რა კავშირია Uriah heep-ის კონცერტსა და უგულო დაცვას შორის

როკის მოყვარულები სიხარულით ცას ეწივნენ, როცა Uriah heep-ს თბილისში ჩამოსვლისა ამბავი გაიგეს.”არ მჯერა, ნუთუ ეს სინამდვილეში ხდება?”- დაახლოებით მსგავსი კომენატრები იწერებოდა ფორუმებზე. თუმცა, ეს როკის ყველა მოყვარულს არ ეხება. მე მაგალითად სულაც არ გამხარებია ამ ბენდის სტუმრობა საქართველოში. ბევრად უკეთესი იქნებოდა რაიმე თანამედროვე ბენდი ჩამოეყვანათ🙂 Uriah heep-ის კონცერტზე ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყებოდა. 19 მარტს ფილარმონიის დარბაზი გაივსო. თუმცა ისეთებიც დარჩნენ, ვინც ვერ მოახერხა ბილეთის ყიდვა და მთელი კონცერტის განმავლობაში გარეთ იდგა იმ იმედით, რომ როგორმე შეაღწევდა დარბაზში. ამ ამბავს შემთხვევით შევესწარი. საქმე არ მქონდა, გადავწყვიტე კონცერტზე მყოფ მეგობრებს გარეთ ფილარმონიასთან დავლოდებოდი და საინტერესო ამბის მომსწრეც გავხდი. უნდა გენახათ როგორ ეხვეწებოდნენ დაცვას Uriah heep-ის ფანები დარბაზში შეშვებას. გული დაგეწვებოდათ. განსაკუთრებით ერთი ხანდაზმული კაცი აქტიურობდა:”თქვენ არ იცით რას ნიშნავს ჩემთვის Uriah heep-ის კონცერტი, ეს უკან დროში დაბრუნებაა”. ყველანაირი ხერხი ცადა. მიკვირს, როგორი რკინის ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს, ამდენ ხვეწნა-მუდარას რომ გაუძლო. არაფერი დაშავდებოდა იმით, რომ დაცვას ამ ფანებისთვის (დაახლოებით 10მდე ადამიანი იყო) მიეცა დარბაზში შესვლის უფლება. ათივე ადამიანი თუ არა, ის კაცი მაინც შეეშვა. Uriah heep-ის რომელიმე წევრს რომ დაენახა ეს ხალხი, ალბათ მაშინვე შეაშვებინებდა. მესმის, რომ არასამართლიანია, როცა ვიღაც ფულს იხდის კონცერტზე დასასწრებად, ვიღაცას კი სულ უფასოდ უშვებენ. მაგრამ თუკი არსებობს წესი, რომ ვისაც ბილეთი არ აქვს, არ უნდა შეუშვან შიგნით, მაშინ ეს წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ერთერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი გამოვიდა დარბაზიდან, თავის უბილეთო ნაცნობებს ხელი დაუქნია და შიგნით შეიყვანა. დაცვას ამაზე არაფერი უთქვამს. მერე კიდევ მეორე პარტიაც შეიყვანა უბილეთო ნაცნობებისა ამ ჟურნალისტმა. ზოგიერთი მაყურებელი შუა კონცერტიდან ტოვებდა ფილარმონიას. ვისაც გაუმართლა, ბილეთს ართმევდა კონცერტიდან დროზე ადრე წამოსულებს და ამ ბილეთით შედიოდა დარბაზში. დაცვის წარმომადგენლები კი იდგნენ ურყევად და ფანების თხოვნასა და მავედრებელ მზერას არაფრად აგდებდნენ. ბოლოს ერთმა ფანმა ისიც თქვა, რომ ამდენი ხვეწნის შემდეგ ახლა რომც შემიშვან კონცერტზეო, აღარ შევალო. “მუსიკის არაფერი გაგეგებათ, თორემ მოგვცემდით კონცერტზე დასწრების უფლებასო” დაასკვნეს ფანებმა. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

კონცერტი დამთავრდა, ფილარმონიას თანდათან ტოვებდნენ ნასიამოვნები და აღფრთოვანებული მაყურებლები: ხანდაზმულები, პატარა ბავშვები დედიკოებთან და მამიკოებთან ერთად, “ჯაან ტაკოი” გოგო-ბიჭები და ა.შ. მოკლედ მრავლად იყვნენ ისეთები, რომელთა ხილვამ მე პირადად ძალიან გამაოცა: Uriah heep-ს პირველად ამ კონცერტზე რომ მოუსმინეს და საერთოდ, მუსიკა ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილს რომ იკავებს მათ ცხოვრებაში. (არ გეგონოთ, თითქოს მე ვიცნობ ამ ჯგუფს კარგად. პირიქითაა საქმე ) განა ეს უსამართლობა არაა? წლების განმავლობაში როცა უსმენ ჯგუფს და მის ლაივზე მოხვედრას ოცნებობ. რომ ჩამოვა ეს ჯგუფი შენს ბედკრულ ქვეყანაში და შენ რო ვერ წახვალ და 15 წლის ნინუცა რო წავა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, მერე მეგობრებში რომ იმარიაჟოს, გუშინ მაგარ პონტში ვიყავიო.

, ,

  1. #1 by nastasia on March 23, 2010 - 6:38 pm

    არ შემიძლია თითქმის ყველაფერში არ დაგეთანხმო..
    უბრალოდ, კონცერტები, თეატრები და ლიტერატურული საღამოები ყოველთვის იზიდავს უტვინო სნობებს და 15 წლის ნინუცებს, და ხშირად მეც ნერვებს მიშლის კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანები მსგავს ადგილებზე, მაგრამ მინდა გითხრა, რომ დაცვას და იურაიას არაფერი არ აქვთ საერთო, როდესღაცა ადრე, აღარ მახსოვს ზუსტად ვის კონცერტზე, მაგრამ სასტიკად მინდოდა შესვლა და თან ფულიც მქონდა, უბრალოდ, ბილეთები იყო გაყიდული, და იმდენი ვიხვეწეთ მე და რამდენიმე ჩემსავით გადარეულმა, შეგვიშვით და სულ კიბეებზე დავსხდებით ზემოთ ჩვენთვისო და ზუსტად ეგეთი გულქვები იყვნენ მაშინაც…

    ის, ხოო, მეც ძალიან მეცოდებიან ადამიანები, სურვილების ასრულებას მარტო ფინანსური გარემოებები რო უშლის ხელს 😦

    ისე, კონცერტი კარგი იყო😉

  2. #2 by სოლიტერი on September 3, 2010 - 2:40 am

    Uriah Heep-ის კონცერტზე ბილეთი იყიდა მოხუცმა “ბომჟმა” მათხოვარმა, რომელსაც ერთ ხელში სანაგვიდან აგროვებული ბოთლები ეჭირა, ჩასაბარებლად გამზადებული, და მეორე ხელით 50 ლარის შეკოწიწებული ხურდები მისცა მოლარეს. (ქუჩაში უნახავს აფიშა) მუსიკის სიყვარული აი ამას ქვია! და არა იმას, ერთ ღამეში რომ მიახარჯავ 50 ლარს ქეიფში და მეორე დღეს დაცვას ეხვეწები უფასოდ შემიშვიო.

    პ.ს. ცუდია რომ ორგანიზატორებიდან არცერთი არ ვიყავით იმ დროს სალაროში როცა ის “ბომჟი” მივიდა, 1 ბილეთს ნამდვილად ვაჩუქებდით…

    • #3 by dreamar on September 6, 2010 - 2:22 pm

      chemi azrit am koncertze zustadac rom bevri iyo iseti, vinc yoveldge axarjavs 50 lars qeifs da ubralod mag dges restoranshi casvlis magivrad koncertze cavida.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: