Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers ანუ ამბავი იმისა, როგორ აჯობეს ქართველ ვარსკვლავებს newcomer-ებმა :D

როგორც იქნააა!!! 14 მარტს ფილარმონიაში გაიმართა “საქართველოში უპრეცედენტო პროექტი”, კონცერტი, რომლის “ანალოგიც ჩვენთან ჯერ არ ჩატარებულა” (როგორ ორგანიზატორები გვპირდებოდნენ) ანუ Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers. ჩემი შთაბეჭდილებები მინდა მოგითხროთ ამ კონცერტის შესახებ.
კონცერტი თავდაპირველად 8 მარტს უნდა გამართულიყო, გარეთ, რესპუბლიკის მოედანზე. თუმცა საბოლოოდ თარიღიცა და ადგილიც შეიცვალა. ასევე ჯგუფმა Me and my monkey-მ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. მათ მაგივრად “ვიტამინი” გამოვიდა. The Forest-თან კი ნანი ბრეგვაძის მაგივრად ეკა მამალაძემ იმღერა.
14 მარტს ფილარმონიის სცენაზე ვიხილეთ 8 ახალბედა ბენდი: the Georgians, Ketrine & Me, Rema, ABC, პორნოპოეზია, Mirror Illusion, ვიტამინი, the Forest. მათ შეასრულეს დუეტები შემდეგ “სტარებთან” ერთად: ირინა თაბორიძე, ლექსენი, მაია დარსმელიძე, სოფო ხალვაში, თიკა ფაცაცია, სალომე კორკოტაშვილი, ქეთათო, ეკა მამალაძე. ბევრმა უარყოფითად შეაფასა ალტერნატივშიკებისა და პოპის წამომადგენლების ერთად გამოჩენა სცენაზე. ფორუმებზე, პირად საუბრებში ყველა მსგავს ფრაზებს ამბობდა:”ლექსენი რა ასაშვებია სცენაზე”, “პაპსავიკებს რა უნდათ როკ-კონცერტზე” და ა.შ. მე კი დამაინტერესა ამ ექპერიმენტმა: რატომაც არა, დაე გამოვიდნენ პაპსავიკები ალტერნატივშიკებთან ერთად:) კონცერტის შემდეგ დავრწმუდნი, რომ ეს newcomer ბენდები არანაირად არ ჩამორჩებიან ჩვენს ვარსკვლავებს და ზოგს ბევრად სჯობიან კიდეც🙂
აქამდე რაც მოვისმინე აზრი Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers-ის შესახებ, თითქმის 80% ნეგატიურია. არადა კონცერტს ჰქონდა თავისი კარგი მხარეებიც. არასწორი იქნება თუ ყურადღებას მხოლოდ ცუდზე გავამახვილებთ. მოკლედ, ჩამოვთვლი რა მომეწონა და რა არ მომეწონა.

კატეგორია “-“

პირველ რიგში არ მომეწონა ადგილი: ჩემი აზრით, ფილარმონია არ შეეფერება ასეთ კონცერტებს. ფილარმონია ჩემში “იუმორინას”, ან ქართველი მეგავარსვკლავების გრანდიოზული კონცერტის ასოციაციას იწვევს😀 ბევრად კარგი იქენბოდა ღია ცის ქვეშ გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორების მესმის, ცუდი ამინდის გამო Stars for newcomers რესპუბლიკის მოედანზე აღარ ჩატარდა. სიტუაცია ფილარმონიაში იყო რაღაც არაშესაბამისი ცოცხალი კონცერტებისთვის: პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს სრულიად “მკვდარი” პუბლიკა. შემსრულებელმა უნდა იგრძნოს მაყურებლიდან წამოსული ენერგია, სტიმული. ფილარმონიაში კი ხალხი უმოძრაოდ იჯდა სკამებზე და ტაშსაც ძლივს უკრავდა (წინა რიგის გამოკლებით🙂 )

ხმა: ოო ისევ და ისევ ეს “ზვუკი”😐 ზოგ სიმღერაში ვოკალის ხმა არ მესმოდა საერთოდ, ზოგან – სიმებიანი საკრავების ხმა, ზოგან – კლავიშის ხმა. არ მეგონა თუ სპორტის სასახლეში გამართული Alter\Vision-ის შემდეგ ვერ გამოასწორებდნენ ამ შეცდომას ორგანიზატორები. არ ვიცი რას დავაბრალო: ცუდ აპარატურას, ხმის რეჟისორის არაპროფესიონალიზმს თუ სხვა რამეს. არადა მგონი ხარისხიანი აპარატურა იყო.

ზოგიერთი სიმღერისთვის დადგმული შოუ: ზოგ სიმღერაში მოცეკვავეების გამოყვანა სცენაზე პირადად მე არასაჭიროდ მომეჩვენა. მაგალითად, ABC-ის გამოსვლა ბევრად უფრო კარგი იქნებოდა მოცეკვავეების გარეშე. ასევე ავღნიშნავ, რომ მოცეკვავეები არ იყვნენ კარგად მომზადებულები, არასინქრონულად ცეკვავდნენ.

კატეგორია “+”

მომეწონა სცენის გაფორმება და განათება.

მომეწონა შემსრულებელთა ჩაცმულობა და მაკიაჟი.

მომეწონა the Georgians-ისა და ირინა თაბორიძის დუეტი.The killers-ისა და Muse-ს სიმღერების საინტერესო ვერსიები წარმოგვიდგინეს. შერულებაც კარგი იყო. ირინას ხმა მომეწონა, კონცერტზე იმდენად არ გამოჩნდა, აი რეპეტიციებზე კი მიკროფონის გარეშე მღეროდა და ყველა ინსტრუმენტის ხმას ფარავდა :)the Georgians-ის გამოსვლა იყო დრაივიანი, უბრალოდ, სამწუხაროდ, მაყურებელმა ვერ შეუწყო ხელი.

მომეწონა Rema-ს გამოსვლა. კარგი შერულება ჰქონდათ და თქვენ წარმოიდგინეთ სუმოისტები რომ გამოიყვანეს სცენაზე, ეგეც მომეწონა. ჩემი აზრით, შეეფერებოდა Rema-ს სიმღერას ასეთი შოუ.

მომეწონა the Forest-ისა და ეკა მამალაძის დუეტი. სიმღერაც საინტერესო და სასიამოვნო იყო და ამ სიმღერაზე დადგმული შოუც.

მომეწონა პორნოპოეზიისა და თიკა ფაცაციას სიმღერაზე დადგმული შოუ.

ვიტამინისა და ქეთათოს დუეტზე დადგმული ცეკვა.

შენიშვნის სახით მინდა ვთქვა, რომ სჯობდა ბენდებს უფრო მეტი საკუთარი სიმღერა გაეტანათ კონცერტზე და არა ქავერები.

ნეტა რომელი ბენდები შეირჩევიან ამ რვიდან Openair 2010-თვის? მე უკვე მყავს ჩემი ფავორიტები🙂

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by Sophie Golden on March 18, 2010 - 8:30 pm

    “ქართველი მეგავარსვკლავები” – ლოლ
    ეს სიტყვა ძაან მომეწონა😀 ვითომ გვყავს ასეთები?
    კარგი იქნებოდა, რამე ვიდეო დაგედო პოსტზე, ან სიმღერა აგეტვირთა რომელიმე შემსრულებლის, რომ შეგვედარებინა ვარსკვლავებისთვის. ბლოგსაც გაამრავალფეროვნებს😉

    • #2 by dreamar on March 18, 2010 - 10:31 pm

      ეგ სიტყვა ძველი კონცერტების აფიშებიდან დამამახსოვრდა🙂 ფოტოების დადება მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობა უხარისხო და დასამუშავებელი აღმოჩნდა😐 ვცდი ვიდეოს დადებას🙂

    • #3 by dreamar on March 19, 2010 - 8:01 am

      manamde dzveli altervisionis videos linkebs davdeb🙂

  2. #4 by ნასტასია on March 23, 2010 - 6:50 pm

    მოკლედ, მგონი კაი ბლოგზე ამოვყავი თავი…

    აბსოლუტურად ობიექტური ხარ..

    ხოო,ზვუკი და ქორეოგრაფია ცუდი იყო, ორკესტრის ხმა თითქმის სულ არ ისმოდა…

    რაც შეეხება გარეთ ჩატარებას, კი, არ არის ფილარმონია შესაბამისი, მაგრამ გარეთ კონცერტების კარგად დაცვა უბნის უბილეთო კაი ბიჭებისგან, ბევრი ალკოჰოლისგან და კიდევ უფრო ცუდი ზვუკისგან, ძნელია…

    ხო,აი, ვარსკვლავების რანგში მაია დარსმელიძე და ლექსენი ნამეტანი იყო…
    და კიდე რემას ნიუქამერობა, მაგრამ კარგი შოუს ხათრით აღარ შევიმჩნიე…

    ხოოდა, მაისში უფრო კარგი ამბები დატრიალდება..

  3. #5 by nastasia on March 23, 2010 - 6:59 pm

    მე მგონი კარგი ბლოგი ვიპოვე, აბსოლუტურად ობიექტური პოსტი იყო, უბრალოდ, ვფიქრობ რომ ღია ცის ქვეშ კონცერტს თავისი უარყოფითი მხარეები აქვს, ანუ უფრო მეტი ალკოჰოლია, ყაყანის მეტი ალბათობაა, უბილეთო უბნის კაი ბიჭები და მოკლედ…

    ქორეოგრაფიაზე და ზვუკზე გეთანხმები აფსოლუტურად, ოღონდ მე არც სუმოისტები მომეწონა,
    ქეთათომ კიდე ერთხელ გამიცრუა უკვე ათასჯერ გაცრუებული იმედები…

    მოკლედ, კაი შოუს ხათრით ვარსკვლავების ტიტულის მინიჭების გაურკვეველ კრიტერიუმს ვივიწყებ და მაგათგან ახალს და კარგს აღარაფერს ველოდები უკვე კარგა ხანია და იმედია ნიუქამერები მაინც განვითარდებიან და სულ მერიის დაფინანსებულ პროექტებზე, ქავერების შესრულებით არ შემოიფარგლებიან…

    მოკლედ,მაისს და უფრო კარგ ამბებს ველოდები ოპენ აერზე :)))

    • #6 by dreamar on March 24, 2010 - 12:29 pm

      moxaruli var posti rom mogecona🙂 ra tkma unda gia cis kvesh koncertis gamartvas tavisi uaryofiti mxareebic aqvs. tundac rac shen axsene. open airzec iyo msgavsi problemebi, magram saboloo jamshi me dzalian momewona.
      open air 2010-s mec veli didi interesit🙂

  4. #7 by სოლიტერი on July 6, 2010 - 11:20 am

    საინტერესო პოსტი იყო.
    ცუდი ”ზვუკი” ფილარმონიის შემთხვევაში ყველა ნაკლებად აპარატურის ბრალია, რადგან, ძალიან მაგარი ტექნიკითაა უკვე აღჭურვილი.

    როცა ადამიანს სმენა არ აქვს და ზვუკის დაყენება არ იცის, რა აპარატურაც გინდა დაუდგი, ვერ დააყენებს ხმას…

    • #8 by dreamar on July 6, 2010 - 2:09 pm

      მეც ეგ ეჭვი მქონდა ყველაზე მეტად, რომ ხმის რეჟისორის ბრალი იქნებოდა. ამასთან ერთად, მე როგორც გავიგე კონცერტის ჩაწერისას დავიწყებიათ ხმის ჩაწერა და ასე რომ ვიდეოსთვის ხმა ისევ ახლიდანაა ჩასაწერი😐

  1. Nights Of Arles in Tbilisi « Dreamar's Blog
  2. მოემზადეთ Tbilisi Altervision Newcomers–თვის « Dreamar's Blog
  3. The Georgians 5 წლისაა! « Dreamar's Blog
  4. AlterVision Newcomers-ის შოუქეისზე გასული ბენდების სია « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: