Animals best friends!


ეს პოსტი მინდა მიუძღვნა ძალიან საყვარელ არსებებს, ჩვენს მეგობრებს – ცხოველებს. ამასწინათ უცხოელი რეჟისორის შაუნ მონსონის ფილმს ვუყურე ცხოველებზე. საინტერესო ფილმი იყო, უსაშინლესი და აღმაშფოთებელი კადრებით. რა სასტიკები ვართ ეს ადამიანები, რა ცუდად ვექცევით ცხოველებს მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სურვილები დავიკმაყოფილოთ. ამ ფილმის ნახვას ყველა ხორცისმოყვარულ ადამიანს ვურჩევ: რომ ნახავთ, დიდი შანსია იმის, რომ ხორცის ჭამა საერთოდ შეგზიზღდეთ და ვეგეტარიანელი გახდეთ.
ძალიან მიყავრს ცხოველები. ბავშვობიდან მოყოლებული უამრავი ცხოველი მყოლია სახლში და ახლაც მყავს საყვარელი ფისოები🙂 თუ გამაბრაზა კატამ და თუ დავუყვირებ, მერე სულ იმას ვფიქრობ, ხომ არ ეწყინა-მეთქი და დანაშაულის გამოსყიდვას ვცდილობ😛 არ მესმის, რატომ უნდა გეზიზღებოდეს ცხოველი. ძალიან ბევრისგან გამიგია შემდეგი ფრაზები: “კატას როგორ უნდა მოეფერო. მაგის ბეწვი რო გადაყლაპო, მოკვდები”, “კატა ეშმაკის ცხოველია” და ა.შ. პატარაობაში მითებს მიყვებოდნენ ხოლმე, როგორ გადაყლაპა ვიღაც ქალმა კატის ბეწვი, მერე როგორ აუვიდა ის ბეწვი ტვინში და ამის შედეგად მოკვდა😐 ასე მგონია, რომ ვისაც ცხოველები არ უყვარს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
არასდროს დამავიწყდება კადრი ფილმიდან როგორი თვალებით იყურება ნახევრადცოცხალი გატყავებული მელია😦
არც ჩვენთანაა ცხოველთა დაცვის მხრივ უკეთესი სიტუაცია. (თუნდაც იქიდან გამომდინარე, რა სისასტიკით ექცევიან და კლავენ ქუჩის ძაღლებს) მესმის, რომ საქართველოში ამის გარეშეც უამრავი პრობლემაა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს საწყალ ცხოველებს?

, , , , ,

  1. #1 by marita on November 29, 2009 - 4:19 pm

    auu cudad gavxdi😦 mec vgijdebi cxovelebze, xorcze ar vgijdebi, magra, dgesac xorciani ragac vchame da cudad var axla😦

  2. #2 by TAMTA on November 30, 2009 - 7:37 am

    მე არ მინახავს ეს ფილმი..თუმცა მე და ჩემი და სულ ცხოველებზე ვლაპარაკობთ ამ ბოლო დროს..ჩემმა დამ თქვა,ვისაც ძროხის დაკვლა შეუძლია, ან გოჭის–საახალწლოდ – ადამიანის მოკვლაც არ გაუჭირდებაო…შეიძლება ეს გადაჭარბებული დასკვნაა, მაგრამ ალბათ ურევია ცოტა სიმართლეც. არა?

    • #3 by dreamar on November 30, 2009 - 3:46 pm

      გეთანხმები თამთ. მე ალბათ ვერასდროს ვერ შევძლებ თუნდაც ქათმის დაკვლას.

  3. #4 by Sophie Golden on December 1, 2009 - 2:36 pm

    ვეგეტარიანელობა მე პირადად აბსურდად მიმაჩნია.
    ის ცხოველები, რომლებსაც ჩვენ ვჭამთ, ღმერთმა ჩვენთვის გააჩინა. ამიტომ არაფერია ცუდი ამაში. ერთადერთი, რაც საშინელებაა – მათი წამება😦

    წარმოიდგინე, თბილისი გატენილია მაწანწალა ძაღლებით და დილით ადრე ან გვიან ღამით სახლში რომ მივდიოდი, მეშინოდა ძაღლების, რომ მეტაკებოდნენ. უნდა არსებობდეს სამსახური, რომელიც წაიყვანს ამ ცხოველებს, დააძინებს და ასე შემდეგ.
    მგონი ზედმეტია ადამიანებზე მეტად ცხოველებზე ზრუნვა, ასე წარმოიდგინე რამდენი უსახლკარო ბავშვი დადის, უარესები ხდება…

    მარ, შენ კი უსაყვარლესი გოგო ხარ🙂 წარმოვიდგინე, როგორ ებოდიშები შენს “ჯოშს”, როცა კუდზე ფეხს დააბიჯებ😛😀 ვხუმრობ, დარწმუნებული ვარ, არასოდეს დაგიბიჯებია😀

    • #5 by dreamar on December 7, 2009 - 11:30 am

      მართლა ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლი დადის ქუჩებში და მეც ძალიან მეშინია, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს ცხოველთა თავშესაფარი.
      ისიც მართალია, რომ ბევრი უსახლკარო ბავშვი დადის, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამით გავამართლოთ ჩვენი უყურაღებობა მაწანწალა ცხოველთა პრობლემისადმი.
      ჯოში კი მიშლის ამ ბოლო დროს ძალიან ნერვებს, მაგრამ ძალიან მიყვარს. ხოდა კიდევ კატების მოფერების მოთხოვნილება გამიჩნდა :დ მაგათ გარეშე არ შემიძლია :დ
      სოფ სპასიბა ზა დობრიე სლავა :*

  4. #6 by ჰიუსტონ on April 18, 2010 - 9:55 am

    აააააა, მაგ ფილმის კადრები ადრე ვნახე მელიითურთ…😦

    მაგრამ სადაც ლომი ანტილოპას ჭამს, ჩვენ რომ ძროხა ვჭამოთ, ვგონებ, არ არის ცუდი. თუმცა, ცხოველების წამების წინააღმდეგი ვარ ნამდვილად!

    • #7 by dreamar on April 18, 2010 - 11:01 am

      ხო ბუნება ასეა მოწყობილი. მაგრამ ტვ-ში რომ ვუყურებ ხოლმე მსგავს სცენებს, ძალიან მეცოდება ლომის მსხვერპლი. იმაზეც მეშლება ნერვები, ვინც იღებდა ამას, რატომ არ მიეშველა საწყალ ცხოველს. რაღაც არარეალურს ვამბობ, მაგრამ მაინც… თან ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანს შეუძლია ინსტიქტები შეიკავოს. ცოტა ცივილიზებული მეთოდები მაინც გამოიყენონ ცხოველებს რომ კლავენ. ეს ხომ მაინც შეუძლიათ! საკვებად რომ მოიხმარენ, ეგ კიდევ გასაგებია, მაგრამ სხვა მიზნისთვის (თუნდაც ტანისამოსის შესაქმნელად) ცხოველების დახოცვა, ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებელია.

  5. #8 by Katiee on July 21, 2010 - 2:53 pm

    მე მყავს მეგობარი, რომელიც ვეგეტარიანელია. პრინციპში რამდენიმე მეგობარი.
    კიდევ ერთი ბრაზილიელი მეგობარი მყავდა, რომელიც ამ ვეგეტარიანელს გაოცებული ეკითხებოდა, როგორ და რატომ არ ჭამ ხორცსო. ჰოდა ამ გოგომ ნახა ამ ფილმის ნაწყვეტი და 3 თე ხორცი არ უჭამია საერთოდ. ჩემზე უარესად იმოქმედა მასზე.

  6. #9 by Tiko Kvaliashvili on January 10, 2013 - 12:32 am

    ადამიანს ძალიან ადვილად შეუძლია ხორცის გარეშე არსებობა🙂.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: