ჩემი ჯოში

(პოსტი დაწერილია იმედგაცრუებისა და მოწყენილობის ჟამს :D)

არის ხოლმე ცხოვრებაში მომენტები, როცა გგონია, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა მიმართული. როცა უახლოესი ადამიანები იმედებს გიცრუებენ და ისე გექცევიან, როგორც შენ არ იმსახურებ შენი აზრით. გულს გტკენენ უაზროდ. თავს სრულ მარტოსულად გრძნობ . ასეთ დროს მე პირადად ჩემს მანუგეშებლად ერთი არსება მეგულება ხოლმე – ჩემი ჯოში. ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გულნატკენი და გაბრაზებული ვიყო, ჯოში ყოველთვის გვერდში დამიდგება. მოვა, შემომხედავს თავისი დიდრონი გასხივოსნებული თვალებით, მომისმენს დიდი ინტერესით რამდენი ხანიც იქნება საჭირო (თუნდაც მთელი ღამე), ყოველგვარი რეპლიკის გარეშე, ყველაფერში უხმოდ დამეთანხმება, მომიალერსებს, მერე თავს მომადებს ლოყაზე და ჩემთან ერთად ტკბილად დაიძინებს. მართალია, ცოტათი პედოფილია და ბისექსუალი, ასევე მაბრაზებს ხოლმე, როცა მაგიდაზე ადის, მაგრამ ჯოში მაინც ჩემი უსაყვარლესი კატაა. მიყვარხარ ჯოშ, ვაფასებ შენს ერთგულებას. ვიცი რომ შენც გიყვარვარ🙂
josh

, , , , , ,

  1. #1 by Keto on October 11, 2009 - 10:34 am

    ჯოშ გვიყვარხარ მიუხედავად იმისა რომ პედოფილი ხარ!!!!!!!!!!❤
    მარი სულ გააფრინე?😀

    • #2 by dreamar on October 12, 2009 - 9:46 pm

      ვითომ რატომ? :დ

  2. #3 by Sophie Golden on October 12, 2009 - 11:01 am

    მე ეგრე “აინშტაინი” მყავს😀 შენი ჯოში ცოცხალი მაინც არის და მე სათამაშო ბაყაყი მყავს ეგეთი, ელამი, მწვანე და შეშინებული, რომელიც სულ მამხნევებს, მეხუტება და ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ… ახლა თბილისში დავტოვე და ხან ისე მენატრება… გიჟივით, man!😦

    Mar, love you sooooooooo much!!!

    • #4 by dreamar on October 12, 2009 - 9:52 pm

      კი მაგრამ რატომ დატოვე საწყალი აინშტაინი დარწმუნებული ვარ, მასაც ძალიან ენატრები და განიცდის უშენობას.
      სოფ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ძალიან თბილი და კეთილი :*:*:*

  3. #5 by zurriuss on October 16, 2009 - 1:17 am

    უი დედა!…
    ჰარტნეტზე მაინც გეფიქრა :))))
    მოკლედ, კომენტარი დაწერილია ღამის თუ დილი 5:14–ზე და გეტყვი, რომ ჩემს პოსტზე დაგთაგე და აბა შენ იცი🙂

    • #6 by dreamar on October 16, 2009 - 10:28 am

      სხვათაშორის ჰარტნეტის საპატივცემულოდ ჰქვია ჯოში😀 Josh Beech არის კიდევ ძალიან საყვარელი და ნახე მაგის ფოტოები )) ახლა შევიხედავ შენს ბლოგზე ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: