ბრძოლის ველზე

ყოფილხართ ოდესმე ბრძოლის ველზე? გიგრძვნიათ თავი სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე? მე ამ რამდენიმე დღის წინ გამოვცადე ეს: IWPR-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე _”როგორ უნდა მოვიპოვოთ ინფორმაცია საომარი მოქმედებების დროს”_ მოვხვდი. თავდაპირველად ზოგადი წესები გაგვაცნეს: რა უნდა გააკეთოს და რა არა ჟურნალისტმა ომის დროს ინფორმაციის მოპოვებისას. აქ ყველა წესისა თუ რჩევის მოყვანას არ ვაპირებ, მაგრამ რამდენმეს გამოვყოფ: დიდი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტის ჩაცმულობასა და აღჭურვილობას. უნდა ეცვას რაც შეიძლება კომფორტულად. არსებობს გრძელი სია იმისა, თუ რა უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს ზურგჩანთაში, დაწყებული თბილი წინდებიდან, დამთავრებული პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთებით. არავითარი ბრჭყვიალა ტანსაცმელი და არავითარი მაკიაჟი: ამან შეიძლება ჟურნალისტის სიცოცხლე იმსხვერპლოს _ მოწინააღმდეგისთვის უფრო ადვილად შესამჩნევი ხდება სინათლის სხივების არეკლვის გამო. სანამ ჟურნალისტი მოხვდება ბრძოლის ველზე, უნდა გაიაროს აკრედიტაცია. მან ზედმეტი შეკითხვებით არ უნდა შეაწუხოს ჯარისკაცები. მათთვის ის ისედაც თავის ტკივილია. კიდევ მომეწონა ერთი ასეთი რჩევა: ჯარისკაცებთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად ჟურნალისტმა უნდა უჩვენოს მათ თავისი შვილების, ოჯახის სურათები, ესაუბროს ამ თემების შესახებ. ეს შეუწყობს თბილი და ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას :)) კიდევ ერთი რაც მომეწონა: თუკი ტყვედ ჩავარდით, არ უნდა დანებდეთ და ფიქრებში უნდა ესაუბროთ ხოლმე ღმერთს, მეგობარს ან საყვარელ ადამიანს. ეს დაგეხმარებათ საოამარი სულისკვეთების შენარჩუნებაში🙂

IWPR–ს ოფისიდან ბრძოლის ველისკენ გავემართეთ: გლდანთან ახლოს ერთ მიტოვებულ სოფელში სახელად მამკოდა. თავიდან მეგონა რომ ომობანას თამაშის მაგვარი რაღაც იქნებოდა იქ. მაგრამ რომ მივედით და უამრავი თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული, ზორბა ტანის ადამიანი დავინახე, ცოტა შიშმა შემიპყრო. თითქოს მართლა ბრძოლის ველზე ამოვყავი თავი. ყველაფერი ძალიან რეალური იყო.

StrikeBall–ზე თუ გსმენიათ რამე? ხოდა იქ მყოფი ძალიან რეალური ჯარისკაცები სთრაიქბოლის მოთამაშენი აღმოჩნდნენ. StrikeBall ომობანას თამაშის მსგავსია: ნამდვილი ომისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ პლასტმასის ტყვიები გამოიყენება. კი გაგვაფრთხილეს რომ ამ ტყვიების მოხვედრა სულაც არაა მტკივნეული. მაგრამ თან დაურთეს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება კბილები ჩაგვემსხვრეს ტყვიისგან ან ერთი კვირა სახედალურჯებულებმა ვიაროთ. ვერაფერი ნუგეშია ხომ? თან მე სულ გაღიმებული დავდივარ ხოლმე და ჩემი კბილები კარგი სამიზნეა :დ მე და თინი სიცილის ახალ ხერხს ვამუღამებდით: უნდა იცინო ისე, კბილები რომ არ გამოაჩინო. :))

სთრაიქბოლელები ორ მოწინააღმდეგე ჯგუფად გაიყვნენ, შესაბამისად ბლოგერებიც. თითო მხარეს სამ–სამი ბლოგერი იყო. ჩვენ, ბლოგერებს, გვევალებოდა საომარი მოქმედების გაშუქება და ცოცხლად გადარჩენა. მოწინააღმდეგე გუნდებს კი _ ერთმანეთის ამოხოცვა და ბლოგერების ტყვედ აყვანა.


მე, თინი და პიკო ბრძოლის წინ🙂


ეკატერინეს გადაღებული ვიდეო: ჩვენი ბრძოლისიწნა ანდერძი :))

ბლოგერები მაშინვე უამრავი შეკითხვით მივაწყდით ჩვენი გუნდის მეთაურს კიბორგას: რომ მოვკდვები რამდენ ხანში შეიძლება გავცოცხლდე? რამდენჯერ შეიძლება მოვკვდე? რა შემთხვევაში ვითვლები მკვდრად? და ა.შ. კიბორგა მოგვიტრიალდა და მკაცრი ტონით გვითხრა: “არავითარი შეკითხვები. წარმოიდგინეთ რომ მართლაც ბრძოლის ველზე ხართ. იქ არავინ არაფრის ახსნას არ დაგიწყებთ.”

ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა “ჩემიანისა” და “მტრის” ცნობა: ამიტომაც მაშინვე შევუდექი “ჩემიანების” გარეგნობის შესწავალას. აქამდეც სულ მიკვირდა, როგორ ახრეხებენ ომში ჯარისკაცები მოწინააღმდეგეების გარჩევას. ხშირ შემთხვევაში ეს ხომ ძალიან რთულია.

ბრძოლაც დაიწყო! ბალახებსა და ბუჩქებში ძრომიალი მოგვიწია, სირბილი, მტრისგან დამალვა და ამავდროულად ამ ყველაფრის კამერაზე აღბეჭდვა.

ბრძოლისას დამჭრეს. ჭრილობა დღესაც მეტყობა😐

სთრაიქბოლის თამაშის დროს, თუ გნებავთ “საომარი ოპერაციის” დროს, ისე მოხდა, რომ სამი ბლოგერი: მე, დოდკა და თინი ერთ შენობაში აღმოვჩნდით. სამივეს ერთ ადგილზე ყოფნა რა თქმა უნდა დიდი შეცდომა იყო. მაგრამ ამ შენობიდან გასვლას ვერ ვახერხებდით, მოწინაღმდეგეებს ვყავდით ალყაში. ხოდა ამოხოცეს ყველა ჩვენიანი და დავრჩით მარტოები. ერთ ბნელ ოთახში მივიყუჟეთ ჩუმად, იმ იმედით რომ “მტერი” ვერ შეგვამჩნევდა და სხვაგან დაგვიწყებდა ძებნას. მაგრამ სამწუხაროდ ერთი ჯარისკაცი მაინც დაგვადგა თავს. სასაცილო სანახავები კი ვიყავით: ბნელ ოთახში მიყუჟულები შეშინებული სახეებით🙂 ხოდა ასე დაგვატყვევეს😐

ომის დასრულების შემდეგ ორივე მხარე ერთ სუფრას მივუსხედით და მტრობა დავიწყებას მიეცა :))
ამ მცირე გამოცდილების საფუძველზე დავასკვენი, რომ ომის დროს ჟურნალისტის მიერ საგმირო საქმეებზე ფიქრი და თავის გამოჩენები სრულიად ზედმეტია. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სავსებით უაზროდ და სულელურად იქნას ხელყოფილი მისი სიცოცხლე. და საერთოდაც, რა დროს ომია, Make love, not war!🙂

P.S. ფოტოებისთვის მადლობა მირიანს🙂

, , , , , , , , , , , ,

  1. #1 by zorbegi on July 21, 2010 - 1:56 pm

    მეც მინდა სტრაიკი😦

  2. #2 by Katiee on July 21, 2010 - 3:06 pm

    დასკვნა ძალიან მომეწონა. გეთანხმები.
    ისე, ცუდია რომ მე ის , ინსტრუქტაჟის 1 სთ გამოვტოვე. მაგრამ მაინც ისეთი ნახევრადმძინარე მოვიდოდი, ალბათ ვერაფერს გავიგებდი:/

    • #3 by Landish on July 21, 2010 - 6:04 pm

      იმ 1 საათში ბევრი რამ მოხდა😀

  3. #4 by NaNaKo on July 21, 2010 - 3:07 pm

    wow.. დამაინტერესდა :-))))))

  4. #5 by უფროსი სერჟანტი on July 21, 2010 - 6:01 pm

    ყოჩაღ მარია.
    დოდკა და პიკო ძველი სტრაიკერები არიან, შესაბამისად ძალიან ადეკვატურები და ფათერაკის მაძიებლები იყვნენ {პიკო ნაკლებად, გუნდურმა სტრატეგიამ არ მისცა საშუალება}, შენ და თინიმ, აგრეთვე ეკამ, ძალიან კარგად წარმოაჩინეთ თავი და გამიხარდა, რომნ ჩემი მთავარი რჩევა გაითვალისწინეთ:
    ჟურნალისტი პროფესიონალია, მაგრამ იგი დამატებითი ინფორმაციის მდიდარი წყარო და თავისი ქვეყნის პატრიოტია.
    ამიტომ შენი მოწოდებული ინფორმაცია სახლზე შეტევის პირველ ეპიზოდში საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა.

    • #6 by dreamar on July 21, 2010 - 9:49 pm

      მადლობა. ძალიან ვისიამოვნე სტრაიკით და იმედი მაქვს მომავალშიც მექნება თქვენთან თამაშის საშუალება🙂

  5. #7 by shamana on July 21, 2010 - 9:30 pm

    auu carmomidgenia ra adrenalinii iqneboda ..

    • #8 by dreamar on July 21, 2010 - 10:07 pm

      ხო შამან🙂 ეს უნდა გამოცადო საკუთარ თავზე :)))

  6. #9 by piccolina on July 21, 2010 - 10:17 pm

    მიყვარს სტრაიკი❤

  7. #10 by green on August 14, 2010 - 8:44 am

    აუ საშინლად მომინდა სტრაიკი. შეგიხორცდა ჭრილობა?🙂

    • #11 by dreamar on August 14, 2010 - 3:07 pm

      ki shemixorcda,magram shrami metyoba😐

  1. ჩემი პირველი ომი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: