პირველი დღეები თსუ-ს მაგისტრატურაში

როგორც იქნა დამეწყო სწავლა მაგისტრატურაში. მიუხედავად სწავლის დაწყებისა, ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ გარკვეული ვინ ჩაირიცხა თსუ-ში მაგისტრატურის იმ პროგრამაზე, რომელზეც ვაბარებდი (სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია). ბაკალავრიატი ჟურნალისტიკის განხრით დავამთავრე, არ მინდოდა ისევ იმავე განხრით გამეგრძელებინა სწავლა: ისევ იმავეს გამეორება მომიწევდა, რაც 4 წლის განმავლობაში ვისწავლე, ოღონდ უფრო გავრცობილი ფორმით. რადგანაც ფსიქოლოგია მაინტერესებს და თანაც ჩემი მაინორი სპეციალობაა, ამიტომ გადავწყვიტე სამაგისტრო პროგრამაც ამ მიმართულებიდან ამერჩია.
სწავლა ორი კვირის დაგვიანებით დაგვეწყო. კი ვიცოდი თსუ-ში რა სიტუაციაა (განსაკუთრებით ფსიქოლოგების კორპუსში), მაგრამ მაინც რაღაც უკეთესის იმედი მქონდა. მაინც მაგისტრატურაა, თან ფსიქოლოგიის ეს განხრა ძალიან საინტერესოა. მაგრამ შევცდი😐 ლექტორები სრულიად უღიმღამოდ კითხულობენ ლექციებს. იმდენად მომაბეზრებელი იყო პირველივე ლექცია, სად გავქცეულვიყავი არ ვიცოდი. მოწყენილობისგან “მესიჯობა”დავიწყე, როგორმე რომ გამეძლო ერთი საათი. ლექციათა განრიგი ცუდადაა შერჩეული: შუადღეს იწყება. ასე რომ თუ სამსახურის დაწყება გინდა, ძალიან გაგიჭირდება შეუთავსო სწავლას. იმედგაცრუებული ჭავჭავაძის უნივერსიტეტში წავედი. იქნებ იქ იყოს-მეთქი კიდევ მიღება მაგისტრატურაში. თანაც დავით პაიჭაძე ასწავლის ჭავჭავაძის მაგისტრატურაში ჟურნალისტიკას. მეც მასწავლიდა თსუ-ში რადიოგადაცემის მომზადებას. ერთერთი საუკეთესო ლექტორია იმათგან, ვისაც ვიცნობ. დიდი ინტერესითა და ყურადღებით მომისმინა. დამაკვალიანა. ჟურნალისტიკის განხრით სწავლის გაგრძელება არ მირჩია, ახალს არაფერს ისწავლიო, ჟურნალისტიკაში არ დაიკარგებიო, მთავარია პრაქტიკა და სჯობს რაიმე სხვა ცოდნას დაეუფლოო. ასეთი ლექტორები, რომლებიც კოლეგებად მიგიჩნევენ და მუდამ გამონახავენ სტუდნტების დასახმარებლად დროს, თსუ-ში ცოტაა. სამწუხაროდ, ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საბუთების მიღება უკვე დამთავრებული იყო😐
გადავწყვიტე, თუ გრანტს ვერ ავიღებ, სწავლას არ გავაგრძელებ. ახლა ვფიქრობ და ვნანობ, რა მინდოდა ჯავახიშვილში რომ ვაბარებდი?😐

, , , , , ,

  1. #1 by mariakhsiashvili on October 25, 2009 - 11:22 am

    ისე მეშინია ”გაისის”:)) რაღაც არაფერი არ მაინტერესებს სხვა. ხოდა, ერთი განათლების ადმინისტრირებაზე ვაპირებ ესეს მიტანას და ერთი ჟურნალისტიკაზე (ორივე ჭავჭავაძეში), ხოდა, პაიჭაძეს როგორ დავენახვო, არ ვიცი. ჟურნალისტიკაში ყველაფერი თავად მასწავლა, რისი სწავლაც შესაძლებელი იყო – წერაც, და რადიოც და ტელე არ მიზიდავს აინცდამაინც:), ხოდა, როგორ ვუთხრა – უბრალოდ, დიპლომი მინდა და თან ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც მომწონს და ნერვებს არ ამიშლიან მეთქი/:)))

    • #2 by თაზო on October 25, 2009 - 12:21 pm

      მე გირჩევ, რომ სწავლა არ გააგრძელო. გრანტიც რომ მიიღო, ორი წელი მგონია, რომ ფუჭად დაგეკარგება. მაგას სჯობს ერთი წელი მოითმინო და უკეთეს სასწავლებელში ჩააბარო.

      • #3 by dreamar on October 25, 2009 - 12:48 pm

        არ ვიცი თაზო რა ვქნა. დავფიქრდები ამაზე🙂 მადლობა რჩევისთვის🙂

  2. #4 by Dianiko on October 25, 2009 - 12:51 pm

    ვაიმე, იურისტების გარდა ყველას დაეწყო სწავლა…
    ნეტა რაზე ფიქრობენ…
    გავიდა სემესტრი!

    ჯურნალისტიკა ისეთი ფაკულტეტია, მაგისტრატურაში რომც არ ჩააბარო არაფერი დაშავდება…
    უკეთესი იქნება, თუ კვალიფიკაციის ამაღლებას შეუდგები, მართალი უთქვამს იმ ლექტორს!
    ჩემი რჩვაა, მომავალში უცხოეთში სცდო ბედი რომელიმე კარგ უნივერსიტეტში, სადაც ნამდვილად შეიძენ ცოდნას…

    • #5 by dreamar on October 26, 2009 - 8:04 am

      უცხოეთში კარგია, მაგრამ ეს კიდვე სხვა პრობლეებთანაა დაკავშირებული😐 გმადლობ რჩევისთვის🙂

  3. #6 by nastasia on October 25, 2009 - 8:07 pm

    ee,ra cudia,rame kargs ro elodebi da araferi😦

    mec gegmav tsu-s magisraturas damgoni sul tyuilad…

    • #7 by dreamar on October 26, 2009 - 8:00 am

      როგორც უკვე არაერთმა მირჩია, სჯობს არ იფირო თსუ-ს მაგისტრატურაზე და სადმე სხვაგან სცადო🙂

  4. #8 by nata oboladze on October 25, 2009 - 10:05 pm

    არ მესმის, როგორ შეიძლება თსუ-ს ბაკალავრი ისევ თსუ-ში აბარებდეს😐
    ან რატომ უნდა ჰქოდეს უკეთესის იმედი
    მართლა არ მესმის🙂
    რა თქმა უნდა არ გააგრძელო, გაიქეცი, თავს უშველე🙂 თაზომ სწორად გირჩია🙂

    • #9 by dreamar on October 26, 2009 - 8:02 am

      რა თქმა უნდა ის ვიცოდი, რომ თსუ-ს სჯობს სადმე საზღვარგარეთ გააგრძელო სწავლა. მაგრამ ეს კიდევ ცალკე პრობლემებთანაა დაკავშირებული. ხოდა ასე ვიფიქრე საქართველოში სხვაგან სადღა ჩავაბარო თუ არა ისევ თსუ-ში😐

      • #10 by nata oboladze on October 26, 2009 - 1:04 pm

        mec ideashi vapireb sazgvargaret gagrdzelebas, magram martla araa ase ioli ramdenad gamova ar vici😐 ekonomikur jurnalistikas virchev samomavlo asparezad, ase rom teusus magistrantebs mviematebi :))

  5. #11 by ellenesiordia on September 24, 2015 - 8:28 am

    ertaderti javakhiashvilshi chabareba imito gisr rom aqvs dzalian bevri gacvliti programebi da sazgvargaret tsasvlis shani ufro didia skhva shemtkhvevashi tavs shevikavebdi javakhishvilshi magistraturaze rom chamebarebina

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: