Archive for November, 2009

Animals best friends!


ეს პოსტი მინდა მიუძღვნა ძალიან საყვარელ არსებებს, ჩვენს მეგობრებს – ცხოველებს. ამასწინათ უცხოელი რეჟისორის შაუნ მონსონის ფილმს ვუყურე ცხოველებზე. საინტერესო ფილმი იყო, უსაშინლესი და აღმაშფოთებელი კადრებით. რა სასტიკები ვართ ეს ადამიანები, რა ცუდად ვექცევით ცხოველებს მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სურვილები დავიკმაყოფილოთ. ამ ფილმის ნახვას ყველა ხორცისმოყვარულ ადამიანს ვურჩევ: რომ ნახავთ, დიდი შანსია იმის, რომ ხორცის ჭამა საერთოდ შეგზიზღდეთ და ვეგეტარიანელი გახდეთ.
ძალიან მიყავრს ცხოველები. ბავშვობიდან მოყოლებული უამრავი ცხოველი მყოლია სახლში და ახლაც მყავს საყვარელი ფისოები 🙂 თუ გამაბრაზა კატამ და თუ დავუყვირებ, მერე სულ იმას ვფიქრობ, ხომ არ ეწყინა-მეთქი და დანაშაულის გამოსყიდვას ვცდილობ 😛 არ მესმის, რატომ უნდა გეზიზღებოდეს ცხოველი. ძალიან ბევრისგან გამიგია შემდეგი ფრაზები: “კატას როგორ უნდა მოეფერო. მაგის ბეწვი რო გადაყლაპო, მოკვდები”, “კატა ეშმაკის ცხოველია” და ა.შ. პატარაობაში მითებს მიყვებოდნენ ხოლმე, როგორ გადაყლაპა ვიღაც ქალმა კატის ბეწვი, მერე როგორ აუვიდა ის ბეწვი ტვინში და ამის შედეგად მოკვდა 😐 ასე მგონია, რომ ვისაც ცხოველები არ უყვარს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
არასდროს დამავიწყდება კადრი ფილმიდან როგორი თვალებით იყურება ნახევრადცოცხალი გატყავებული მელია 😦
არც ჩვენთანაა ცხოველთა დაცვის მხრივ უკეთესი სიტუაცია. (თუნდაც იქიდან გამომდინარე, რა სისასტიკით ექცევიან და კლავენ ქუჩის ძაღლებს) მესმის, რომ საქართველოში ამის გარეშეც უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს საწყალ ცხოველებს?

, , , , ,

9 Comments

Happy Halloween!!!


ჰელოუინის დღესასწაულზე ბევრს არ ვილაპარაკებ. მე პირადად არასდროს მიზეიმია, მაგრამ ძალიან მხიბლავს ნიღბები, საკარნავალო ფორმები, მოკლედ, ჩემთვის ჰელოუინი კარგად გართობისა და მოლხენის შესანიშნავი საშუალებაა. სერიოზულად ვერც აღვიქვამ ამ დღესასწაულს. ბევრს ალბათ კარგად ახსოვს რა ტრაგიკულად დასრულდა გასულ წელს მერიის მიერ მოწყობილი ჰელოუინის ფართი: საწყალი მოზეიმე ბავშვები დაარბიეს და სასტიკად სცემეს სამღვდელოების წარმომადგენლებმა და ვიღაც ძველმა ბიჭებმა. ეს ყველაფერი იმ მოტივით, რომ ჰელოუინი სატანისტური დღესასწაულია 😐 როგორ შეიძლება სერიოზულად იმსჯელო ამ მოსაზრებაზე, ვერ წარმომიდგენია. მაშინ ეს დარბევა არავინ გააშუქა, გარდა გადაცემისა “ჩვენი ექსპრესი”. სიუჟეტის ნახვა ინტერნეტის საშუალებით გახდა შესაძლებელი. მან მალე მოიპოვა პოპულარობა. ქართულმა მედიამ კი ამ ფაქტთან დაკავშირებით პირში წყალი ჩაიგუბა 😐 მახსოვს, “ცხელ შოკოლადში” დაიბეჭდა სტატია ამ დარბევაზე, მეტი საინტერესო მგონი არსად არ დაწერილა (მე არ წამიკითხავს ყოველ შემთხვევაში).
წელს “ანტიჰელოუინური კამპანია” 31 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. საპროტესტო აქციები გაიმართა: “სტუდნტურმა ალიანსმა” მერიას მიმართა, რომ გასული წლის მსგავსად, ჰელოუინის ზეიმის ჩატარების ნებართვა არ გაეცა. ქუჩებში ბუკლეტებს არიგებდნენ, სადაც ეწერა, რომ ჰელოუინი არის “მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული” და მისი აღნიშვნა ყოვლად დაუშვებელია. ეს კიდევ არაფერი, არიგონ ბუკლეტები და იყონ. ამით არავის არაფერს უშავებენ. მე ერთმა ფაქტმა აღმაშფოთა: კეტო და მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილები სკეიტ-პარკში. ზოგი ჰელოუინის ფართიზე აპირებდა წასვლას და ამიტომ თან ჰქონდა სამასკარადო ატრიბუტები. ამ დროს მათთან მივიდნენ ვიღაც ღიპიანი ძია კაცები და ჭკუის სწავლება დაუწყეს, თან აგრესიული ფორმით: სად მიდიხართო? იქნებ ჩვენც წაგვიყვანოთო იქ? რა გინდათ ჰელოუინს რომ ზეიმობთ, სატანისტები ხართოო? თან დაახლოებით 20 კაცი შემოეხვია ამ ბავშვებს და დაუწყეს “კაჩაობა”. მერე კუდში დასდევდნენ, სადაც წავიდოდნენ, მიჰყვებოდნენ. ვინები იყვნენ, რა უნდოდათ, ან სხვა საქმე არ ჰქონდათ? ძალიან მაინტერესებს. მოკლედ ამაზრზენია რა! მარაზმიაა! გოგი გვახარია წერდა თავის ბლოგზე ჩვენი ერის უნუგეშო პროვინციალიზმის შესახებ. დიახ, ჩვენ ყველას “ისევ თოხი გვიჭირავს ხელში” 😐 ამაში დავრწმუნდი. და ყველა იმ ადამიანის ჯინაზე, ვინც სერიოზულად მსჯელობს იმის შესახებ, რომ ჰელოუინი სატანისტური დღესასწაულია, მე მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული: Happy Halloween!!!

, , , , , , ,

2 Comments

%d bloggers like this: