ის, რაც მაღიზიანებს

ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. მე პირადად მიყვარს საინტერესო ხალხთან კონტაქტი. სიხარულს მანიჭებს, როცა ახალ ნაცნობებს ვიძენ, ვეცნობი ახალ შეხედულებებსა და ხედვებს. მაგრამ ჩვენი ახალშეძენილი ამხანაგები შეიძლება ვერც კი ხვდებოდნენ, რომ თავისი რომელიმე თვისებითა თუ ჩვევით ჩვენს გაღიზიანებას იწვევენ. ჩამოვთვლი პირადად მე რაც მაღიზიანებს ადამიანებში:

1) ცინიზმი – საშინლად არ მიყვარს როცა ვინმეს დასცინიან ან ბოროტად ხუმრობენ ვინმეზე. მივესალმები როცა ხუმრობის ობიექტიცა და სუბიექტიც ერთია: ანუ ადამიანი ხუმრობს და დასცინის საკუთარ თავსვე🙂

2) უყურადღებობა (აქ შედის: მოსმენის კულტურის არქონა) – ყოველთვის ვცდილობ იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც მაქვს უერთიერთობა, შესაბამისი ყურადღება გამოვიჩინო. ეს გამოიხატება მათი ამბებით დაინტერესებაში, მათი მოსმენით და ა.შ. ერთხელ ჩემს მეგობარს მოგონებებზე ველაპარაკებოდი. მოგონებები- ეს ისაა, რაც ძალიან მიყვარს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მთელი გაშმაგებით ვუყვებოდი, ის კი ხმას არ იღებდა, თითქოს მისმენდა. უცებ ლაპარაკი შემაწყვეტინა და თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებზე დაიწყო საუბარი😐 ძალიან საწყენი იყო. გული მხოლოდ იმას უნდა გადაუშალო, ვისაც ნამდვილად სურს ამის მოსმენა და ვინც ნამდვილად დაინტერესებულია ამით.
ცალკე თემაა, როცა შენს სახელს ვერ იმახსოვრებენ. ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა შენი სახელი ეშლებათ და სხვისი სახელით მოგმართავენ. განსაკუთრებით საწყენია ეს არა ახალაგაცნობილისგან (ახალგაცნობილს ეპატიება:P), არამედ მეგობრისგან, რომელსაც არცთუ მცირე ხანია იცნობ.

3) უპასუხისმგებლობა – არ მიყვარს უპასუხისმგებლო ადამიანები. აი, რამეს რომ დაგპირდებიან და მერე გეუბნებიან “აუ, იცი დამავიწყდა და ხვალ გამოვასწორებ ამას” და მეორე დღესაც რომ იგივე მეორდება😐

4) უხეშობა – აუტანელია, როცა ვინმე გიყვირის ან თუნდაც ხმამაღალი ტონით გესაუბრება. მიყვარს თბილი ადამიანები, აი, სულ რომ გიღიმიან (ოღონდ ეს ღიმილი გულწრფელი უნდა იყოს ).

5) უზრდელობა – ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის ლექსიკა შეიცავს თუ არა ბილწ სიტყვებს. მთავარია, მან ეს სიტყვები ჩემი მისამართით არ გამოიყენოს.

6) ეშმაკობა – ვღიზიანდები, როცა რაღაც ეშმაკურ ხერხებს მიმართავენ ჩემთან მიმართებაში, რამეს რომ მიაღწიონ. თან ამ დროს თავი ანგელოზებად რომ მოჰყავთ. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა თამაშს ემსგავსება ხოლმე. მე კი საშინლად არ მიყვარს ყალბი ურთიერთობები. თუ რამე გინდა ადამიანისგან, რა საჭიროა მიმართო რაღაც იაფფასიან ხერხებს, სთხოვე უბრალოდ გულწრფელად და აუხსენი, სინამდვილეში რა გსურს მისგან.

მგონი ეს თვისებები, რაც ჩამოვთვალე, არც არავის უყვარს. ახლა ჩამოვთვლი იმას, რასაც, ალბათ, სხვა ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ, აი მე კი მაღიზიანებს😐

ა) არ მიყვარს მკვეთრი ჟესტიკულცია, არ მიყვარს, როცა საუბრის დროს ხელებს იქნევენ ხშირად😐
ბ) არ მიყვარს, როცა ხმამაღლა ყლაპავენ ან ღეჭავენ.
გ) არ მიყვარს როცა ხმამაღლა და თან უშნოდ იცინიან.( ეს “უშნო სიცილი” როგორ ავხსნა არ ვიცი )
დ) არ მიყვარს, როცა მთქნარების დროს პირზე ხელს არ იფარებენ.
ე) არ მიყვარს როცა უყურებენ “დებილურ სატელევიზიო გადაცემებს” (მაგალითად, რუსულ საახალწლო გადაცემებს)
ვ) არ მიყვარს, როცა ბიჭებს აცვიათ ტუფლები. არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ არ მიყვარს😐

, , , , , , , ,

  1. #1 by ნან on August 26, 2009 - 9:53 am

    პრინციპში ყველა პუნქტში გეთანხმები, მაგრამ ჟესტიკულაციას რაც შეეხება, მე მიყვარს როცა ჟესტიკულაციით საუბრობენ, ემოციურად, გადამდებად და პირიქით მაღიზიანებს ინერტული ადამიანები, გაყინული ქაშაყივით რომ გიყურებენ.

  2. #2 by mariakhsiashvili on August 26, 2009 - 11:16 am

    უჰ, ყველაფერზე ხელები ამიწევია, თუმცა ხელებით მევ ვლაპარაკობ:)))

  3. #3 by mariakhsiashvili on August 26, 2009 - 11:17 am

    ვაიმე, გამაგებინეთ, რატომ არ ვილინკები? რამე მასწავლეთ რა, მარტო ვორდპრესელებზე მჭირს ეს…

  4. #4 by Keto on August 26, 2009 - 12:15 pm

    ბ) -ზე და გ)-ზე ხმა არ უნდა ამოიღო :P:P

    • #5 by dreamar on August 28, 2009 - 9:13 pm

      მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვღეჭავ ხმამაღლა თუ ძალიან მშიერი ვარ :D:D:D სიცილს რაც შეეხება, მშვენივრად ვიცინი😛

  5. #6 by zurriuss on August 27, 2009 - 6:49 am

    აქედან გამომდინარე, დასკვნა: მარიც ადამიანია😀

  6. #7 by kate_alukard on October 15, 2009 - 9:48 am

    tuplebi kargi iyo😀
    gansakutrebit tu shamshia da gverdebze laki😀

  7. #8 by chanta on November 6, 2009 - 9:43 pm

    vaiime ra damtxvevaaa chamotvliltagan mec evr vitaan cinikos xalxs,dzalian maxizianebs,kdie issic gamocdili maqvs,vixacas gulwrpelad rom elaprakebi da rom
    chagishxamebs yvelaper:(
    sashinelebaaa:(
    xelebit me vlaparakob:)))
    da is rasac sxva ver amchnevs ariis:
    1.guli mereva adamiani nagavs dzirs rom yris,yvelapers picavar magiti ganvsazxvrav adamianis shiangan da yvelanair kulturas!
    2.zedmetad wuwuna xalxis daxrchoba minda xolme…oxond iseti wuwuna sul raxacas rom moitxoven mkacr tonshi da sayvedurit,sibrazit da civi tonit!
    3.pexebzemkidia xalxi mezizxeba!
    4.dzalian ar miyvars civi xalxi:(!
    5.guli mereva yovlad XE adamianebze.
    6.da bolos…veraprit avitan ARAHIGIENUR adamians!!!!

    huh kide bevri raxac maxizianebs xolme exla ver vixseneb:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: