მარადიული სიყვარული


ბოლო დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შესახებ. კიდევ ერთი ჰოლივუდური წყვილის ურთიერთობის დასასრული. არადა რა კარგები იყვნენ ერთად. თითქმის ყველგან ერთად დადიოდნენ, ულამაზესი შვილები ჰყავთ, მათი კონფლიქტების შესახებაც არაფერი მსმენია. ბრანჯელინა – ასე შეარქვეს ფანებმა ამ ჰოლივუდურ წყვილს.მართალია, ქვეყანა არ დაქცეულა მათი დაშორებით. მაგრამ მე რატომღაც გული დამწყდა. განა იმიტომ, რომ ბრედი და ანჯელინა ჩემი საოცნებო მსახიობები იყვნენ და მათი ფანი ვიყავი. უბრალოდ ხშირად ვფიქრობ ხოლმე სიყვარულის მარადიულობის თემაზე. შეყვარებული წყვილები ჩემი დიდ ინტერესის საგანსა და დაკვირვების ობიექტს შეადგენენ მას შემდეგ, რაც მე და გიორგი ერთად ვართ. ვაკვირდები და მაინტერესებს ყველაფერი: როგორი ურთიერთობა აქვთ, რამდენად ენდობიან ერთმანეთს, რამდენ დროს ატარებენ ერთად, რამხელა ყურადღებას უთმობენ ერთმანეთს, რაზე ჩხუბობენ ან ჩხუბობენ თუ არა საერთოდ, რაზე კამათობენ, რა არ მოსწონთ ერთმანეთში, რას ვერ აპატიებენ ერთმანეთს, რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს, რას ფიქრობენ საკუთარი მომავალი ურთიერთობის შემდეგ, როგორ უყვართ ერთმანეთი და საერთოდ რას უწოდებენ სიყვარულს. რა არის ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული? ერთობ რთული კითხვაა, დამეთანხმებით🙂 ადრე ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში შეგიძლია იმდენჯერ შეგიყვარდეს ვინმე, რამდენჯერაც მოგინდება. მინდოდა ბევრი ქმარი მყოლოდა ცხოვრების მანძილზე, თან სხვადასხვა ეროვნებისა და ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულები (პროფესიით, გარეგნობით, თვისებებით).ამ თითო ქმრისგან კიდევ მინდოდა თითო შვილი მყოლოდა და მქონოდა ერთი დიდი მულტინაციონალური ოჯახი😀 წარმოიდგინეთ, რა საინტერესოა, როცა ბევრი განსხვავებული გარეგნობის შვილი გყავს, რომლებიც განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ🙂 ამასთან კულტურულად რა მრავალფეროვან გარემოში მოუწევთ მათ აღზრდა. რა თქმა უნდა, ახლა განსხვავებულად ვფიქრობ.

ანჯელინასა და ბრედის პირმშო🙂 საოცრად ლამაზი ბავშვია

ვაკვირდები რა წყვილებს (ძირითადად თანატოლებს), ვხედავ რომ მათი სიყვარული მაქსიმუმ 5 წელს გრძელდება. მიჩნდება კითხვა: ნუთუ არ შეიძლება მთელი ცხოვრება გიყვარდეს და შენი სიყვარული არ შემოიფარგლოს დროის რაღაც ჩარჩოთი. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ სიყვარულს და არა თანაცხოვრებას. შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარო ერთ ადამიანთან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ მისი ერთგული ხარ და ის გიყვარს. ამის ბევრი მაგალითი მინახავს ქართულ ვითომ “შეხმატკბილებულ” ოჯახებში, ჩუმჩუმად რომ ღალატობენ ქმრები ცოლებს, ცოლებმაც იციან ამის შესახებ და არაფერს აკეთებენ სრულიად გაუგებარი და სულელური მიზეზით: “კაცია და ეპატიება”. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მაღიზიანებენ მდედრობითი სქესის ასეთი წარმომადგენლები, ღალატს რომ პატიობენ საყვარელ ადამიანს და თან არც იმჩნევენ:|
ჰოლივუდის წყვილებიც ასევე არიან ჩემი დაკვირვების ობიექტები. აქაც არაა სახარბიელო მდგომარეობა: აღიგზნება რომანი ორ ჰოლივუდურ ვასრკვლავს შორის(ან ამომავალ ვარსკვლავს შორის), გრძელდება სიამტკბილობით, მერე კონფლიქტები იჩენს თავს, თანდათან უფროდაუფრო ხშირდება და ბოლოს ურთიერთობაც წყდება. ნუთუ ყველა ურთიერთობას უნდა ჰქონდეს დასასრული? მე ამის არ მჯერა. თქვენ რას ფიქრობთ?
P.S. დიდად მადლობელი ვიქნები თუ კომენტარებში მომწერთ ცნობილი წყვილების სახელებს, ვინც დიდი ხანია ერთადაა ან ყოველ შემთხვევაში, დიდხანს უწერია ერთად ყოფნა. ან თუნდაც უცნობ, მაგრამ თქვენთვის ნაცნობ ბედნიერ წყვილებს.

, , , , , , ,

  1. #1 by nastasia on January 28, 2010 - 7:30 am

    mokled,branjelinase chorebi dasavlur mediashi bevrad adre gavrcelda da titqmis dashorenbulebi arian karga xania,ubralod tyupebs aqvt janmrtelobis problemebi da magito ikaveben tavs saboloo gadacyvetilebisgan ;P

    da kide,msgavsi varskvlavebis magalitse nu moindomeb siyvarulis da utriertobebis scavlas,imito ro magati cxovreba mteli tavisi karieruli ambiciebit,yvelgan chasafrebuli paparacebit,nerviuli stresebit,bevri sexsualuri partniorebit da a.s. sxva garemoa

    • #2 by dreamar on January 28, 2010 - 9:20 pm

      გეთანხმები რომ ჰოლივუდურ წყვილთა ცხოვრება ერთობ განსხვავებულია და მათზე დაკვირვებით მიღებული დასკვნები არ უნდა განაზოგადო. მაგრამ, ჩემი აზრით, სიყვარული სიყვარულია რაც არ უნდა განხსვავებულ გარემოში აღმოცენდეს🙂 თუ ის ჭეშმარიტია მასზე გარემო ფაქტორებმა არ უნდა მოახდინოს გავლენა (ამ შემთხვევაში მისი გაქრობა). შეიძლება ძალიან გაიდეალიზებული წარმოდგენა მაქვს სიყვარულზე🙂

  2. #3 by Sophie Golden on January 28, 2010 - 12:14 pm

    მარადიული სიყვარული არ არსებობს – არის ერთგულება და პატივისცემა, ყოველ შემთხვევაში ოჯახში ეგ უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის და “შეხმატკბილებული” სექსუალური ცხოვრება, ბუნებრივია.

    მარადიულ წყვილს ახლა ვერ ვიხსენებ… მგონი, ჯეფ ბრიჯესი და მისი ცოლი 30 წელია ერთად არიან და კიდევ სხვებიც, უფრო მეტად ასაკოვანი მსახიობები.

    ისე, გაყრა ბევრად ჯობია, ბავშვების დაძაბულ გარემოში გაზრდას!

    • #4 by dreamar on January 28, 2010 - 9:25 pm

      რა მოსაბეზრებელი ყოფილა😦 სიყვარულის გარეშე როგორ უნდა შეინარჩუნო ოჯახი არ მესმის… მე მაინც მჯერა და მინდა რომ სიყვარული მარადიული იყოს🙂
      იმაში ნამდვილად გეთანხმები, რომ თუ ცოლ-ქმარი ვერ ეწყობა ერთმანეთს უნდა დაშორდნენ, რომ ბავშვებს პრობლემები არ შეექმნათ ამის გამო.

  3. #5 by ani on January 29, 2010 - 6:17 pm

    mec mjera rom arsebobs. sheidzleba ishviatia roca usasrulod ertad arian da tan uyvart ertmaneti mara mainc arsebobs. saertod rom ar mqondes amis magaliti mainc egre damejereboda :))) hoda kaia chems garda kide vinmes tu sjera🙂

    • #6 by dreamar on January 29, 2010 - 6:42 pm

      მიხარია თანამოზარე რომ ვიპოვე ამ საკითხში🙂

  4. #7 by keti on January 29, 2010 - 7:19 pm

    maradiuli, chemi azrit, araferia, garda adamianis sulis ukvdavebisa! siyvarulic, rac ar unda mchqefare iyos igi tavidan, qrebasavit, xundeba ragac garemoebebidan gamomdinare. cyvilebic amitom shordebain albat ertmanets, ogond mxolod isini, vistvisac ojaxi samaradjamo tvirtad ar qceula. me ase mimachnia.

  5. #8 by natia on February 17, 2010 - 2:16 pm

    mar branjelinas ckvili ar dashorebula mcare chori kofila turme mokled maradiuli sikvarulis shuqura jer kidev anatebs :):):)

    • #9 by dreamar on February 17, 2010 - 5:08 pm

      xo mec ramdenime dgis win shevityve eg ambavi da Zlier gamixardaaaa :)) marTla🙂

  6. #10 by mecmikvarkhar on April 17, 2010 - 11:58 am

    ფელინი და ჯულიეტა მაზინა; სოფი ლორენი და კარლო პონტი :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: