლო გადაცემებს)
ვ) არ მიყვარს, როცა ბიჭებს აცვიათ ტუფლები. არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ არ მიყვარს 😐

Advertisements

, , , , , , , ,

8 Comments

%d bloggers like this: