dreamar.wordpress.com ერთი წლისაა!

ამას წინათ ბლოგებს ვათვალიერებდი და ამ პოსტის წაკითხვისას გამახსენდა, რომ ჩემს ბლოგსაც დაბადების დღე აქვს. დიახ ზუსტად ერთი წლის წინ 2009 წლის 17 აპრილს დავწერე პირველი პოსტი ამ ბლოგზე. ეს ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პოსტია😛
რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში? დავოსტატდი თუ არა ბლოგინგში? გავხდი თუ არა ბლოგოსფეროს ღირსეული წარმომადგენელი?😛
ჩემი ბლოგის ვიზიტორთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი სიზარმაცის (?) ბრალია: ძალიან იშვიათად ვპოსტავ. როცა მკითხველი შემოდის შენს გვერდზე და ახალი არაფერი ხვდება დიდი ხნის განმავლობაში, ამის გამო, რა თქმა უნდა, დაკარგავ მას. ამასთან უნდა აღვნიშნო, როცა ბლოგს ვქმნიდი ვიზიტორთა დიდი რაოდენობის მოზიდვა სულაც არ დამისახავს მთავარ მიზნად. უბრალოდ მინდოდა მეწერა ჩემ ყოველდღიურობაზე, ფიქრებზე, შეხედულებებზე, მეგობრებზე და ა.შ. რა სჯობს იმას, როცა ვინმე ეცნობა შენს აზრებს. სოციალური მედია კი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. (ბოლო დროს იმდენი რამ მოვისმინე სოციალური მედიის სიკეთეზე, არ შემეძლო პოსტში არ გამესვა ხაზი ამისთვის: რათა გამოჩნდეს თანამედროვე ადამიანი რომ ვარ :თვითირონია: :D:D:D ) ბლოგი (პირადს ვგულისხმობ) ჩემთვის საჯარო დღიურივითაა. დღიურების წერა კი ყოველთვის მიყვარდა. ბევრი მიზეზი არსებობს რატომ უნდა გახდე ბლოგერი. ამ საკითხზე წავაწყდი ერთ ძალიან საინტერესო პოსტს, რომლის ავტორი 12 წლის (!) მალაიზიელი ბავშვია. გირჩევთ წაიკითხოთ🙂
როგორი ბლოგი ითვლება წარმატებულად? რომელსაც ბევრი ვიზიტორი ჰყავს? ჩემი აზრით, მხოლოდ ეს არ კმარა. თქვენ რას დაამატებდით ?
მოკლედ წარმატებას ვუსურვებ ჩემს ბლოგუკას!😀

, , , , , ,

  1. #1 by mecmikvarkhar on April 18, 2010 - 5:39 am

    ო ერთი წელი ეს უკვე სერიოზულია🙂 გილოცავ!

    პ.ს. ბლოგროლში დამიმატე🙂 მადლობა

  2. #2 by dreamar on April 18, 2010 - 11:03 am

    მადლობა მოლოცვისთვის :)დაგიმატე🙂

  3. #3 by polleo on April 29, 2010 - 5:01 pm

    ეე როგორ დამაინტერესაა მეც უნდა ვნახოოო ეგ კერძოდ სადა მარ … ?

    • #4 by dreamar on May 1, 2010 - 9:42 pm

      რაზე მეკითხები? ვერ მივხვდი😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: