უნიჭობის ზეიმი – Tbilisi Fashion Week, Newcomers Day

9 მაისს თბილისის მოდის კვირეულზე გაიმართა 12 ახალბედა დიზაინერის კოლექციის ჩვენება. Tbilisi fashion week-მა სტარტი 6 მაისს აიღო Radisson Blue Iveria-ში. მასში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა ქართველმა დიზაინერებმა, როგორიცაა თამუნა ინგოროყვა, ბიჭოლა, დათუნა სულიკაშვილი … დაახლოებით ერთი თვით ადრე, მარტში, თბილისში გაიმართა მოდის კვირეული, ოღონდ Georgian Fashion Week-ის სახელით. ჩემთვის გაუგებარია რა განსხვავებაა Tbilisi fashion week-სა და Georgian Fashion Week-ს შორის, ან რა საჭიროა მოდის ორი კვირეულის გამართვა ერთსა და იმავე დროს? (წესით უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ: გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციების საჩვენებლად) ეტყობა აქაც თავი იჩინა ქართველების ორიგინალურმა ჩვეულებამ: ყველაფრის აღნიშვნა ხომ ორჯერ გვიყვარს😀
Georgian Fashion Week-გან განსხვავებით თბილისის მოდის კვირეული შედარებით ნაკლები გრანდიოზულობით მიმდინარეობს (11 მაისს არის დახურვა). ყოველ შემთხვევაში მედიასა და საზოგადოებაში მას ნაკლები ყურადღება ხვდა წილად. შეიძლება ეს იმის გამოა, რომ ქართული მოდის კვირეული პირველად ჩატარდა საქართველოში და თან უფრო ადრე. Georgian Fashion Week-ის აურზაური კარგად მახსოვს: წითელ ხალიჩასთან ჩასაფრებული ჟურნალისტები, გამოპრანჭული “ფეშენ” საზოგადოება, რომლის წარმომადგენლებიც სიამოვნებით ყვებოდნენ კამერის წინ ვისი ტანისამოსი ეცვათ, ჩვენების ბოლოს კი ელვისებური სისწრაფით გარბოდნენ შოუ-რუმისკენ მოსალოცად, გავსებული დარბაზი (ერთი ამბავი ყოფილა სკამების დაკავებაზე)…
ასეთ ფაქტებს 9 მაისს არ ჰქონია ადგილი. პოდიუმი მშვენივრად იყო მოწყობილი, ადგილების დაკავებაზეც არ იყო წეწვა-გლეჯა და ფეხზე დაბიჯებებსაც ავცდი😀 დიზაინერებს რაც შეეხება: იყვნენ ისეთები, ვისაც საინტერესო და ორიგინალური კოლექციები ჰქონდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გაუგაბარია რატომ მოხვდნენ Fashion week-ზე: მაგალითად მათ კოლექციას ამშვენებდა ჩვეულებრივ მაღაზიაში თუ ბაზრობაზე ნაყიდი ჯინსის შარვალი😐 მომეწონა კოლექცია სათამაშოებით, ასევე ნაქსოვი და საბჭოთა თემაზე შექმნილი კოლექციები. 12 ახალბედა დიზაინერთაგან ჟიურის უნდა შეერჩია ერთი გამარჯვებული, ჯილდო მთელ კოლექციის დაფინანსება იყო. მოდელების შექმნა ძვირი ჯდება, მითუმეტეს ახალბედა დიზაინერებს არ აქვთ იმის საშუალება რომ ერთი სრულყოფილი კოლექცია შექმნან. ზოგ დიზაინერს მხოლოდ 5 მოდელი ჰქონდა გამოტანილი. ჟიურის გადაწყვეტილებით (ერთერთი წევრი იყო მაკა ასათიანი, დანარჩენები არ მახსოვს) გამარჯვებული გახდა შაკო ნიკვა. მე განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე მის კოლექციაში, ჩემი აზრით, ასეთი ტანისამოსის შექმნას ყველა შეძლებდა: “კალგოტკები” და ზემოდან შავი ფერის კოსტიუმები:| რა პრინციპით შეირჩა გამარჯვებული, გაუგებარია.  ასევე გაუგებარია რატომ მოხვდნენ პოდიუმზე მოდელები, რომლებმაც სიარულიც კი არ იცოდნენ. საერთოდ გავრცელებული აზრია, რომ ქართველი მოდელი გოგონები შეუხედავები და მახინჯები არიან. იქ იყო რამდენიმე ისეთი მოდელიც, რომელიც ამ შეხედულებას ამართლებდა. დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექციის ჩვენებისას ვინ აჩვენებს მას, როგორ და რა მუსიკის ფონზე. შეიძლება ტანისამოსი არაჩვეულებრივად ლამაზი და ორიგინალური იყოს, მაგრამ თუ მოდელები არ შეეფერებიან მას, ვერ მიიტანენ მაყურებლამდე ტანისამოსის სილამაზეს. ამ შემთხვევაში წარუმატებლობა დიზაინერისთვის გარანტირებულია. რაც შეეხება Tbilisi Fashion Week-ის მუსიკალურ გაფორმებას, ზოგი დიზაინერის კოლექციის მუსიკალური გაფორმება ძალიან მომეწონა, ზოგზე კი თითქმის ჩამეძინა (მაგალითად, ნაქსოვი მოდელების ჩვენებისას). იმედია მომავალში თბილისის მოდის კვირეულზე ახალბედა დიზაინერთაგან გამარჯვებულის შერჩევის კრიტერიუმები უფრო ნათელი იქნება, მოდელები უფრო დახვეწილები და პოდიუმზე სიარულის მცოდნეები, მუსიკალური რეჟისორი კი უფრო გამოცდილი🙂

, , , , , , , ,

  1. #1 by Tamta on May 12, 2010 - 6:42 am

    va, aseti domxalizacia iyo?🙂 esec siroba gamovida, rogorc bevri sxva rame am qveyanashi? :(((( me kide megona, magari iqneboda. da luba rogor gamovida?🙂 imedia, vinmem mainc daafasa da sheafasa…

    • #2 by dreamar on May 12, 2010 - 11:26 am

      siroba ar gamosula, kargi iyo, ubralod detalebi iyo dasaxveci. luba kargad gamovida🙂

  2. #3 by melano on May 16, 2010 - 5:35 pm

    ici raaaa kvelafers chirdeba gamocdileba. lanzgva da kritika sxvadasxva ragacaa. me zaliam momecona naqsovebi. ragac axali da tanamedrove iko. tavisufali. tavidan qartvelebs grzeli enebi gvaqvs ragacas vakritikebt da mere imas vaketebt rac adre ar mogvconda. cota frtxilad vikot lanzgvastan

    • #4 by dreamar on May 16, 2010 - 9:45 pm

      გეთანხმები, რომ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე დახვეწისთვის საჭიროა ჯანსაღი კრიტიკაც. იმედია ლანძვასთან დაკავშირებით შენი შენიშვნა მე არ მეხება🙂 არავინ არ გამილანღღავს და რავიცი …

  3. #5 by Valentino on May 18, 2010 - 10:42 am

    Kaia,

    aseti kritikosebi rom ar gvyavdes swrafi tempebit ver ganvvitardebit, amitom tak derjat da chemtvis dzaan mnishvnelovania aseti statiebi arsebobdes xolme da tan tvalsachinod arsebobdes, imitom rom motivacia gveqneba ufro meti saqmeebis kargad saketeblad

  4. #7 by mariti on May 20, 2010 - 1:17 pm

    sheqmeni shako nikvanairi koleqcia da shemdeg shegedzleba aseti kritikuli temis daweris uflebac🙂

    • #8 by dreamar on June 3, 2010 - 7:35 am

      shen fiqrob rom axla ar maqvs kritikis gamotqmis ufleba? :O jer erti yvelas aqvs tavisi azris gamoxatvis tavisufleba, meore: dizaineroba rom mdomeboda da koleqciebis shekmna, blogeri namdvilad ar viqnebodi😀

  5. #9 by nuca on September 19, 2010 - 8:28 am

    hai

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: