როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული

ერთი თხოვნა მკითხველს: იუმორით შეხედეთ ამ პოსტს🙂
მსგავს თემებზე სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ხოლმე ქართული ჟურნალ-გაზეთების ბოლო გვერდებზე. და კიდევ რაღაც სულელური ტესტები: “უყვარხარ თუ არა?”, “შეგიძლია თუ არა მამაკაცის მოხიბლვა” და ა.შ. პატარა რომ ვიყავი დიდი ინტერესით ვავსებდი ამ ტესტებს )) დღეს კი მსგავს სისულელეებზე მეცინება ხოლმე🙂 მე შემოგთავაზებთ ჩემს რეცეპტს თუ როგორ უნდა დაიპყროთ მამაკაცის გული😀 შევეცდები კარგად შევასრულო ესოდენ რთული მისია:D
მაშ ასე:
1. გარეგნობა – რაც არ უნდა თქვან, რომ მთავარია ადამიანის შინაგანი სამყარო, პირველი,რასაც მამრობითი სქესის წარმომადგენლები აქცევენ ყურადღებას, ესაა გარეგნობა. რა თქმა უნდა, იდეალურია, როცა ხარ 1.70- 1.78 სმ-მდე სიმაღლის, შენი პარამეტრებია 90-60-90, გაქვს დიდი ცისფერი თვალები და გრძელი ქერა თმა. ჩემი დაკვირვბიდან გამომდინარე მამაკაცების უმრავლესობას მსგავსი აღნაგობის გოგონები მოსწონს )) მოკლედ გარეგნობას უნდა დაუთმოთ დიდი დრო. რაც შეეხება ჩაცმულობას, უნდა ჩაიცვათ არც მთლად გამომწვევად და ვულგარულად, მაგრამ ისე, რომ ხაზი გაესვას თქვენს ქალურობას😀 არავითარი კეტები და ბავშვური მაისურები! ერთხელ პატარა ექსპერიმენტი მოვაწყვე ჩემს მეგობარ ბიჭებთან ერთად: უნდა შეეფასებინათ ქუჩაში მოსიარულე გოგოები 1-დან 5 ქულამდე. იმ გოგონებმა, რომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ტანზე მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმელი ეცვათ, ბევრად მაღალი შეფასება დაიმსახურეს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი ბიჭები ყოველთვის აღნიშნავდნენ ხოლმე, რომ უპირატესობას ანიჭებდნენ კეტებსა და ჯინსებში გამოწყობილ გოგონებს😀 მოკლედ იყავით რაც შეიძლება ქალურები და მიმზიდველები😛
2. სიახლოვე – სოციალურ ფსიქოლოგიაში ვისწავლე, რომ მოწონების ერთ-ერთი განმსაზღვრელია სიახლოვე: რაც შეიძლება დიდი ხანი გაატარეთ იმ ბიჭის, რომლის გულის მოგებასაც ცდილობთ, გარემოცვაში. მთავარია, თავი არ მოაბეზროთ.
3. მსგავსება – გახდით ამ ბიჭის მსგავსი შეხედულებებში, გემოვნებაში და ა.შ. ამისვის საჭიროა გამოიკვლიოთ, რა მოსწონს მას, რა აწუხებს, რა არის მისი ჰობი… ეს ყველაფერი დაგეხმარებათ საერთო ენისა გამონახვასა და შემდგომ დაახლოვებაში. მაგალითად, თუ იცით რომ ის უსმენს NIRVANA-ს, მაშინვე ჩაეწერეთ ამ ჯგუფის ფანთა რიგებში. შეგიძლიათ უთხრათ, რომ გაქვთ NIRVANA-ს ყველა კონცერტის ჩანაწერი და დიდი სიამოვნებით ათოხვებდით მას. ან შეგიძლია მცირე ტყუილსაც მიმართოთ: უთხრათ, რომ თქვენი მშობლები დაესწრნენ ამ ჯგუფის ერთ-ერთ კონცერტს და სურათებიც გაქვთ ამ კონცერტიდან. აუცილებლად დაინტერესდება)) მთავარია,არ გადაამლაშოთ ტყუილში. მამაკაცს, რომლის მოხიბლვაც გსურთ, უნდა შეუქმნათ წარმოდგენა, რომ მისი მსაგვსი ხართ, გაწუხებთ იგივე პრობლემები, რაც მას… მოკლედ, რომ ძალიან კარგად გესმით მისი.
4. ყურადღება – არ უნდა მოაკლოთ ყურადრება. მუდამ დიდი ინტერესით უსენდეთ, რაც არ უნდა სისულელეს ამბობდეს. მის ნებისმიერ ხუმრობაზე გაიცინოთ და კომპლიმენტებითაც ხშირად შეამკოთ. უნდა შეუქმნათ რწმენა, რომ ძაან მაგარია და გენიალურია. ერთი სიტყვით, ნამდვილი მამაკაცია ( მსგავს ფრაზებზე მეცინება ხოლმე :D) ეს გამოიწვევს იმას, რომ თქვენს გვერდით თავს მუდამ კარგად იგრძნობს.
5. მეგობრები – შეეცადეთ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ მის მეგობრებზეც. დაუახლოვდით მათ. მეგობრების აზრს შეიძლება ყოველთვის არ იზიარებენ , მაგრამ უსმენენ მაინც ))
6. კონკურენტები – თუ შეამჩნიე, რომ შენს მიერ მოწონებულ ბიჭზე სხვებიც “ნადირობენ”, რაც შეიძლება კეთილგონივრული ტაქტიკა უნდა აირჩიო მათთან მიმართებაში: უნდა დაუმეგობრდე. მეგობარი მეგობარს ხომ არ “დააწერს” შეყვარებულს?😀 ყოველ შემთხვევაში მტრად არ უნდა იქციო კონკურენტი.
როცა დაინახავ, რომ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ ბიჭი შენს მიმართ უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენს, არ დაკმაყოფილდე მიღწეულით. როცა აგრძნობინებ შენს სიმპათიას, მერე უცებ სხვანაირი გახდი მის მიმართ. (ინტრიგაა :D) მთავარია გამოცანად რჩებოდე მისთვის :D:D:D
თუ რამდენად დაგეხმარებათ ჩემი რჩევები ან რამდენად ეთანხმებით მათ, მომწერეთ კომენტარებში. დასასრულს მინდა თქვა, რომ არ არსებობს მამაკაცი, რომლის გულის მონადირებაც შეუძლებელია :D:D:D

, , , ,

  1. #1 by kikito on September 27, 2009 - 10:54 am

    აუ აი საშინლად არ მიყვარს როცა სპეციალურად რაღაცეებს აკეთებენ გოგოები ბიჭის გულის მოსაგებად :))) ყველაზე მთავარი და პირველ რიგში გასათვალისწინებელი პუნქტი არის ბუნებრიობა, რადგან დიდხანს ვერ ითამაშებ, თვითონ გოგოსაც მობეზრდება მუდმივი დაძაბულობა, რაც მემგონი გარდაუვალია თუ ეხლა დავინტერესდი იმითი რაც იმას აინტერეებს მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებს მე, გარეგნობას რაც შეეხება მანდ მარტო მაგათ გულისთვის არ უნდა იყო მაგ ფორმაში არამდე პირველრიგში შენი თავისთვის, და თუ შენ შენი თავი მოგწონს, ესეიგი ყველას მოეწონები :))

    ინტერესებეციც და გაგება უნდა მოდიოდეს თავისით, აბა რაში მჭირდება ეხლა ისეთი მამრი რომელიც ერთ რაღაცას თეთრად თვლის და მე შავი მგონი, მასეთის გულის მოგებაც არ დაგჭირდება, ნუ მე ასე ვფიქრობ :))))

    • #2 by dreamar on September 27, 2009 - 8:49 pm

      kikito სრულიად გეთანხმები. რა თქმა უნდა, ყველაფერი თავისთავად უნდა ხდებოდეს, დაინტერესებაც, ყურადღების გამოჩენაც და ასე შემდეგ. თუ ვინმეს გინდა თავი მოაწონო, უნდა მოაწონო იმით, რაც ხარ სინამდვილეში. თუ მოეწონები როგორიც ხარ, ძალიან კარგი. თუ არადა ესე იგი არ ყოფილა შენი ღირსი😀 არ უნდა გახდე ყალბი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გული მოიგო. ეს პოსტი კი უბრალოდ ხუმრობით დავწერე. არ მგონია ვინმეს ოდესმე დაეხმაროს მსგავსი რჩევები რომელიმე მამაკაცის გულის დაპყრობაში))

      • #3 by აჩრდილი on May 19, 2013 - 12:21 am

        კაი ხარ მაგრამ იცი რა? : ) ერთს გეტვი ბევრი რაგაც მართალია :*

    • #4 by Miss N on March 20, 2010 - 11:15 am

      აი ძალიან მომეწონა შენი რჩევები. ბევრ რამეში გეთანხმები:
      1. მსგავსება: ნამდვილად ჭრის, ჩემ სანაცნობოში, ბიჭებს ძალიან უხარიათ და ყურადღებას აქცევენ თუ გოგოს მათანირი გატაცება აქვს, მაგალითად უყვარს თხილამურებზე სრიალი, ექსტრემი, მთაში სიარული, მუსიკა და ა.შ. ნუ ეს კი არაა გადამწყვეტი, მაგრამ უკვე მეტი ყურადღებით ეკიდებიან ამ გოგოს.
      2. ჩაცმულობა: 100%-ით ეგრეა. მოსწავლეობისას თუ ქუსლებზე დადგომა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა (”ძაან ქალობა”-ს ვეძახდით :D), ახლა ქუსლებიდან ჩამოქვეითება ვეღარ წარმომიდგენია. მეტსაც გეტყვით, ქუაში რომ მიდიხართ, არ გიგრძვნიათ, ნაბიჯების ხმაზე(ქუსლის ხმა) რომ გამოუხედავთ თქვენთვის? და მერე ინტერესით მოპყრობილ მზერას არ გრძნობდით ზურგს უკან?!

  2. #5 by dv0rsky on September 30, 2009 - 10:37 am

    მაგარი ვიცინე🙂

    მშობლები კონცერტზე მაგარი იყო🙂

    დეტსკი სად – ან მე დავბერდი… (კონცერტზე ვარ ნამყოფი და…)

    • #6 by dreamar on September 30, 2009 - 9:03 pm

      nirvana-ს კონცერტზე ხარ ნამყოფი? :O

  3. #7 by Sophie Golden on September 30, 2009 - 10:58 am

    მარი, იდეალური გოგოს პარამეტრები რომ დაწერე, ეგრევე შენ გამახსენდი🙂
    მგონი ცისფერი თვალების გარდა ყველაფერი გაქვს, ხო? [მომენატრე!!!]

    აუცილებლად უნდა ვიყიდო ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ფეისბუქზე რომ დავდე ფოტო, ხო იცი😀 კაცების გული ქუსლებზე გადის, უფრო სწორად ქუსლებიდან იწყებს ასვლას და მერე ნელ-ნელა ჩერდება😀

    • #8 by dreamar on September 30, 2009 - 9:08 pm

      იდეალურობამდე ბევრი მიკლია😀 მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან მიყვარს. ოღონდ სხვას რო აცვია )) ზუსტად მაგ დასკვნამდე მივედი, რომ კაცების გული ქუსლებზე გადის :D:D:D მეც მომენატრე სოფ :* და მეც მინდა ბერლინში :)))

  4. #9 by zurriuss on September 30, 2009 - 10:13 pm

    მამაკაცის გულის დაპყრობაზე რომ მსჯელობთ, ცოტა რამ მამაკაცებსაც გვკითხეთ😀😀😀

    • #10 by dreamar on October 1, 2009 - 6:26 pm

      aba gismen zurriuss ))

      • #11 by zurriuss on October 1, 2009 - 8:33 pm

        ლავიში, ძვირფასო, აქ მაგის ნერვები არ მაქვს🙂

  5. #12 by dreamar on October 2, 2009 - 9:57 am

    zurriuss siamovnebit mogsimen ))

  6. #13 by თინი on October 11, 2009 - 1:16 pm

    ვაიმე მესამე პუნქტზე ვიცინე😀
    დანარჩენი ჰო, მაგრამ გირჩევ უყურო hitch-ს და ცოოტა სხვანაირად შეხედავ ამ რამეებს :პ

    აგერ ლინკი- http://avoe.ge/movies/one.php?mid=2554

    • #14 by dreamar on October 12, 2009 - 9:45 pm

      მადლობა რჩევისთვის🙂 აუცილებლად ვნახავ ახლო მომავალში ))

  7. #15 by თინი on October 11, 2009 - 1:19 pm

    ხოდა ეგ პუნქტები “შებმის” პროცესშია გამოსადეგი და თან ისეთის შებმის პროცესში, რომელთანაც იქამდე შეხება არ გქონია და არ გიცნობს :დ
    და ნუ პირველი, მეორე, მეოთხე და მეექვსე პუნქტები მარადიულია :ლოლ:

  8. #16 by nuc on August 7, 2010 - 12:32 pm

    me vfiqrob ro adamins sheni bunebrivobit unda moawono tavi.. meti saqme ar maq vigacis gul;istvis sxvanairi gavxde, tu movwonvar esetri movewonoo tu ara da magars vikideb:)

    • #17 by dreamar on August 11, 2010 - 3:21 pm

      martali xar🙂 mtlianad ver sheicvleba adamiani, magram aris ragacebi rac sheidzleba datmo🙂

  9. #18 by LikaKC on August 11, 2010 - 9:52 pm

    arasdros gamchenia survili sheyvarebuli myoloda (14is var :D) ai ragac ar momwonda is rac chems win xdeboda roca gogo da bichi xalxis dasanaxad zasaoben da amas siyvaruls edzaxian, sinamdvileshi imistvis aketeben amas rom ubralod daanaxon xalxs ra damoukidebeli da tavisupalia siyvaruli. ratom ? – imitom.😀 magram gamocdileba yvela asakshi yvela gogos aqvs da mainc bunebrivoba gogos pirveli da mtavari xerxia ritac bichis guls moigebs🙂

  10. #19 by nini on December 25, 2010 - 6:54 pm

    mec getanxmebi mara mee ert bijs vevasebii das nervebs mishlis

    • #20 by dreamar on December 29, 2010 - 12:01 am

      თუ მოსწონხარ, მაშინ რაღატო გიშლის ნერვებს? :ო :))

  11. #21 by fsiQe on February 15, 2012 - 7:43 pm

    მართალია, არ არსებობს მამაკაცი რომლის გულის მოგებაც შეუძლებელია, უბრალოდ არსებობენ ქალები, რომლებმაც არ იციან როგორ..
    ან კიდევ არ ჭირდებათ ის მამაკაცი, რომლისნაირიც უნდა გახდე და ნამდვილი საკუთარი თავი გვერდით გადადო. მეც ვფიქრობ რომ არც ერთი ბიჭი არ ღირს იმისთვის რომ შეიცვალო
    პ.ს. ისე, ნამდვილად კარგი რჩევები იყო🙂

  12. #22 by mari on February 23, 2013 - 9:30 pm

    auuu es tyuiliiaaaaaaaa ra debilia es vinc dawera:D:D

    • #23 by dreamar on February 24, 2013 - 1:12 pm

      მეტი კორექტულობა გმართებთ

  13. #24 by learn more here on April 6, 2013 - 1:26 pm

    This is a topic which is near to my heart.
    .. Best wishes! Exactly where are your contact details though?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: