Nights Of Arles in Tbilisi

15 მაისს თბილისში ერთდროულად 3 ადგილას: აბანოთ-უბანში, გუდიაშვილის ბაღსა და შარდენზე ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი. კონცერტზე გამოვიდნენ ის ახალბედა ბენდები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Tbilisi Alter\Vision\stars for newcomers-ში.. მუსიკოსები ასე განაწილდნენ სცენის ადგილმდებარეობის მიხედვით: აბანოებთან Mirror Illusion, Rema და პორნოპოეზია უკარვდნენ, შარდენზე The Georgians, Ketrine and me, ABC, გუდიაშვილის ბაღში კი Me and My Monkey და Forest.


The Georgians
Tbilisi Open Air-ს ფესტივალს მონატრებულს ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა 15 მაისი. ეს ფესტივალი შარშან ზუსტად ამ დროს დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, Tbilisi Open Air 2010 აგვისტოს გაიმართება ბათუმში და შესაძლოა Prodigy ჩამოიყვანონ. ეს ინფორმაცია პირად საუბრებში გაისმა, ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა. Nights Of Arles in Tbilisi-მ სულ მცირედ მაინც დააკმაყოფილა ჩემი სურვილი Open Air-ის ფესტზე ყოფნისა.
ჩემი პირველი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ სამივე სცენაზე კონცერტი იწყებოდა ერთსა და იმავე დროს: 8 საათზე. არადა ყველა ჯგუფის გამოსვლა მაინტერესებდა, ეს კი შეუძლებელი აღმოჩნდა. უკეთესი იქნებოდა სხვადასხვა დროს დაწყებულიყო ეს კონცერტები. სამი სცენის იდეა თავიდან არ მომეწონა, მაგრამ მერე რომ ვნახე თბილისის ქუჩებში აქთ-იქით, ერთი სცენიდან მეორისკენ მოსიარულე ხალხი, ეს იდეაც დავაფასე. პატარა “მოგზაურობას” დაესმგავსა ეს მიმოსვლა: ტოვებდი ერთ სეცნას და მიდოდი მეორესთან იმის ფიქრით, აბა აქ ახლა ვინ უკრავს ნეტავ, როგორი სცენაა, როგორი ხმაა, სჯობია თუ არა პირველ სცენას, რამდენი ხალხი იქნება, ნაცნობები თუ იქნებიან და ა.შ. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი ნამდვილად ამ ფიქრებით მივდიოდი სხვა სცენისკენ.
თავიდან ბევრი წუწუნი მოვისმინე ხმის ჟღერადობაზე. ნახეს რა გამომსვლელმა ბენდებმა აპარატურა, მაშინვე გამოთქვეს უკმაყოფილება: ამ აპარატურით რა “ზვუკი” უნდა დააყენო, საშინელება იქნებაო. ამ სამი სცენის აწყობას სჯობდა ერთი გაეკეთებინათ და ხარისხიანი აპარატურა დაედგათო. საბოლოოდ კონცერტზე ხმის ნორმალური ჟღერადობა იყო (ნორმალურში ვგულისხმობ თბილისისთვის, საქართველოსთვის ნორმალურს😀 )


My And My Monkey

შარდენზე კონცერტი რამდენიმე წუთით შეჩერდა: სიონიდან გადმოსულმა მღვდლებმა ორგანიზატორებს სთხოვეს ცოტა ხნით შეეწყვიტათ დაკვრა, რადგან პატრიარქი იყო მობრძანებული ტაძარში. Sound-check-იც მოგვიანებით შედგა, რადგან სიონში ამ დროს წირვა მიმდინარეობდა. ადრეც მითქვამს, რომ როკ-კონცერტზე ანაფორიანების დანახვა შიშს მგვრის. თანაც ხალხში მმკ-ს რამდენიმე წევრი დავლანდე😐 საბედნიეროდ კონცერტი მშვიდობიანად გაგრძელდა და დასრულდა.

ამ დღეს ვნახე უამრავი ნაცნობი, დავლიე ბევრი ლუდი, ვიცეკვე დაღლამდე. მოკლედ მშვენიერი დრო გავატარე🙂

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by gigi on May 17, 2010 - 12:07 am

    კაი იყო, მეც მშვენივრად გავერთე. ცუდია რომ ვერ გნახე🙂

    იმ შუშებიან ხიდზე საიდან მოვხვდი დილისკენ ლუდით და არყით ეგ კარგად აღარ მახსოვს :)))

    • #2 by dreamar on May 17, 2010 - 10:52 am

      მაგ ხიდზე მეც მინდოდა გავლა, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი აქეთ-იქით სიარულისგან, ვეღარ მივაღწიე იქამდე. ლამაზი ადგილი შეგირჩევია ისე ღამის გასატარებლად :დ:დ :დ

  2. #3 by ket_eva_n on May 17, 2010 - 8:22 am

    ასეთი კონცერტები მიყვარს იმიტომ, რომ ყოველდღიურობას გავიწყებს.. არ ფიქრობ,რომ ხვალ წასასვლელი ხარ სამსახურში, გასაკეთებელია ათასი რაღაც.. პირად ცხოვრებაში პრობლემებია და ა.შ. უბრალოდ უსმენ და თითქოს ეს დღე გაგრძელდება მუდმივად..

    • #4 by dreamar on May 17, 2010 - 10:55 am

      მეც ძალიან მიყვარს, კარგი იქნება რომ ხშირად იყოს ხოლმე და არა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ😐 ყველაზე ცუდი კონცერტის დასასრული ან მეორე დღეა, როცა აცნობიერებ რომ მინიმუმ რამდენიმე თვე მოგიწევს დაცდა მომავალ ასეთ კონცერტამდე😐

  3. #5 by TATIA on May 17, 2010 - 9:42 am

    raxan scena eklwsiastan ase axlos gaaketes, tavidan megona rom ragac darbevis msgavsi iqneboda…

    • #6 by dreamar on May 17, 2010 - 10:57 am

      მეც სულ ასეთი ფიქრები მიტრიალებს თავში😐

  4. #7 by bluekittie on May 17, 2010 - 8:48 pm

    მშურს იმ ქვეყნების, სადაც ასეთი რამ ხშირად ხდება.. :-S რა იქნებოდა, ჩვენს კულტურაში დაიდოს ამან ბინა და ხშირად ხდებოდეს :-S

  5. #8 by nastasia on May 17, 2010 - 10:03 pm

    აი, ვიცოდი რო შენ ამაზე დაწერდი.
    ხოოდა, სეირნობის პროცესი კი კარგი იყო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ერთსა და იმავე დროს კონცერტების დაწყება ცუდი იდეა იყო, იმიტომ რომ თბილისში მსგავსი ფესტები არ ტარდება ისე ხშირად, რომ სამი კონცერტი და 8 ჯგუფი ერთად დაიყარო თავზე/

    კიდევ, უკვე სასტიკად მაღიზიანებენ ორგანიზატორები, რომლებსაც პრესა და პიარი ყურმოკვრითაც კი არ გაუგიათ და ვერასოდეს ვერ ვიღებ მაგათგან ვერანაირ ინფორმაციას😦

    და
    იდეალური საღამო იყო, ტოჟე მნე ბევრი ლუდით, ბევრი ადამიანებით, ბორიალით და მუსიკით.ნუ ცეკვვა პროსტა ნე მაგუ 😦

    • #9 by dreamar on May 18, 2010 - 12:33 am

      დაგინახე ფოტოებს რომ იღებდი, მგონი შენ იყავი :)))) რაც შეეხება სამი სცენის იდეას – მომეწონა, მაგრამ არა ერთდროულად დაწყება სამივე კონცერტისა. აჯობებდა სხვადასხვა სცენაზე სხვადასხვა დროს დაწყებულიყო.

  6. #10 by nastasia on May 19, 2010 - 5:30 pm

    xoo, mec ertdroulad dacyeba vigulisxme da fotoebs vigebdi ki :))))

  1. The Georgians 5 წლისაა! « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: