Traditional Media vs Social Media

დღეს გავიცანი ბლოგსივრცის კორიფეები (:P): დოდკა, თინი, ლანდიშა, katiee, piccolina . დოდკამ შემოგვთავაზა მინიპროექტში მონაწილეობა, რომელიც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით შედგება. პროექტი შემდგომში მდგომარეობს: უნდა გავაშუქოთ არჩევნების პროცესი თბილისის უბნებში. ამასთან ერთად რეგიონებში არჩევნებს გააშუქებენ იქაური მედიის წარმომადგენლები. შემდეგ ეს ინფრომაცია დაიდება ბლოგზე და მოხდება ტრადიციული (რეგიონის ჟურნალისტები) და სოციალური მედიის (ჩვენ, ბლოგერები) მიერ მოპოვებული ინფორმაციის შედარება. ამ ყველაფერს ერთგვარი “კონკურსის” სახე ექნება.
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე გავიცანი ასევე რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები. ძალიან კარგი ტიპები არიან. გულისხმიერები, აქტიურები, ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ, გამოცდილება გაგიზიარონ. ია ანთაძისგან ბევრი მსმენია რეგიონის ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე. ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტრადიციულ და სოციალურ მედიას შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე, მათ უპირატესობებსა თუ ნაკლზე. ორივე “ბანაკის” წარმომადგენლები ვცდილობდით წარმოგვეჩინა ჩვენი მედია უპირატესად მეორესთან შედარებით😀 უნდა აღინიშნოს რომ ორივეს აქვს ნაკლი და დადებითი მხარე. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ეს მხარეები: ტრადიციული მედიის უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მას სოციალურთან შედარებით უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს. (თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა ჩემი აზრით. აქტიური ინტერნეტიზაციის პირობებში სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა უფრო გაიზრდება). ასევე ინფორმაცია არის უფრო მეტად ობიექტური. ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ შესაძლებელია მედიის კონტროლი, ჟურნალისტები შეზღუდულები არიან თავისუფლებაში. სოციალური მედიის დადებითი მხარეა ის, რომ ინფორმაციის გავრცელება არ არის დაკავშირებული არანაირ ფინანსებთან (მთავარია ხელი მიგიწვდებოდეს ინტერნეტზე). ასევე ამ ინფომაციის გაცნობაც არაა დაკავშირებული ხარჯებთან. ინფორმაცია არის უფრო მრავალფეროვანი, სოციალური მედიის მუშაკები (ოჰ როგორ მიყვარს ეს სიტყვა მ უ შ ა კ ი ) უფრო თავისუფლები არიან. უარყოფითი მხარეა ის, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ა) ზედმეტად სუბიექტური, ბ) პირადული – სავსებით შესაძლებელია ვინმემ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენოს ეს ინფორმაცია. რადგან სოციალური მედიის წარმომადგენლები არ იცავენ სტანდარტებს, მაგალითად, არ გადაამოწმებენ იფორმაციას და გრძნობენ ნაკლებ პასუხისმგებლობას, ამის გამო უფრო დიდი შანსია გახდნენ დეზინფორმაციის გამვრცელებლები.

რომელი მედია უფრო დიდ ნდობას იმსახურებს საზოგადოებაში, ამის გარკვევა რთული საკითხია. მე მაგალითად, ამბებს რა ხდება საქართველოში, ძირითადად facebook-იდან და ბლოგებიდან ვიგებ. რა თქმა უნდა ამით არ ამოუწურება ტრადიციული და სოციალური მედიის შედარების თემა. რავ ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე, ის ჩამოვთვალე.

რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებმა გაგვიზიარეს არჩევნების გაშუქების გამოცდილება. ესე იგი, თუ ოდესმე მოგინდებათ დააკვირდეთ არჩევნებს, პირველი რიგში უნდა ა) გაიაროთ აკრედიტაცია ცესკო-ში, ბ) გაეცნოთ საარჩევნო კოდექსს, გ) მოიპოვოთ საჭირო კონტაქტები (გქონდეთ კავშირი სხვა დამკვირვებელ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ა.შ). უკვე ამის შემდეგ უნდა გამოცხადდეთ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე და დააკვირდეთ არჩევნებს, ჩაინიშნოთ დარღვევები, სტატისტიკური მონაცემები არჩევნებისა, საინტერესო განცხადებები და მოკლედ ყველაფერი ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ.

მე პირადად არჩევნების ორი სხვადასხვა მედიის წამომადგენლების მიერ გაშუქებისა და მერე შედარებების გაკეთების იდეა საინტერესოდ მომეჩვენა. მთავარია როგორი გამოვა ეს ყველაფერი. წავედი ახლა, საარჩევნო კოდექსს უნდა გადავხედო😀😀😀

, , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: