სად უნდა ვეძებოთ ქართველი ქალების მიგრაციის მიზეზი

სიდუხჭირის გამო ქალი იძულებულია წავიდეს საზღვარგარეთ. იქ დღედაღამ დაუღალავად მუშაობს, გამომუშავებულ ფულს კი საქართველოში დარჩენილ ოჯახს უგზავნის. ამ ფულით შვილი ახალ მობილურს ყიდულობს, სახლში ევრორემონტს აკეთებენ, ქმარი საყვარელსაც ამით არჩენს. მოკლედ ცხოვრებას იწყობენ ქმარიც, შვილიც და ქმრის საყვარელიც. ეს ყველაფერი საზღვარგარეთ მომუშავე ცოლის მიერ გამოგზავნილი ფულის ხარჯზე ხდება. ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ზოგმა შესაძლოა ამ ქალში მეზობელი, ნათესავი, ან სულაც საკუთარი დედა ან ცოლი ამოიცნოს. სამწუხარო რეალობაა. მაინც რა არის ქართველი ქალების მიგრაციის მიზეზი? მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა? თუ სხვა მიზეზებიც გამოიძებნება? ზუსტად ამ თემას ეხებოდა ამას წინათ გოეთეს ინსტიტუტში გამართული დისკუსია. დისკუსიამდე ნინო ფურცხვანიძის დოკუმენტური ფილმი “რა თქმა უნდა ამერიკაში” აჩვენეს. საინტერესო ფილმია: მთავარი გმირი ქეთინო ხარშილაძე ბავშვობიდან ოცნებობს ამერიკაში წასვლაზე. ერთ მშვენიერ დღესაც ოცნება აუხდება: ის არალეგალური გზით ამერიკაში გაემგზავრება. ქეთინო აღწერს, როგორ ხდება კანონის დარღვევით მიგრანტების გადაყვანა ამერიკაში, რამდენად რთული და საშიში საქმეა ეს. ქეთინოს იჭერენ და ის ამერიკულ ციხეში ხვდება, მაგრამ ფილმის გმირი მაინც ბედნიერია. ამერიკული ციხე მისთვის კურორტივითაა. ქეთინო ამბობს, რომ ეს არალეგალური მოგზაურობა მისთვის საინტერესო და მრავალფეროვნებით აღსავსე იყო. მან უდიდესი გამოცდილება მიიღო. მომავალი მეუღლეც, ჯონი, ამერიკაში გაიცნო. რამდენიმე წლის მერე ქეთინოს ისევ საქართველოში აბრუნებენ. ახლა ის ისევ აქაა და ისევ ამერიკაში წასვლაზე ოცნებობს.

“მიგრაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური მოტივით განპირობებული”, – აღნიშნა დისკუსიაზე ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა. “ერთერთი დაფარული მოტივია კარჩაკეტილობისგან, ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა, თავისუფლების მოპოვების მოტივი”. ლელა გაფრინდაშვილმა მაგალითად მოიყვანა ერთერთი შეძლებული ქართველი ქალბატონის ამბავი, რომელიც, მიუხედავად შესანიშნავი ეკონომიკური მდგომარეობისა, საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა და თბილისში დატოვა ქმარ-შვილი. “ძალიან ბევრმა ემიგრირებულმა ქალმა ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი”.

მართლაც, უცხო ქვეყანაში ყოფნა უდიდეს თავისუფლებას განიჭებს. შენ შეგიძლია თავი შორს დაიჭირო როგორც იქაური, ასევე შენი კულტურისაგან, შენ აღარ ხარ შებოჭილი მშობლიური დაუწერელი სოციალური ნორმებით. უცხოელობა – ეს ერთგვარი მომგებიანი როლია.

მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციას აქვს უარყოფითი მხარეები (შორდები შენს ოჯახს, ეწევი მძიმე სამუშაოს), მას პლუსებიც გააჩნია: ახალი გარემო საუკეთესო საშუალებას ქმნის იმისთვის, რათა გაერკვე შენს თავში, ხელახლა აღმოაჩინო ის, მოიპოვო შინაგანი თავისუფლება, მიიღო უდიდესი გამოცდილება. თუ გვინდა, რომ ქალებმა არ მიატოვონ ოჯახები, მარტოოდენ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების გზით ეს შეუძლებელი იქნება. ცოტა უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ცოლებსა და დედებს, უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭეთ – ასეთ დასკვნამდე მივედი დისკუსიის შემდეგ😀

, , , , , ,

  1. #1 by Sophie Golden on May 21, 2010 - 1:06 pm

    მეეჭვება, ვინმე საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიოდეს და მიზეზად “კარჩაკეტილობისგან” დაღწევა იყოს😐 ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ უამრავზე უამრავ ასეთ ემიგრანტ ქალს ვიცნობ, რომლებმაც მხოლოდ იმიტომ მიატოვეს ოჯახები, რომ მათ ქმრებს ოჯახის შენახვის ტ… არ ჰქონდათ.
    მე თუ მკითხავ, სულელები არიან ის ქალები, უსაქმურ და ბირჟავიკ ქმრებს რომ ინახავენ. პრინციპში, ახლა რომ დავფიქრდი, შეიძლება ერთფეროვნებისგანაც უნდოდეთ თავის დაღწევა, როცა ასეთი “საოცნებო” ქმრები ჰყავთ😐 რა რთულია ცხოვრება.

    კარგი პოსტი იყო.

    • #2 by dreamar on May 23, 2010 - 11:07 am

      ბევრი მიფიქრია, რატომ ინახავენ ქალები ასეთ ქმრებს და როგორ უძლებენ საერთოდ ან რატომ😐 ალბათ აქაც ეს პრინციპი მოქმედებს, რომ “ოჯახი უმთავრესია” და “ქალი მორჩილი უნდა იყოს, ბედს უნდა შეეგუოს”😐

  2. #3 by Nina Gorecki on June 19, 2010 - 1:36 pm

    მე თუ წავალ, ეს ალბათ სოციალური პრობლემების გამო იქნება. როგორი მრავალფეროვანი ცხოვრებაც არ უნდა მქონდეს აქ, ვგიჟდები როცა მეზობელი დილის რვა საათზე კედლის ნგრევას იწყებს ან ოთხ საათზე გაღვიძებს ვიღაცის მრავალჟამიერი :(((( და რამდენი გამონაბოლქვია გარეთ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: