ნანატრი თავისუფლება ანუ რა კარგია ცხოვრება გამოცდების შემდეგ

როგორც იქნა მოვრჩი გამოცდებს!!! ბედნიერი ვარ ამით. გამოცდების დანიშვნა მარტო იმიტომაც შეიძლება იყოს კარგი, რომ მათი ჩაბარების მერე თავს თავისუფლად გრძნობ. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე ვარ. ჩემთვის ერთერთი ყველაზე კარგი დრო გამოცდებისშემდგომი პერიოდი, როცა იცი რომ ყველაფერი უკან ჩამოიტოვე და არც დავალებათა დედლაინები გაღელვებს და არც ის, რომ რომელიღაც საგანში სამეცადინო გაქვს. არც სახლში გარბიხარ დროზე ადრე იმ საბაბით, რომ კოლოკვიუმისთვის უნდა მოემზადო და არც ალკოჰოლური სასმელის დალევაზე ამბობ უარს. გაქვს ბევრი თავისუფალი დრო და ვისაც გინდა იმას დაუთმობ: შეყვარებულს, მეგობრებს, წიგნს, ფიქრს თუ უსაქმურობას.:)) მართალია, უნივერსიტეტში იმ პროგრამაზე, რაზეც ვსწავლობ, გამოცდების ჩაბარება მთლად რთულიც არ არის, მაგრამ მე ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ასეთ რამეებს. გამოცდაზე მოუმზადებელი ვერ მივალ. ბევრ ლექტორსა და მასწავლებელს უთქვამს, რომ გამოცდები მხოლოდ ფორმალობაა და სულაც არაა საჭირო მათი ჩატარება, რადგან მათ გარეშეც კარგად იციან ვინ რა და როგორ ისწავლა. მე ვერ დავეთანხმები ამ აზრს. სხვა თუ არაფერი, გამოცდა მასალის გამეორების კარგი საშუალებაა.
სამწუხაროდ რაც არ უნდა კარგად მოვემზადო გამოცდებითვის, რასაც ვისწავლი, ნახევარზე მეტი მავიწყდება იქიდან. შეიძლება ეს იმის ბრალია, რომ მერე ამ მასალასთან შეხება არ მაქვს. რამდენჯერ გადამიხედავს ძველი კონსპექტებისთვის და გამკვირვებია “რაები მისწავლია–მეთქი”, არადა ახლა არაფერი მახსოვს. მოკლედ, ნასწავლი მასალის 50 %–ზე მეტი ჩემი გონების ნაგავსაყრელზე იმკვიდრებს ადგილს.
ჩემი გამოცდის შედეგებით კმაყოფილი არ ვარ. ერთმა ლექტორმა დაბალი ქულები დამიწერა და ვერც მივხვდი რის გამო. დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ჩემი საგამოცდო ნაშრომი. არადა რამდენი დრო გადავყარე ჯერ მარტო კონსპექტების დაწერაში და იმის სწავლაში, რაც სრულიად უინტერესო იყო ჩემთვის. ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, რომ ის რესურსები რაც ჩავდე, არ ამინაზღაურდა. ანაზღაურებაში ვგულისხმობ სამართლიან შეფასებას. არადა ვუთხარი ლექტორს, არ ვიმსახურებ–მეთქი ასეთ ქულას. მერე ვითომ იმანაც მომიმატა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ ავცდი 74 ქულას 100–დან. საერთოდ ასეთი რამ იშვიათად მემართება ხოლმე. ერთი შემთხვევა მახსენდება: გიორგი მელაძე გვიკითხავდა მედიასამართალს, ძალიან საყვარელი ლექტორი იყო. პირველად რომ დავინახე ზურგჩანთით აუდიტორიაში სკოლის მოსწავლე მეგონა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი რომ შეიძლება ლექტორი ყოფილიყო. ხოდა ამ საყვარელმა ლექტორმა ძალიან დაბალი ქულა დამიწერა. არადა, ნადმვილად არ ვიმსახურებდი. არცერთი ლექცია არ მქონდა გაცდენილი, ყველა დავალება გაკეთებული (ამ დავალებების გასაკეთებლად რამდენიმე ღამე გავათენე) და თან არაფრით ჩამოვუვარდებოდი ამ საგნის ცოდნით იმ ადამიანებს, ვინც ჩემზე მაღალი ქულა აიღო. ვინც თავისი ნიშნით უკმაყოფილო იყო, პირდაპირ დაურეკა მელაძეს და ქულის მომატება სთხოვა, ისიც დათანხმდა. მე კიდევ დავურეკე, პატიოსნად ვთხოვე გამოცდას ხელახლა ჩაგაბარებთ–მეთქი. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან სკოლის მოსწავლის მსგავსი ლექტორი ამ დროს საზღვარგარეთ მიდიოდა და თან გამოცდების ვადაც მთავრდებოდა.ძალიან დამწყდა გული. მერე მეილზე მივწერე მელაძეს:

Gamarjoba, B-no Giorgi!

Am Cems werilSi minda gamovTqva Cemi samarTliani pretenziebi Tqvendami, gTxovT gagebiT moekidoT maT. Cemma jgufma, Cemi azriT, Tqvengan daimsaxura arasamarTliani sagamocdo Sefaseba. sruliad gaugebaria ra kriteriumiT dacereT qulebi. kolokviumic da prezentaciac Tavis vadebSi CagabareT, piradad me ar gamicdenia Tqveni arcerTi leqcia. Tumca, samwuxarod amas araviTari yuradReba ar mieqca. Cveni sagamocdo Tema SesaZloa srulyofili ar iyo, magram bevr sxva Temas ar Camouvardeboda. arcerT saganSi aseTi dabali Sefaseba, rogoric TqvenTan, ar mimiRia. da Tuki Sefaseba SedarebiTia, minda vTqva, rom aravisZe naklebi Sroma Tqveni sagnis scavlisas ar gamiwevia.

samwuxarod, Temis ganxilvas ver daveswari, radgan am dros gamocda mqonda.

marTalia qulebs CemTvis gadamwyveti mniSvneloba ar aqvs, magram yvelaze guldasawyveti isaa, rom arafrad CaagdeT Cemi da Cemi jgufis Sroma (Tqven xom ver warmogidgeniaT, ra Sroma gavwie imisTvis, rom kolokviumis Temis dawera gansazRvrul vadaSi momeswro. aseve didi Sroma gavwieT sagamocdo Temis dacerisTvis ). CemTvis didi mniSvneloba hqonda piradad Tqvens Sefasebas da aseTma arasamarTlianma gadawyvetilebam Zalian damwyvita guli. gTxovT, es werili utaqtobaSi ar CamiTvaloT. ubralod mindoda gamomeTqva Cemi gulsitkivili.(ლოლ)

pativiscemiT, Tqveni studenti maria rexviSavili
არ ვიცი წაიკითხა თუ არა ეს წერილი გიორგი მელაძემ. ახლა რომ ვიხსენებ ამ ამბავს კი მეცინება :))

ჩემი “შპარგალკები”. გამოვირჩევი წვრილად წერის ნიჭით :დ რადგანაც კონსპექტის გარეშე ძალიან მირთულდება მასალის სწავლა, კონსპექტის დაწერას “შპარგალკების” დაწერას ვამჯობინებ. ხშირ შემთხვევაში მათ ვერ ვიყენებ, მაგრამ კარგი საშუალებაა მასალის უკეთ დასამახსოვრებლად და თან ერთი თვალის გადავლებით ადვილია გახსენება თუ რამე დაგავიწყდა🙂

რამდენი ხანია წიგნი არ წამიკითხავს (მხატვრულ ლიტერატურას ვგულისხმობ), რამდენი ხანია ფილმისთვის არ მიყურებია. ბლოგზეც არ დამიწერია. ხოდა როგორც იქნა გამომიჩნდა ამისთვის თავისუფალი დრო და არდადეგები დამეწყო!

, , , , , , , ,

  1. #1 by Morticia on July 6, 2010 - 4:41 pm

    shen shpargalkebs aketeb me kide koncpeqtebs, romelsac mere kargad iyeneben chemi kurselebi :D:D nu mec ra tqma unda😛 konspeqti tu ar gavakete ise ver vswavlob:))))

    xoda alkohols rac sheexeba arc aqamde ambobdi uars da nu ityuebi😀 vitom dzaan dakavebuli iyo :D:D

    • #2 by dreamar on July 6, 2010 - 11:03 pm

      ხშირ შემთხვევაში ვამბობდი ხოლმე უარს ალკოჰოლზე:| ნუ ბოლო პერიოდს ვგულისხმობ :პ

  2. #3 by LiLaC on July 6, 2010 - 6:51 pm

    ar mogwera sapasuxo mail?
    gilocav da chems tavsac vulocav gamocdebis moshorebas :freedoooom:

    • #4 by dreamar on July 6, 2010 - 11:05 pm

      არ მოუწერია. ვიზიარებ შენს სიხარულს და მეც გილოცავ🙂

  3. #5 by nastasia on July 6, 2010 - 9:41 pm

    გადასარევია თავისუფლება, მესამე კვირაა ვგეგმავ რომ ეს კვირა მაინც იქნება უფრო თავისუფალი, მარა ჯერ არაფერი გამომდის. გამოცდებზე მოუმზადებლად მისვლას მეც ვერ ვიტანდი და გადაწერას მით უმეტეს🙂

    მოკლედ, კარგი დასვენება შენ🙂

    • #6 by dreamar on July 6, 2010 - 11:10 pm

      გაიხარე ნასტასია🙂 შენ როგორც ვიცი ბათუმში აპირებ მალე წასვლას, ხოდა შენც კარგი დროის გატარებას გისურვებ🙂 ველი პოსტებს ჯაზ–ფესტივალის შესახებ.

      • #7 by nastasia on July 7, 2010 - 8:44 am

        xoo, sadgac ert kvirashi ^^
        mara manamde es debili gamocdebi maqvs chasafartxalebeli :p

  4. #8 by Nina Gorecki on July 7, 2010 - 6:58 am

    აუ რა ცუდი გრძნობაა საყვარელი ლექტორი რომ ცუდ ქულას დაგიწერს,თან დაუმსახურებლად, ცივი წყლის გადასხმაა თავზე :(((

    • #9 by dreamar on July 7, 2010 - 9:35 am

      ნამდვილად😐

  5. #10 by zorbegi on July 7, 2010 - 9:42 am

    რამხელა რეჩი მიგიწერია –))

    უშპარგალკოდ გამოცდა ბოლოს როდის დავწერე, არარც მახსოვს –))

    მე წვრილად დაბეჭდილი შპარგალკები მაქვს ხოლმე.

    ეხლა ცოტაც და გამოცდებს კი არა, უნივერსიტეტს დავამთავრებ საერთოდ :ვაშაა:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: