ის, რაც არ ითქვა

წინა პოსტში ლუდის ფესტივალის შესახებ ვწერდი. ჩემი პირველი შთაბეჭდილება ამ ფესტივალის შესახებ დადებითი იყო. თუმცა იქ მოხდა ერთი ძალიან უსიამოვნო ამბავი, რომელზეც დღემდე კარგად არ დავფიქრებულვარ. ამ ინციდენტის შესახებ არსად არაფერი თქმულა. ფესტივალის პირველ დღეს ერთი ბიჭი გადავარდა მოაჯირიდან. მეორე დღეს შევიტყვე, რომ ის ბიჭი გარდაიცვალა. როცა ფესტივალი დასრულდა, ჩემს მეგობრებს შორის დაიწყო ამ ამბის გარჩევა. ბევრმა ორგანიზატორები დაადანაშაულა, რომ უსაფრთხოების სათანადო ზომები არ მიიღეს და ცუდი ადგილი შეარჩიეს ფესტივალისთვის. ძნელია ყველაფერი გაითვალისწინო, მითუმეტეს შეიძლება უბრალო კიბეც კი მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გამიჩნდა. მოხდა ისე რომ ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ უამრავი მთვრალი ადამიანიდან ნებისმიერი შეიძლება გადავარდნილიყო იმ მოაჯირიდან. მაგრამ როცა გაიგეს რომ მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, მას მერე რატომ აღარ მიიღეს სათანადო ზომები და ისევ ისე გააგრძელეს ფესტივალი? თან როგორც დღეს მითხრეს მეგობრებმა ორგანიზატორთაგან იმ ბიჭს არავინ მიაქცია ყურადღება, სასწრაფოც კი დაგვიანებით მივიდა. რატომ არსად არ გავრცელებულა ინფორმაცია ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ?
ფესტივალის ორგანიზატორებმა კითხვაზე, რატომ არ დააყენეს მოაჯირებთან დაცვა და რატომ არ მიიღეს უსაფრთხოების ზომები, ასეთი პასუხი გამცეს: “ჩვენთვის ეს თემა ძალიან მძიმეა და ძალიან განვიცადეთ მომხდარი. მერიის გადაწყვეტილებით ეგ ტერიტორია არ შემოდიოდა ფესტივალის ტერიტორიაში რის გამოც არ იყო გათვალისწინებული ჩვენი დაცვის იქ დგომა. კიდევ ერთცხელ გეუბნებით რომ მთელი საფესტივალო ჯგუფისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა.” ასეთი პასუხის მიღების შემდეგ კიდევ უფრო რთულია გაარკვიო ვინაა პასუხისმგებელი ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე.

, , ,

  1. #1 by aroundmars on June 15, 2010 - 2:42 pm

    ubedur shemtxvevaze pasuxismgebeli aravinaa chemi azrit. es shemtxvevitoba iyo, romelic nebismier chventagans sheidzleba daematos, raoden samcuxaroc ar unda iyos es :((
    aravin arafritaa dazgveuli, sheidzleba quchashi gaxvide da ubralod tavze aguri dageces😐

    • #2 by ket_eva_n on June 15, 2010 - 8:30 pm

      მიხარია, რომ დაწერე ამაზე და სადღაც ითქვა ეს ინფორმაცია.. რატო დამალეს ასე მწარედ ასეთი ტრაგიკული ამბავი..:(

      • #3 by dreamar on June 15, 2010 - 9:28 pm

        შენი დამსახურებაა ქეთ:) მადლობა რჩევისთვის

  2. #4 by kathrineLuv on June 15, 2010 - 10:33 pm

    მეც ძალიან ნერვები მეშლება იმაზე რომ ამაზე არავის არაფერი უთქვამს. განსაკუთრებით იმაზე რომ მეორე დღეს გაგრძელდა ფესტივალი – ეს ყველაფერი საშინელებაა უბრალოდ : (((

    რაც მოხდა ძალიან დიდი ტრაგედიაა…
    უბრალოდ არ ვიცი როგორ შეიძლება სიტყვებით გამოხატო ეს ყველაფერი….

  3. #5 by Landish on June 18, 2010 - 1:36 am

    მასეთი პასუხის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდება კაცი იმაში, რომ ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: