თურმე რა ხდება ქვეყნად!

ჩემს ერთერთ პოსტში გიამბობდი, თუ როგორ გამოვხატე პროტესტი ქართული მედიის მიმართ (ეს განსაკუთრებით ტელემედიას ეხება). ჩემი პროტესტი ახლაც გრძელდება: ისევ არ ვადევნებ თვალყურს ქართულ ტელეარხებს. სიახლეებს ძირითადად ბლოგებიდან და facebook-დან ვიგებ. არადა თურმე რა ამბები არ ხდება ქვეყნად. მივსეირნობ დღეს რუსთაველზე და ვხედავ გზა გადაკეტეს. გამოჩნდა უამრავი ადამიანი დროშით ხელში. მორიგი საპროტესტო აქცია არ გეგონოთ, თურმე მასობრივ სცენას იღებდნენ ფილმისთვის. ფილმის რეჟისორი ვინმე რენი ჰარლინია. (“კერკეტი კაკალი 2”) ვინმე რა, ყოველ შემთხვევაში მე არ მეცნობა. ფილმი 2009 წლის აგვისტოს ომზეა. რაც მთავარია, სააკაშვილის როლს თამაშობს ენდი გარსია. (რაღაცით კი ჰგვანან ერთმანეთს) ფრიად გავოცდი დღეს პარლამენტის წინ ინგლისურად მოლაპარაკე ენდი გარსია რომ დავინახე საქართველოს პრეზიდენტის როლში. ფილმი ზოგადად ომისსაწინააღმდეგო შინაარსის იქნება. ვიღაცამ მითხრა, ჯოშ ჰარტნეტიც თამაშობსო რაღაც როლს და უნდა ჩამოვიდესო საქართველოში. რატომღაც არ მჯერა. (ისევე, როგორც შევარდნაძის გადადგომის ან ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის ამბავი არ მჯეროდა :D). ძალიან საინტერესოა, როგორ იქნება ასახული ქართულ-ოსური კონფლიქტი ფილმში. ამის გაგების საშუალება კი 2010 წლის მაისში მექნება, როცა ფილმი ეკრანზე გამოვა.

, , , , , , , , , , ,

  1. #1 by ekusi on October 21, 2009 - 6:33 am

    ასე მალე ფილმეებს იღებენ ???? იცი რაზე მეცინება კოლელიშვილი იგივე ომზე და ძალიან საყვრელ ფილმს იღებს და ფული არ აქვს რომ ფილმი დაამთავროს…. კაციშვილს არ ადარდებს…. ამერიკელებს კიდევ ლამისაა ფეხქვეშ გავეგოთ…..:( კოლელიშვილს რომ ეთქვა მასოვკის გადაღება მინდაო 3 კაციც არ მივიდოდა…. ნუ მეც მიყვარს ენდო გარსია,მაგრამ მთავარი კოლელიშვილის ფილმში რომერტი(ჯუგლაზე) უფრო მიყვრს …..
    სანამ ქართველები ჩვენ თავს არ დავაფასებთ მანამდე ვიქნებით ხროვა…..

  2. #2 by alex on October 21, 2009 - 9:28 am

    kushturica kide osebis mxares igebs films🙂

    • #3 by dreamar on October 21, 2009 - 9:18 pm

      ანუ იღებს? აბა სადღაც გავიგე აღარ იღებსოო😐

  3. #4 by mesaidumle on October 21, 2009 - 12:44 pm

    ხალხს რომ აგვისტოს განცდებს ახლიდან არ უხსენებდნენ და რუსთაველს არ უკეტავდნენ, კაი იქნებოდა.. აბა რა არის, თვითმფრინავის ხმაზე ცუდად ვხდები უკვეე და ესენი კი ფილმს იღებენ და გადააფრენენ ამ თჳითმფრინავს და გადმოაფრენენ …:(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: