აივანი

მიყვარს დიდი აივანი. მითუმეტეს როცა იქიდან ლამაზი ხედი მოსჩანს. რა სჯობს გაზაფხულზე მშვენიერ ამინდში აივანზე ჯდომასა და იქიდან თვალის დევნებას სამყაროსთვის?😀 მოკლედ მე სახლი აივნის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

აქამდე რაც წაიკითხეთ, უბრალოდ შესავალი იყო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც შემდეგში დავწერ. სულ სხვა აივანზე მინდა მოგითხროთ. balconytv-ს შესახებ თუ გსმენიათ რამე? თუ არა, გეტყვით, რომ არსებობს ერთი ჩვეულებრივი აივანი. ამ აივანზე დროდადრო მუსიკოსები იკრიბებიან და საკუთარ სიმღერებს მღერიან. ძირითადად აკუსტიკურ ვერსიებს. ამას ყველაფერს იღებენ ერთი კამერით და შემდეგ ვიდეოებს ათავსებენ ინტერნეტში. ყველანაირი შელამაზებისა და შესწორების გარეშე. თუ გიყვართ ცოცხალი შესრულება და თან გაინტერესებთ, ვის როგორი მუსიკალური ნიჭი აქვს, მაშინ balconytv მისწრებაა თქვენთვის. ჩემი აზრით, მუსიკოსის შეფასება თუ გინდა, ასეთ აივანზე უნდა მოიწვიო.
balconytv 2006 წლიდან არსებობს. გადაღებები მიმდინარეობს ევროპის რამდენიმე ქალაქში (ლონდონი, დუბლინი, ჰამბურგი…). ახლა უკვე ჩვენც გვაქვს ბედნიერება შევაფასოთ ქართველი მუსიკოსების ცოცხალი შესრულება აივანზე😀 საბურთალოზე მდებარე ერთერთ კორპუსში მუსიკალური აივანი გაჩნდა. ამ აივანზე გადაღებული ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ youtube.com-სა და myvideo.ge-ზე. მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ფავორიტი ჯგუფის ვიდეო: Sour Skin – She

ძირითადი ამბავი მოვყევი, ახლა კი დეტალებზე გადავალ. ეს ალბათ უფრო პირადული ამბები იქნება. ერთ მშვენიერ დღეს მე და გიორგი მივსეირნობდით ქუჩაში. უცებ დავინახე ველოსიპედზე მოკატავე ვიღაც ბიჭი, რომელიც ძალიან მეცნო. ეს ბიჭი Young Georgian Lolitaz-ის გიტარისტი ლევანი აღმოჩნდა. YGL-ს მოსმენა თინეიჯერობის პერიოდს უკავშირდება, ეს კი თითქოს საუკუნეების წინ იყოო. ამიტომ, ამ ჯგუფის ყველა წევრი, ჩემი წარმოდგენით, ოდნავ დაბერებული მაინც უნდა ყოფილიყო. მაგრამ ლევანი პატარა ბიჭივით გამოიყურებოდა😀 აი ამ დროს მოხდა ჩემთვისა და გიორგისთვის “აივანის” შექმნის იდეის გაცნობა. გიორგი სიამოვნებით დათანხმდა ამ მუსიკალურ შოუში მონაწილეობას.
დათქმულ დღეს Sour Skin თავის გულშემატკივრებთან ერთად მიადგა საბურთალოზე მდებარე მუსიკალურ აივანს. გულშემატკივრებს რაც შეგვეხება: გადაღებაა, კონცერტია, რეპეტიციაა, არის იქ ჩვენი ადგილი თუ არა, მიუხედავად ამისა, თითქმის ყველგან დავყვებით ხოლმე😀😀😀 ყოველ შემთხვევაში მე გიორგის ყველგან დავყვები😀 სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა She-ს გადაღებას. მომავალში ბიჭები კიდევ აპირებენ აივანზე დაკვრას. რა თქმა უნდა, ერთგული გულშემატკივარი, ჩემი სახით, გვერდით ეყოლებათ😀

, , , , , ,

  1. #1 by Morticia on April 24, 2010 - 8:49 am

    ise giweria musikosis shefaseba tu ginda aset aivanze unda moiwvioo, titqos sxvagan ver sheafaseb :D:D:D maincdamainc aivania sachiro😀
    aivanze ki ar unda ukravdet koncertebze udna ifiqrot boteebo :D:D:D❤ momewona simgera❤❤❤

    • #2 by dreamar on April 24, 2010 - 10:59 am

      me ar mitkvams rom aivani musikosebis ertaderti shesafasebeli adgilia. me vambob, rom erterti sauketeso adgilia amistvis. tanac koncertze bevri sxva faqtori moqmedebs, magalitad rogori xmis jgeradobaa darbazshi amas udidesi mnishvneloba aqvs. cudma jgeradobam jgufis shefasebazec uaryofitad sheidzleba imoqmdos.

  2. #3 by zura on April 24, 2010 - 12:21 pm

    koncertebamde jer repeticiebze vfiqrobt da…😀
    xoda maris vetanxmebi ro eg sauketeso proeqtia imis dasadgenad tu realurad vin ras carmoadgens.. ogond akustikur variantshi…🙂

  3. #4 by nastasia on May 17, 2010 - 10:10 pm

    აივანზე გადაღებულ ვიდეოებს შემთხვევით წავაწყდი იუთუბზე ამასწინათ და მართლა კარგი იდეაა.

    უბრალოდ, მე რომ ვაკეთებდე, ჯგუფებს დაკვრის გარდა ვალაპარაკებდი კიდეც.

    რამდენიმე წლის მერე უფრო საინტერესერო სანახავი იქნებოდა🙂

  4. #5 by NoNaMe on October 1, 2010 - 10:07 pm

    სიმღერა მომეწონა…🙂 ესენი აივანზე მღერიან და ლელა წურწუმია დიდ სცენაზე… სასაცილოა ისე ჩვენში რო დარჩეს…🙂

  1. Aivani winner 2010 « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: