შთაბეჭდილებები არჩევნებზე

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები ავად თუ კარგად, დარღვევებით თუ მათ გარეშე, შედგა. არ დავიწყებ ამის განხილვას პოლიტიკურ ჭრილში: ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქენი ისედაც არ უჩიოდნენ ასეთი სახის ინფორმაციის სიმწირეს. მინდა დავწერო ამ არჩევნებზე ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ. ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო ის, რომ პირველად მივიღე მონაწილეობა არჩევნების გაშუქებაში. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა შექმნა სპეციალური ექსპერიმენტული ბლოგი ამ არჩევნებისთვის, რომელზეც ინფორმაციას ათავსებენ როგორც ბლოგერები, ასევე ტრადიციული მედიის წარმომადგენლები. მეც ერთერთი იმ ბლოგერთაგანი ვარ. აქ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია http://geoelection.ge/

არჩევნებისთვის მზადება წინა დღით დავიწყე: ჩავალაგე ჩანთაში ყველა საჭირო ნივთი – საშვი, პირადობა, ბლოკნოტი, პასტა, ორი მობილური დამტენიანად, ფოტოაპარატი დამტენიანად, ჩამწერი, “სალფეთქი”, სველი “სალფეთქი”, სარკე, ტუჩის დამარბილებელი საშუალება (მის გარეშე არ შემიძლია :პ), წყალი, იოგურტი, ფული. ვეცადე ადრე დამეძინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. 3 საათი მეძინა მხოლოდ😐 6ზე უკვე ფეხზე ვიყავი. ჩავიცვი. რა თქმა უნდა, რაც შეიძლება კომფორტულად: კეტები, ჯინსები, მაისური.

გავუდექი გზას ჩემს საარჩევნო უბნამდე: კრწანისის ოლქი, უბანი 23, რომელიც მდებარეობს 153-ე სკოლაში. საუკუნეა ამ სკოლაში არ ვყოფილვარ, მეგონა ისევ მოსწავლე ვიყავი და გაკვეთილზე მივისწრაფოდი😛 ზუსტად 7 საათზე უბანზე შევედი და დათვალიერება დავუწყე, მაინტერესებდა, თუ იყო გამოკრული წესისამებრ საარჩევნო სიები, ხმის მიცემის ინსტრუქცია და ა.შ. გამოკრულ საარჩევნო სიას სურათი გადავუღე. ისე მოხდა, რომ გვერდით მდგარი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც მოხვდა კადრში. მაშინვე გამომხედა და აგრესიული ტონით მითხრა: რატომ მიღებ? წაშალე. კომისიის თავმჯდომარის გაცნობაც ასე უნდა😛 რადგანაც ტრენინგზე მკაცრად გაგვაფრთხილეს: არ შეხვიდეთ კონფლიქტში კომისიის თავმჯდომარესთან თუ სერიოზულ დარღვევას არ ეხება საქმე, მას შეუძლია შარი მოგდოთ და გაგაძევოთ უბნდიდან, მეც მშვიდად, ღიმილით ვუთხარი: კი ბატონო, რა პრობლემაა. ფეხი შევადგი თუ არა უბანზე, მაშინვე გავიფიქრე: აქ ალბათ დიდი დარღვევები მოხდება-მეთქი და გაყალბების მცდელობაც იქნება. მაგრამ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა. არჩევნებმა ამ უბანზე ყოველგვარი მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე ჩაიარა. თავმჯდომარე კი ჩემი უბნელი აღმოჩნდა: “უი შენ ოლიას გოგო არ ხარო?”,”კი-მეთქი” და ისე ტკბილად დამიწყო საუბარი: “რამხელა გაზრდილხარო, ვერ გიცანიო და ა.შ”. რას შვრება რა ეს ნაცნობობა😀

დღის განმავლობაში მომიწია ძალიან ბევრ ადგილას მისვლა: პრესკონფერენციებზე, სხვადასხვა უბნებზე…ვაკის მე-6 უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე არ მაძელვდა იმის უფლებას, რომ ჩანაწერთა წიგნი: მხოლოდ მდივანს აქვს ამის უფლებაო. როგორ გეკადრებათ!!! როგორც 2ჯერ 2 ოთხია ისე აქვს უფლება დამკვირვებელს ნახოს ჩანაწერთა წიგნი. საბოლოოდ მაინც ვნახე ის რაც მინდოდა😛

როგორ განახორციელა გოგი თოფაძემ საკუთარი ხმის მიცემის უფლება, მაგის ნახვის ბედნიერებაც მქონდა😀 საათი ველოდებოდი მის გამოჩენას უბანზე, მარტო მე კი არა, უამრავი ჟურნალისტი. შეიძლება ითქვას, რომ გოგის გამო ერთმანეთს გადაუარეს ოპერატორებმა.

ალასანიას პარტიის ოფისში პარტიის წარმომადგენლების განცხადების მოლოდინში ჟურნალისტებმა აღარ იცოდნენ თავი რითი გაერთოთ: ზოგი კარტს თამაშობდა, ზოგი გაშეშობანას. თითქმის ყველა ჩიოდა, რომ აქ ყოფნა გვიან ღამემდე მოუწევდათ და ნატრულობდა “ნეტა მალე დასრულდეს ეს არჩევნებიო”.

საღამოს ისევ ჩემს საარჩევნო უბანზე დავბრუნდი. ხმების დათვლა იყო პრობლემური პროცესი, იმიტომ რომ რაღაც აერიათ და ბალანსი არ დაჯდა. თან მდივანი გვიშლიდა ნერვებს (მე და ახალგაზრდა დამკვირვებლებს): ძალიან ნელა შეჰქონდა მონაცემები ოქმში.

სახლში იმდენად დაღლილი მოვედი, რომ საჭმლის გემოც ვერ გავიგე (გემოს რეცეპტორებზეც იმოქმედა ალბათ ამ დაღლილობამ :D). არჩევნებზე დაკირვების შედეგად შემდეგ დასკვნებამდე მივედი:
1. ძალიან ბევრს, როგორც საარჩევნო კომისიის წევრთაგან, ასევე დამკვირვებელთაგან, არც კი ჰქონდა წაკითხული საარჩევნო კოდექსი.
2. იყვნენ დამკვირვებლები, რომლებსაც სულაც არ აინტერესებდათ, როგორ წარიმართებოდა არჩევნები და არც ადევნებდნენ მათ თვალს.
3. უცხოელი დამკვირვებლებისა და კამერა-მიკროფონიანი ხალხის დანახვაზე კომისიის თავმჯდომარეებს ჟრუანტელი უვლიდათ ხოლმე😀

4. საჩივრის დაწერა კომისიის თავმჯდომარისთვის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია😀

, , , , , , , , ,

  1. #1 by dv0rsky on June 2, 2010 - 6:29 am

    მომეწონა ჩანთის შიგთავსის ჩამონათვალი :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: