I did it!!!

როგორც იქნა მე ეს გავაკეთე. არადა უკვე ორი წელია მინდა. ხან რა მიშლიდა ხელს და ხან რა. გუშინწინ კი უცებ თავში დამარტყა ან დღეს ან არასდროს–მეთქი და ავიხდინე დიდი ხნის სურვილი: პირსინგი გავიკეთე ტუჩის ქვემოთ. ამ დღიდან თუკი სადმე ნაცნობი მხვდება დაახლოებით ასეთი დიალოგი იმართება ჩევნს შორის:
– ვაუუ პირსინგიიი! გიხდება. სად გაიკეთე?
– სახლში.
– სახლში? :O ვინ გაგიკეთა?
– მე თვითონ.
– მართლააა? არ გეტკინა?
– ისე რა.
– გამაყუჩებელი დალიე?
– არა.
– აუუ როგორ გაუძელი…
ნემსის გაყრის პროცესის დროს ტკივილი საერთოდ ვერ ვიგრძენი. თან რაღაც წუთები მოვუნდი. გამიხარდა, თურმე რა ადვილი ყოფილა–მეთქი, მაგრამ ჩემი სიხარული ნაადრევი იყო. უშუალოდ პირსინგის გაკეთების პროცესი იყო ძალიან რთული. სქელი აღმოჩნდა და ვერაფრით ვერ ეტეოდა ნახვრეტში. რამდენჯერმე მომიწია კიდევ გახვრეტა რამდენიმე ნემსით. ბევრი წვალების მერე როგორც იქნა გავიკეთე პირსინგი, ისე გამიხარდა მისი მეორე ბოლოს დანახვა კანის გარე მხარეს🙂

ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე. ჭამის დროს მგონია რომ გადამეყლაპება და ამიტომ ძალიან ნელა და პატარა ლუკმებით ვჭამ😐 პირსინგის გამოცვლაც მინდა. საქართველოში პირსინგების მეტად მწირი არჩევანია. სწორედ ეს იყო ერთერთი მიზეზი, რის გამოც ამდენი ხანი არ ავისრულე ჩემი სურვილი – თბილისის მასშტაბით ვერსად ვერ ვიპოვე ჩემი მოსაწონი პირსინგი: ძალიან ცოტაა, თითქმის სულ ერთნაირები და თან უბრალოები. სჯობს საზღვარგარეთ შეიძინოთ, გამოიწეროთ რომელიმე საიტიდან. მე ვერ მოვაბი მაგას თავი😛 ხო კიდევ თუ გინდათ პირსინგის გაკეთება, გაითვალისწინეთ, რომ სჯობს წელიწადის დროის გრილ პერიოდებში გაიკეთოთ.

დედაჩემს არ მოეწონა პირსინგი. ეს მოსალოდნელიც იყო. ყველაზე ძალიან ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის რეაქციების დანახვა მაინტერესებს😛 ჩემმა დამ რომ გაიკეთა პირსინგი, გაოცებულები ეკითხებოდნენ: რკინა–მეტალი რად გინდა სახეზეო😐 რას იზამ, მართალია არაკომფორტულია, მაგრამ ვიზუალურად მომწონს.

, ,

  1. #1 by iმირიან on June 9, 2010 - 6:07 pm

    გილოცავ ოცნების ასრულებას🙂 (თავი არ შეგეცოდა?)

    • #2 by dreamar on June 10, 2010 - 7:16 am

      მადლობა მირიან :)) არა😛

  2. #3 by mariefille on June 10, 2010 - 11:22 am

    კარგია,მე მომწონს. თანაც,ვგიჟდები ექსპერიმენტებზე🙂

  3. #4 by Katieé.Ge on June 11, 2010 - 10:19 am

    მომწონს🙂 გიხდება, არ უნდა გადაგეფიქრებინა :)))

  4. #6 by zorbegi on June 27, 2010 - 9:05 am

    aaa s**t..
    ჩემით ეგეთ რამეს ვერასოდეს ვიზავ…

    თან რამდენჯერმე გავიხვრიტეო ტო…

    მამენტ საკაიფოა მარა როგორ შეგიძლიათ ეგეთი რაღაცეების კეთება თქვენით არ მესმის…

  5. #7 by levani on July 3, 2010 - 7:56 pm

    აა საწყალი ტუჩის ქვედა მხარე
    კატასტროფაა
    წავედი
    ან რას შემოვდიოდი
    აღარ მომწონხარ😦

  6. #8 by anina on July 10, 2010 - 3:18 pm

    შენით არ უნდა გაგეკეთებინა. ისე კი, გიხდება. მე ჭიპპზე მაქვს და მიყვარს : ))

  7. #9 by kikito on July 19, 2010 - 9:09 am

    მომწონს, მაგრამ ვერასოდე გავბედავდი ჩემით ამის გაკეთებას :))
    საღოლ შენ :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: