აჯაფსანდალი, რომელიც მერიამ შემოგვთავაზა

დღეს დიდი აურზაური იყო თბილის-ქალაქში. დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა სრულიად საქართველო. ჯერ ყვავილების ფესტივალი გაიმართა შარდენზე, გმირთა მოედანზე მემორიალი გაიხსნა, ევროპის მოედანზე კი ყვავილების საათი გაკეთდა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობაც დღეს დასრულდა, ამ ყველაფერთან ერთად ტრადიციულად აღლუმიც მოეწყო. დამოუკიდებლობის დღის ზეიმი დაგვირგვინდა, როგორც ქართული მედია გვაუწყებს, გრანდიოზული გალა-კონცერტით. სპეციალურად ამ კონცერტისთვის საქართველოში ჩამოვიდა Boney M, ასევე მანანა მენაბდე და ნიკა კოჩაროვი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ფრიად გავოცდი კონცერტის მონაწილეთა ვინაობა რომ გავიგე: სად კოჩაროვი და სად გულნაზ გოლეთიანი, ან სად ლადო ბურდული და სად სუხიშვილები :|ალბათ მიზანი რაც შეიძლება მეტი ხალხის მოზიდვა იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. თავიდან ამდენი ადამიანი რომ დავინახე, რატომღაც ჯექსონის კონცერტი გამახსენდა. უამრავი ფანი რომაა შეკრებილი, თან ყვირიან “მაიკლ, მაიკლ!!!” და მაიკლის დანახვაზე გული მისდით. მშვიდობის ხიდთან შეკრებილ ხალხს ვისი ნახვა ან მოსმენა უნდოდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ თუ მთლად სცენასთან არ იდგებოდი, ეს შეუძლებელი იყო: მუსიკის უსაშინლესი ჟღერადობა იდგა (‘ზვუკი” ანუ). მეგობრებთან ერთად მივედი და 10 წუთზე მეტხანს ვერ გავჩერდი. პრინციპში არც ვაპირებდით იქ დარჩენას, უბრალოდ გვაინტერესებდა რა ხდებოდა. სცენაზე ვიღაც გამოვიდა და მგონი სიმღერა დაიწყო, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვესმოდა და ვერც ვხედავდით ვინ იდგა სცენაზე. შეიძლება Boney M-ის გამო შეიკრიბა ამდენი მოქალაქე. მაგრამ მე თუ მკითხავ, რაღა დროს Boney M-ია, ან აღარ მობეზრდათ როგორც ჩემი ერთი მეგობარი ამბობს ხოლმე, ამ “ნაფტალინისსუნიანი” ჯგუფების ჩამოყვანა? საერთოდ კი ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ასეთ კონცერტს არ უნდა დაესწროს.
დღეს ზუგდიდშიც დიდი აურზაური იყო: იქაც კონცერტი მოეწყო, სადაც მონაწილეობდნენ MС Solaar, Youssou N’dour, Youssoupha, DJ Maia K, Jane Birkin, Grace, ასევე სალომე კორკოტაშვილი, მგზავრები, პორნოპოეზია, String, Rema. იმედი მაქვს, რომ იქ უკეთესი სიტუაცია იყო, ვიდრე აქ მშვიდობის ხიდთან. კონცერტი დევნილების მხარდასაჭერად გაიმართა. ერთერთ პლაკატს რომ მოვკარი თვალი, საიდანაც MС Solaar ნაღვლიანი მზერით შემომცქეროდა, ქვემოთ კი წარწერა იყო “დღეს მეც დევნილი ვარ”, გული ამიჩუყდა და რამის თვალზე ცრემლი მომადგა. ძალიან კარგია, რომ ზუგდიდში გაიმართა ასეთი ღონისძიება, აბა ყველაფერი მარტო თბილისში ხომ არ უნდა ხდებოდეს? ისიც კარგია, რომ დევნილები გვახსოვს და მათ დახმარებას ვცდილობთ. მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში გამართულ კონცერტთა უმეტესობას პოლიტიკური დათვირთვა აქვს და მუსიკა მეორეხარისხოვანია. ამაზე კარგი პოსტი დაწერა ნასტასიამ.

გაღიზიანებული წამოვედი სახლში, ამდენი ხალხის ბედნიერი სახე რომ ვნახე. მაინც რა უხაროდათ არ მესმის. მერე ალბათ ტვ-ში შემდეგი სახის კომენტარებს გააკეთებენ:”არაჩვეულებრივი კონცერტი იყო. ძალიან ვისიამოვნე. კარგი იქნება თუ ხშირად გაიმართება მსგავსი ღონისძიებები. მადლობა მერიას.”
მე კი ჩემდათავად ვიტყვი, მადლობა მერიას არაჩვეულებრივი აჯაფსანდალისთვის!

გთავაზობთ 26 მაისის სურათებს, ცუდი ხარისხისაა, მაგრამ მათი დადება მაინც გადავწყვიტე🙂


მშვიდობის ხიდს მოუხდა სცენა😛


ხალხი “გრუზავიკზე” შემომსხდარიც კი ადევნებდა თვალყურს კონცერტს :დ


პირდაპირი ჩართვა რუსთავი2-დან


ეს ფოტო არაფერ შუაშია დღევადნელ კონცერტთან, უბრალოდ გაჩერებაზე შემთხვევით ვნახე და საინტერესოდ მომეჩვენა😛

, , , , , , , , , ,

  1. #1 by Zurriuss on May 26, 2010 - 11:37 pm

    არადა, ტელევიზორიდან რა მშვენივრად ჩანდა ყველაფერი :)))
    მემორიალის გახსნიდან რამდენიმე წუთში გავიარე გმირთა მოედანზე და დაუმთავრებელი რომ დავინახე, მაგრად ვიკაიფე. ესტაკადა რომ გახსნეს, იმაზე ხომ საერთოდ… არჩევნების მერე გადაკეტავენ ისევ და გააგრძელებენ შემდეგი გახსნებისთვის მზადებას :))))

    • #2 by dreamar on May 26, 2010 - 11:50 pm

      გუშინ რომ გავიარე გმირთა მოედანზე კი გავიფიქრე, ნეტა ხვალამდე როგორ მოასწრებენ – მეთქი სამუშაოს დამთავრებას. თურმე არც დაუმთავრებიათ.

  2. #3 by Dodka on May 26, 2010 - 11:38 pm

    მე ტვ-ში ვუყურე, უფრო სწორად – მაივიდეოზე და ძალიან მომეწონა. არც ერთი წურწუმიასებრი ან ლექსენისებრი, ყველა კარგი იყო. თვითონ იქ ზვუკის ამბავი არ ვიცი, მაგრამ ტვ-ში მართლა მაგრად მომეწონა, არადა ქართულ კონცერტებს დიდად არ ვწყალობ ხოლმე.

    • #4 by dreamar on May 26, 2010 - 11:47 pm

      მეც უნდა ვნახო მერე მაივიდეოზე. იქნებ აზრი შემეცვალოს :დ მაგრამ იქიდან რომ ამ კონცერტისთვის თვალყურისდევნა საშინელება იყო, ეგ უვე გამოვცადე საკუთარ თავზე :დ

  3. #5 by gabo on May 27, 2010 - 12:13 am

    აუ კოშმარი იყო არაფერი ისმოდა . რატომ წავედი საერთოდ . მომღერლებს რა უშავდათ ასე თუ ისე მოისმინებოდა მაგრამ გარემო იყო საოცარი . BoneyM ხომ ანტიკვარია საერთოდ.

  4. #6 by ბაბისა on May 27, 2010 - 9:16 am

    amirchiet me da chamoviyvan musesac da radioheadsac da u2sac da kide visac metyvit imatac😐

    • #7 by dreamar on May 27, 2010 - 12:41 pm

      ai shen tu radioheads chamoiyvaaan … uuu ravici cxovrebis bolomde nebismier archevnebshi shen mogcem xmas :)))

  5. #8 by mynewland on May 27, 2010 - 11:52 am

    kidev kai, ar wavedi. ise, vapirebdi da droze gadavifiqre🙂

    • #9 by dreamar on May 27, 2010 - 12:42 pm

      tu musikis mosasmenad midodi ar girda namdvilad casvla😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: