Happy Halloween!!!


ჰელოუინის დღესასწაულზე ბევრს არ ვილაპარაკებ. მე პირადად არასდროს მიზეიმია, მაგრამ ძალიან მხიბლავს ნიღბები, საკარნავალო ფორმები, მოკლედ, ჩემთვის ჰელოუინი კარგად გართობისა და მოლხენის შესანიშნავი საშუალებაა. სერიოზულად ვერც აღვიქვამ ამ დღესასწაულს. ბევრს ალბათ კარგად ახსოვს რა ტრაგიკულად დასრულდა გასულ წელს მერიის მიერ მოწყობილი ჰელოუინის ფართი: საწყალი მოზეიმე ბავშვები დაარბიეს და სასტიკად სცემეს სამღვდელოების წარმომადგენლებმა და ვიღაც ძველმა ბიჭებმა. ეს ყველაფერი იმ მოტივით, რომ ჰელოუინი სატანისტური დღესასწაულია😐 როგორ შეიძლება სერიოზულად იმსჯელო ამ მოსაზრებაზე, ვერ წარმომიდგენია. მაშინ ეს დარბევა არავინ გააშუქა, გარდა გადაცემისა “ჩვენი ექსპრესი”. სიუჟეტის ნახვა ინტერნეტის საშუალებით გახდა შესაძლებელი. მან მალე მოიპოვა პოპულარობა. ქართულმა მედიამ კი ამ ფაქტთან დაკავშირებით პირში წყალი ჩაიგუბა😐 მახსოვს, “ცხელ შოკოლადში” დაიბეჭდა სტატია ამ დარბევაზე, მეტი საინტერესო მგონი არსად არ დაწერილა (მე არ წამიკითხავს ყოველ შემთხვევაში).
წელს “ანტიჰელოუინური კამპანია” 31 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. საპროტესტო აქციები გაიმართა: “სტუდნტურმა ალიანსმა” მერიას მიმართა, რომ გასული წლის მსგავსად, ჰელოუინის ზეიმის ჩატარების ნებართვა არ გაეცა. ქუჩებში ბუკლეტებს არიგებდნენ, სადაც ეწერა, რომ ჰელოუინი არის “მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული” და მისი აღნიშვნა ყოვლად დაუშვებელია. ეს კიდევ არაფერი, არიგონ ბუკლეტები და იყონ. ამით არავის არაფერს უშავებენ. მე ერთმა ფაქტმა აღმაშფოთა: კეტო და მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილები სკეიტ-პარკში. ზოგი ჰელოუინის ფართიზე აპირებდა წასვლას და ამიტომ თან ჰქონდა სამასკარადო ატრიბუტები. ამ დროს მათთან მივიდნენ ვიღაც ღიპიანი ძია კაცები და ჭკუის სწავლება დაუწყეს, თან აგრესიული ფორმით: სად მიდიხართო? იქნებ ჩვენც წაგვიყვანოთო იქ? რა გინდათ ჰელოუინს რომ ზეიმობთ, სატანისტები ხართოო? თან დაახლოებით 20 კაცი შემოეხვია ამ ბავშვებს და დაუწყეს “კაჩაობა”. მერე კუდში დასდევდნენ, სადაც წავიდოდნენ, მიჰყვებოდნენ. ვინები იყვნენ, რა უნდოდათ, ან სხვა საქმე არ ჰქონდათ? ძალიან მაინტერესებს. მოკლედ ამაზრზენია რა! მარაზმიაა! გოგი გვახარია წერდა თავის ბლოგზე ჩვენი ერის უნუგეშო პროვინციალიზმის შესახებ. დიახ, ჩვენ ყველას “ისევ თოხი გვიჭირავს ხელში”😐 ამაში დავრწმუნდი. და ყველა იმ ადამიანის ჯინაზე, ვინც სერიოზულად მსჯელობს იმის შესახებ, რომ ჰელოუინი სატანისტური დღესასწაულია, მე მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული: Happy Halloween!!!

, , , , , , ,

  1. #1 by giorgi on November 1, 2009 - 1:44 am

    shevci maset xalxs ver vitan yana nabichvrebs

  2. #2 by ket_eva_n on November 10, 2009 - 2:54 pm

    mec agvshfotdi! arada, tu minda viyo tundac satanisti-es aravis ar exeba da maqvs imis ufleba ro “codva” chavidino. martlmadideblebis ert-erti damaxasiatebeli tvisebaa, rom dzalian cdiloben sxva adamianis cxovrebashi chaerion. ra ubedurebaa…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: