სტალინის ძეგლი აღარაა, ვაშაა!!!

ის, რაც გორში ყველაზე მეტად იყო ჩემთვის ნაცნობი, დღეს უკვე აღარ არის ამ ქალაქში. გუშინ გვიან ღამით სტალინის ძეგლი აიღეს. სადაა ახლა ეს მონუმენტი არავინ იცის. უფრო სწორად ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ვიღაც–ვიღაცებმა კი იციან, მაგრამ საიდუმლოდ ინახავენ. რატომ აიღეს ძეგლი მაინცდამაინც ღამით და მალულად? ალბათ იმიტომ რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდებოდა: როდესაც დილით გორელმა სტალინისტებმა შეიტყვეს ეს ამბავი, ძლიერ დამწუხრდნენ და განრისხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძეგლის დემონტაჟისას მოხდა ინციდენტი: პოლიციელებმა ცემეს ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტი, რომელიც ცდილობდა გადაეღო დემონტაჟის პროცესი და ამით უკმაყოფილო გორელები.
კულტურის მინისტრის განცხადებით, სტალინის ძეგლის ადგილას დაიდგება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი. კონკურსი ამ მემორიალის ასაშენებლად უკვე გამოცხადდა. ძალიან მაინტერესებს, რას დადგამენ საბოლოოდ.
ამ ბმულზე შეგიძლია იხილოთ როგორ მოხდა საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დემონტაჟი. რამდენად ნორმალურია გედგას ტირანის ძეგლი, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ არ მეგონა, რომ ესოდენ მცირე რამ ასე გაახარებდა და გააბედნიერებდა ქართველ ერს. ვიდეოშიც კარაგად ჩანს ეს სიხარული: ღიპუცა კაცები ტაშითა და სტვენით აცილებენ სტალინის ძეგლს, მერე კი კამერასთან თავს იწონებენ ძეგლის შეურაცხყოფით. თაზომ ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ ვიდეოს ფეისბუქზე: “მე ვიყო უსინდისო, ეს თავზე მოტყაპუნენი რამეთი თუ განსხვავდებოდნენ სტალინის იდეური მიმდევრებისგან “. მეც ეგრე მგონია.
გიხაროდენ ქართველო ერო! სტალინის ძეგლი აღარაა, ავშენდით.

, , , , , , , , , , ,

  1. #1 by Nina Gorecki on June 26, 2010 - 8:35 am

    მართალია, მემორიალების ნგრევით არც წარსული მიდის სადმე და არც მენტალიტეტი🙂

    მაინც გადაუღიათ, არადა თითქოს ყველა კამერა გათიშული იყო)

  2. #2 by zorbegi on June 26, 2010 - 1:27 pm

    პროსტა არ უნდა მდგარიყო ეგ ძეგლი და ვსიო…

    წავა ეხლა სტალინის ან რომელიმე სხვა მუზეუმში ეგ ძეგლი😉

    • #3 by dreamar on June 27, 2010 - 8:46 am

      გეთანხმები რომ არ უნდა მდგარიყო🙂 უბრალოდ იმასაც ხომ აქვს მნშვნელობა რა ფორმით მოხდება ძეგლის დემონტაჟი. თან არ მესმის ასეთი სასიხარულო რა არის ამ ამბავში😐

  3. #4 by Romanovskaya on June 29, 2010 - 6:55 am

    ვახ რა საინტერესოა ) ისე ქართველებს გვიყვარს დიქტატურა, რადგან სხვა ვერაფერი “გვარჯულებს” ))) შესაბამისად არაა გასაკვირი აქამდე სტალინის ძეგლი თუ იდგა გორში ) სასაცილო ისაა რომ რუსეთში არაა მაგის ძეგლი, სადაც მოღვაწეობდა, და ჩვენთან დიდი ძეგლი დაუდგეს თან – როცა ქართველებს ამწარებდა თუ ამწარებდა )
    ხო იცი ნათქვამი როა – რახან ცემს ესეიგი უყვარსო (бьёт – значит любит) ზუსტად ჩვენს პსიქოლოგიაზეა ))))რაც უფრო მეტს გვასწორებენ მიწასთან მით უფრო ვეფინებით ფეხქვეშ ) სამწუხაროა მაგრამ ბევრი ფაქტი მიანიშნებს მაგაზე)
    აიღეს და დზაანაც კარგი ) სამაგიეროდ დიდი ადგილი განთავისუფლდა ახალი შადრევნისთვის ))))))))))) ეს კონკურსი როა კიდე – არამგონია რაიმე წესიერი წარადგინონ, კარგად მახსოვს კონკურსი რომ იყო 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ) და რა დაგვიდგეს – ყუთი, უსახო ) არ ვიცი, შეიძლება ბევრს მოონს როცა ზურგით დგას სვეტიცხოველთან და სანთელს უნთებს ამ დროს ამ ყუთ, რომელიც სხვათა შორის პარლამენტის წინ დგას ) ნუთუ არაფერზე არ იმგანიშნებთ ეგ ფაკტი ? :))))

    • #5 by Katieé.Ge on July 3, 2010 - 11:17 am

      აბსოლუტურად გეთანხმები,
      ეგ ძეგლი კი იყო მუზეუმში გადასატანი, მაგრამ ეს თავზე მოტყაპუნეები, თვალებს რომ აცეცებენ, რა მაგრები ვართ, ნეტა თუ გვიღებს კამერა, ტელიკში გამოვჩნდებითო – უფრო საცოდავები არიან თავიანთი ილუზორული მიღწევებით, ვიდრე ისინი, ვისაც გულწრფელად ახსოვს დიდი იმპერია და მისი სიკეთეები და ახლაც ენატრება.

  4. #6 by levani on July 3, 2010 - 7:48 pm

    მარია, ეკატერინას ბლოგში შენი ვიდეო ვნახე და სასტიკად მომეწონე❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: