გამოცდების პერიოდი

ჩემს ცხოვრებაში დაიწყო სწავლისა და ღამეებისთევების პერიოდი: მოკლედ რომ ვთქვა, გამოცდები დამეწყო. მანამდე კი იყო ორკვირიანი სმა და დროსტარება :D(ცოტა ხმამაღალი ნათქვამი კი გამომივიდა) ახალი წლიდან ძველით ახალ წლამდე. დღემდე არ მესმის რას ზეიმობენ ხოლმე ძველით ახალ წელს. ჩემთვის ახალი წელი არის 31 დეკემბერს და მაქსიმუმ 3 იანვრამდე გასტანოს, მერე ახალი წლის ზეიმი უკვე უაზრობად მიმაჩნია. ერთი სული მაქვს ხოლმე როდის გავა ეს დაუსრულებელი მილოცვების პერიოდი😐 წელს ძველით ახალ წელს ისეთი განწყობით შევხვდი, როგორიც 31 დეკემბერსაც არ მქონია. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჯერ კიდევ 2009 წელი იყო და ზუსტად 12ზე მოვიდოდა 2010🙂
ახლა რაც შეეხება გამოცდებს: არ მიყვარს ეს პერიოდი ( ან ვის უყვარს ნეტა). თუმცა, ამ პერიოდის გავლა შვებას მგვრის. თქვენ უნდა ნახოთ რა ბედნიერი ვარ ხოლმე ბოლო გამოცდას რომ ჩავაბარებ🙂 ცოტა არ იყოს ბევრი მასალა მაქვს სასწავლი და რომ მახსენდება იმდენს ვნერვიულობ😐 მერე უცებ დავფიქრდები ხოლმე, მე უნივერსიტეტის ამ სემესტრულ გამოცდებზე ასე ვნერვიულობ და წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებსაც გაცილებით რთულ სიტუაციაში უწევთ ყოფნა. პირველ რიგში რაც თავში მომდის ხოლმე, ომის დროს სახლში ქმრების გარეშე დარჩენილი ქალები არიან. მათ შვილებიც უნდა აღზარდონ, ომში წასულ ქმრებზეც იფიქრონ და ანუგეშონ კიდეც სხვები მაშინ, როცა მათ თვითონ სჭირდებათ ნუგეში. ან კიდევ მრავალშვილიანი დედა მახსენდება, რომელმაც არ იცის რით გამოკვებოს თავისი შვილები. მაინცდამაინც ეს მაგალითები რატო მომდის თავში არ ვიცი, ან რა შესადარებელია რაღაც გამოცდები ასეთ მძიმე პრობლემებთან. ალბათ ფილმების ბრალია😀 არადა დიდი ხანია მსგავსი სიუჟეტის ფილმი არ მინახავს. მოკლედ, მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ყველაფერი კარგად იქნება!!! (გამამხნევებელი სიტყვები ყველასთვის :P)

, , , , ,

  1. #1 by Sophie Golden on January 19, 2010 - 12:46 pm

    გამოცდებიიიიიიიიი
    ვერ წარმომიდგენია კიდევ გამოცდები :ლოლ: წარმატებები, მარ.
    ჰოდა, ძველი ახალი წლის შესახებ, შეგიძლია ამ ლინკზე იხილო მშვენიერი პოსტი:

    http://lalena-lalena.blogspot.com/2010/01/2.html

    მე ვერთობი ამ დღესასწაულებზე, სმას და დროსტარებას რა ჯობია😀

    • #2 by dreamar on January 22, 2010 - 5:32 pm

      gaixare :* postistvisac madloba :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: