საოცნებო კინო-როლი

როგორ მინდა ვინმემ ფილმში გადამიღოს. ნუ კარგ ფილმში რა თქმა უნდა😀 ისე კი მქონია ასეთი შემოთავაზება. ერთხელ ქუჩაში მივდიოდი. წყლის დასალევად გავჩერდი შადრევანთან. ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოვიდა, გამეცნო თავაზიანად: რეჟისორი ვარ, ფილმს ვიღებ და მონაწილეობა ხომ არ გინდაო. თან დაუმატა, რომ გაშიშვლდე ფილმში მაგის საწინააღმდეგო რამე ხომ არ გაქვსო. რა მოხდა ლიკა ქავჟარაძეც კი გაშიშვლდა ჩემს ფილმში, ხელოვნებისთვის ღირსოო. ხოდა არა-მეთქი, ძმა მყავს ძველი ბიჭი და ასეთ რამეს ვერ აიტანს :D:D:D თუ გადაიფიქრებ დამირეკეო და ნომერი დამიტოვა🙂 მერე ის ახალგაზრდა რეჟისორი TV-ში ვნახე რომელიღაც შოუში (მაიასთან, ქაჯაიასთან თუ ნანუკასთან აღარ მახსოვს). ფილმი გადაეღო “სკანდალური” სცენებით😀

დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რამე მძაფრსიუჟეტიან ფილმში, მაგალითად ასეთში:

მიყვარს მებრძოლი ქალის როლები😀 წარმოიდგინეთ ასეთი როლის შესასრულებლად ჯერ მარტო რამდენი ფიზიკური ვარჯიშია საჭირო. მსუბუქი ყოფაქცევის ქალის გმირიც საინტერესოა ჩემთვის. ვითამაშებდი ასეთ ქალს, ოღონდ კაბირიასნაირი მეძავები არ მხიბლავს, გულუბრყვილო და მეოცნებენი, ცოტა რო “წაუსტერვებენ” ეგეთები მირჩევნია😀
ხო კიდევ მხიბლავს დედოფლების და პრინცესების როლი😀 ეს ალბათ ბავშვობიდან გამომყვა😀
თქვენ რომ შემოგთავაზონ ფილმში მონაწილეობა, ვის როლს ითამაშებდით?🙂
ამ პოსტში ვთაგავ zurriuss, mecmikvarkhar , ket_eva_n და თამთას🙂

, , ,

  1. #1 by Zurriuss on April 26, 2010 - 2:49 am

    ნუ ახლა, როცა ადამიანი, როგორც შენ, იმ დონის პროფესიონალად ითვლები, რომ როლებს აქეთ ირჩევ, მაშინ ჰო…
    თუარა და მსახიობობა თავის თავში ნებისმიერ როლს მოიაძრებს :))

    • #2 by dreamar on April 26, 2010 - 9:54 am

      რა თქმა უნდა მსახიობმა ყველა როლის შესრულება უნდა შეძლოს🙂 მაგრამ ხომ არის ისეთი როლები, რომელთა შესრულება ყველაზე მეტად გინდა🙂

  2. #3 by mecmikvarkhar on April 26, 2010 - 6:46 am

    თუ არჩევანზეა საქმე არასოდეს ვითამაშებდი ჯულიეტას, უარს არ ვიტყოდი ოფელიას როლზე, სიამოვნებით ვითამაშებდი მძაფრსიუჟეტიან ან სათავგადასავლო ფილმში, ოღონდ ძლიერი ქალის როლს (“resident evil” და “tomb rider” ) და კიდევ “მებრძოლთა კლუბში” ბრედ პიტის და ედვარდ ნორტონის პარტნიორობა იქნებოდა (ჰელენ ბონემ კარტერის პერსონაჟი) სასიამოვნო🙂
    და ნიკოლ კიდმანის პერსონაჟები მიყვარს თითქმის ყველა, განსაკუთრებით “მულენ რუჟი”, “ცივი მთა” და “საათები” …

    მეყოფა ეხლა თორე ძალიან გადავიჭერი ფანტაზიებში 🙂

    • #4 by dreamar on April 26, 2010 - 9:57 am

      პარტნიორები როგორ დამავიწყდა😀 დიდი სიამოვნებით გავუწევდი პარტნიორობას ჯონი დეპსა და ჯოს ჰარტნეტს😀😀😀

      • #5 by mecmikvarkhar on April 26, 2010 - 10:07 am

        ჯუდ ლო-ზე რას იტყოდი🙂 მე სიამოვნებით ვიქნებოდი მისი პარტნიორი ბევრ ფილმში🙂

  3. #6 by dreamar on April 26, 2010 - 10:25 am

    ჯუდ ლო❤ მაგის პარტნიორობაზეც არ ვიტყოდი უარს😀 კიდე ორლანდო ბლუმი გამომრჩა😀 რა დალევს სასურველი პარტნიორების სიას :)))) ჯეკი ჩანსაც გავუწევ პარტნიორობას ოღონდ ფილმში მონაწილეობა შემომთავაზონ😀

  4. #7 by ket_eva_n on April 26, 2010 - 2:55 pm

    საინტერესო პოსტია:) და შენმა კითხვამ დამაფიქრა:) მე ალბათ ვითამაშებდი პენელოპა გრუზისეული ქალის როლს- ცოტა გიჟი და სასურველი ქალის როლს..

  5. #8 by Sophie Golden on April 26, 2010 - 7:44 pm

    ჰაჰა
    რა მაგარი პოსტია, მგონი, ყველა შენს სხვა პოსტზე გემრიელად ჩამეკითხვინა…

    • #9 by dreamar on April 26, 2010 - 8:52 pm

      ui martlaa? madlobaa :***

  6. #10 by polleo on April 29, 2010 - 4:54 pm

    ვაა მარიი შენ არ ხუმრობ ხო იციი კაი ქენი იმ ვიგაცას რო არ დათანმხდიი … მერე რა ცდა ბედის მონახევრია მერეც გექნება კაი შემოთავაზება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: