Tbilisi Beer Festival

12–13 ივნისს თბილისში გაიმართა ლუდის პირველი ფესტივალი. როგორც ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი იუწყება ფესტივალი ყოველწლიური გახდება და ყოველი წლის ივნისის მეორე შაბათ–კვირას გაიმართება. ამ ფესტივალის შესახებ facebook–დან შევიტყვე, მერე კი სარეკლამო პლაკატებიც ვნახე ქუჩაში გამოკრული.

ფესტივალი აღლუმით დაიწყო. ორივე დღე დატვირთული იყო ისეთი საინტერესო ღონისძიებებით, როგორიცაა სხვადასხვა სახის შეჯიბრები, სადაც ბევრი პრიზი გათამაშდა (ერთერთი ყველაზე მაგარი პრიზი იყო წყვილისთვის ერთი ღამის გატარება Radisson Blu Iveria–ში), ასევე სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ განსხვავებული მუსიკალური მიმდინარეობის ბენდები (მგზავრები, ფრანი, Pink Pantera,The Natural Born Lovers…). ლუდი წარმოუდგენელია ფეხბურთის გარეშე, მითუმეტეს იმ დროს, როცა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ხოდა ფესტივალზე ჩემპიონატის თამაშების ყურებაც შეგეძლოთ. ორივე დღე ფეიერვერკით დასრულდა. უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებთ ფესტივალის განრიგი, იხილეთ ქვემოთ მოცემული ფოტო🙂

მეგონა რომ ფესტივალზე იქნებოდა ქართული სიტუაცია: სუფრა, ღიპიანი კაცები ლუდის კათხებით ხელში, სადღეგრძელობი, შემდეგ კი საქმის გარჩევები და ჩხუბები. მაგრამ შევცდი. ძალიან კარგი გარემო სუფევდა, ფესტივალის სტუმართა უმეტესობა ლუდის ახალგაზრდა მოყვარულები იყვნენ. უამრავი ნაცნობი ვნახე. მათ შორის ბლოგერები ლანდიშა , თეო, ანინა, ასევე გავიცანი პაწუ და დევი. დიდი ხნის უნახავი კურსელებიც ვნახე. არ შემიძლია არ აღვნიშნო: ნინო გოგუამ უუმაგრესი მასაჟი გამიკეთა🙂

პირველ დღეს გვიან მივედი, ამიტომ უამრავი მთვრალი ადამიანის “ღლაბუცობების” ყურება მომიწია. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა შენს გარშემო თითქმის ყველა მთვრალია გათიშვამდე, ყველა კარგ ხასიათზეა, ყველას ერთმანეთი უყვარს, ყველა ცდილობს ეს სიყვარული სხვებს გაუზიაროს, ამ დროს შენ ხარ ფხიზელი და სხვათა ქცევა საშინლად არაადაკვეტური გეჩვენება.


ხალხის რაოდენობა საღამოხანს მატულობდა🙂

პირველ დღეს ძალიან ვისიამოვნე Paul Rimple–სა და The Natural Born Lovers–ის გამოსვლით, მიუხედავად იმისა რომ ბლუზი დიდად არ მიყვარს. კარგი იდეა იყო ყოფილი რესპუბლიკის, აწ ვარდების მოედანზე თივის ზვინების დადგმა. საღამოს პატარა შტაბიც მოვიწყვეთ: იმ ადგილს, სადაც ვისხედით, კედლები მოვუშენეთ თივისგან🙂 თივით ვიგუნდავეთ კიდეც, მთელი ტანსაცმელი და თმა სულ გამხმარი ბალახით მქონდა სავსე. ფეხებიც სულ დამეკაწრა მაგის გამო😐 მე და ჩემი მეგობრების გუნდაობამ ზოგიერთი გარშემომყოფი განარისხა. ჩვენს გვერდით ერთი ნაზი არსება იყო, რომელიც გაყვიროდა: შეწყვიტეთ ახლავე, მე მეყრებაო :|თივისმოძულე აღმოჩნდა😀

ლუდს რაც შეეხება, ნატახტარის ლუდი იყიდებოდა. ერთი კათხა 1.5 ლარი ღირდა. ნახევარი ქაფი იყო, ამიტომ ჩვენ მაღაზიაში ვყიდულობდით. საპირფარეშო თუ ტუალეტი თუ რაც ქვია იყო კიდევ საშინელი😐 ასევე ბევრმა ჩემმა მეგობარმა პრეტენზია გამოთქვა მუსიკის შესახებ: მონაწილე მუსიკოსები არ შეეფერებიან ლუდის ფესტივალსო, სად ლუდის ფესტივალი და სად მგზავრებიო. მართალია, ეგ ბენდი დიდად არც მე მიყვარს და ბევრად უკეთესი იქნებოდა სხვები შეერჩიათ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი რამ, რომ ესაა უმრავლესობის მიერ რჩეული ჯგუფი. ფესტივალის მიზანი კი რაც შეიძლება მეტი ხალხის მოზიდვაა. სწორედ ამიტომაც შეირჩა ასეთი ბენდები.

ფესტივალი მგზავრების კონცერტით დასრულდა. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი სცენასთან. მერე კი იყო ის, რაც ძალიან მიყვარს – ფეიერვერკი🙂 საერთოდ, ლუდის ფესტივალის გამართვის იდეა ძალიან მომეწონა. იმედია მომავალ წელს უკეთესი იქნება🙂


ყველა სხვადასხვა მხარეს ვიყურებით🙂

, , , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by LiLaC on June 14, 2010 - 8:20 pm

    memgoni erTi saaTis win shen gagicani TSU-s ezoshi : D ?

    • #2 by dreamar on June 14, 2010 - 9:08 pm

      ui xooo🙂 axla gicani fotoebidan :)))

  2. #3 by Katieé.Ge on June 14, 2010 - 9:38 pm

    2 დღე ცოტაა ლუდის ფესიტვალისთვის, მითუმეტეს, როცა გარშემო ფეხბურთია :))

    • #4 by dreamar on June 15, 2010 - 9:31 pm

      2 დღე ცოტაა. მართალი ხარ. რაღაც გული დამწყდასავით ასე მალე რომ დამთავრდა

  3. #5 by ket_eva_n on June 15, 2010 - 8:34 pm

    მეც მომეწონა ფესტივალი.. უბრალოდ თითქოს რაღაც აკლდა–მუსიკა ალბათ. . რადგან მგზავრები დიდად არ მიყვარს და უფრო ცეცხლოვან მუსიკას ველოდი:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: