Salad Fingers – რა ხდება ჩვენს ქვეცნობიერში

Salad-Fingers

ამ მწვანე არსებას Salad Fingers ჰქვია. ის ამავე სახელწოდების სურეალისტური მულტფილმის გმირია. “Salad Fingers” ფსიქოლოგიური ჰორორ-ანიმაციაა, შავი იუმორით. ცოტა არ იყოს დამთრგუნავი მულტფილმია, თუმცა, შიგადაშიგ არის სასაცილო მომენტებიც. მთავარი გმირი ადამიანის მსგავსი არსებაა, რომელიც სიამოვნებას იღებს თითების ამა თუ იმ საგანზე ხახუნით. ცოტა დეპრესიული ტიპია, გიჟი და საშიშიც. მაგრამ კეთილი გული აქვს. ერთ უბადრუკ, უდაბნოს მსგავს ადგილას ცხოვრობს სრულიად მარტო. თავის წარმოსახვაში აცოცხლებს უსულო საგნებს და ელაპარაკება ხოლმე. მაგალითად, უყვარს საკუთარ თითებთან ლაპარაკი. ერთერთ სერიაში გვამს იპოვის საკუთარი სახლის მახლობლად, აბაზანას მიაღებინებს და ერთ ჭიქა ჩაიზეც მიიპატიჟებს შინ. ერთი სიტყვით, Salad Fingers საშინლად მარტოსულია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მულტფილმის მუსიკალური გაფორმება. განწყობა, რომელიც “Salad Fingers” -ის ყურებისას დაგეუფლებათ, პირველ რიგში, შემზარავი მუსიკის დამსახურებაა. მულტფილმში გამოყენებული მელოდიები ეკუთვნის ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის ნაცნობ ბენდებს Boards of Canada, Aphex Twin , მუსიკოსს Brian Eno … ერთი სიტყვით, მუსიკა ძალიან შთამბეჭდავია.

“Salad Fingers” 2004 წელს შექმნა ინგლისელმა David Firth-მა, რომელიც მხოლოდ 27 წლისაა (მე პირადად მეგონა, რომ უფრო ხნიერი უნდა ყოფილიყო). დევიდი სხვა ანიმაციური ფილმების ავტორიცაა, მაგალითად “Burnt Face Man”. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სუპერმენის ერთგვარ პაროდიას. “Salad Fingers”-თან შედარებით უფრო კომედიურია, თუმცა, ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორც “სალათის თითებიანმა”😀 დევიდი შთაგონების წყაროდ მიიჩნევს South Park-ს, რეჟისორებს Tim Burton-სა და David Lynch-ს.

უყურეთ “Salad Fingers” და თქვენ აღმოჩნდებით სურეალისტურ სამყაროში, რომელიც საზიზღარ სიზმარს ჰგავს. გაფრხთილება: არავითარ შემთხვევაში არ ანახოთ ეს მულტფილმი ბავშვებს!

, , , , , , , , ,

  1. #1 by ნან on May 2, 2010 - 5:07 pm

    ძალიან მომეწონა, მთელი საღამოა ვუყურებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: