Batumi New Wave Rock Fest 2010 ანუ როგორ ამოვყავი თავი ქართულ სუფრაზე

დიდი ხნის შესვენების შემდეგ მე დავბრუნდი. ჩემი პირველი პოსტით ამხელა პაუზის შემდეგ მინდა მოგითხროთ ზაფხულის შთაბეჭდილებებზე, ამჯერად Batumi New Wave Fest 2010ის შესახებ. ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა. მის ბევრ მხარდამჭერთა შორის ერთერთი ყველაზე მთავარი ბათუმის მერია იყო. 7 და 8 აგვისტოს თბილისი დაცარიელებულია, უმრავლესობა ზღვისპირეთშია გაკრეფილი, ამიტომ ბათუმის შერჩევა ფესტივალის ადგილად კარგი იდეაა.
გამომსვლელი ბენდები დიდის ამბით კი ესალმებოდნენ სცენიდან ბათუმელებსა და ბათუმს, მაგრამ მაყურებელთა უმრავლესობა თბილისელი იყო. მეტსაც გეტყვით, მიუხედავად ბათუმის ბულვარის მშვენიერებისა, თავი თბილისში მორიგ როკ-კონცერტზე მეგონა: აქ ისევ ის ნაცნობი სახეები დამხვდნენ, რომლებიც ყველა ასეთ როკ-კონცერტს ესწრებიან ხოლმე. კი ვიცოდი რომ ბევრ ნაცნობს ვნახავდი, მაგრამ ამდენნი თუ იქნებოდნენ, ვერ წარმოვიდგენდი.

Sour skin

ჩემთვის გაგუგებარი დარჩა რა პრინციპით შეარჩიეს გამომსვლელი ბენდები. მართალია იყვნენ ისეთები, ვისი შერულებითაც მოვიხიბლე, მაგრამ ასევე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ უნდა გამოეყვანათ ამ ფესტივალზე.
ერთი დიდი პლუსი, რომელიც ყველა გამომსვლელ ბენდს ეხება ისაა, რომ მათ (ყოველ შემთხვევაში მე ვისაც მოვუსმინე) ძალიან კარგად ეჭირათ თავი სცენაზე. იყვნენ თვითდარწმნუნებულები. ამას ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს: ყველა შემსრულებებლს გამომუშავებული უნდა ჰქონდეს სცენაზე მოქცევის ინდივიდუალური სტილი. ეს კი კარგად გამოუვიდათ ბათუმის ფესტივალზე გამოსულ ბენდებს.

განსაკუთრებით მომეწონა როგორ ეჭირათ თავი ამ ახალგაზრდებს: (ამ ჯგუფის სახელი არ ვიცი და თუ მომწერთ კომენტარებში დიდად მადლობელი ვიქნები).

რაც შეეხება შერულებას, არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ამ მხრივ ძალიან მომეწონა ჯგუფი Sour Skin. Mirror illusion და Kung Fu Junkie. Sour Skin-ის გამოსვლა შეგიძლიათ თავად შეაფასოთ:

Mirror illusion-მა ”ცეცხლი დაანთო” სცენაზე (არ მიყვარს ასეთი გამონათქვამები, მაგრამ სხვა შესაფერისი ვერ მოვძებნე): ხალხი მღეროდა, ყვიროდა, ხტუნაობდა ამ სამ გოგოსთან ერთად.

მაგრამ ყველაზე კულმინაციური მომენტი ჩემთვის მაინც Kung Fu Junkie-ს გამოსვლა იყო. ასე კარგად დიდი ხანია არცერთ კონცერტზე არ მიგვრძნია თავი: მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ფხიზელი ვიყვავი, თავი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მეგონა. ხალხი სცენაზე ავარდა და ცეკვა დაიწყო. ძალიან დაცხა. ვიღაცებმა წყლით წუწაობაც დაიწყეს. სცენაზე სრული აურზაური იყო: თავის ნებაზე მიშვებული ხალხი მუსიკოსებს ხელს უშლიდა. მუსიკის ხმა დროდადრო წყდებოდა ხოლმე. Kung Fu Junkie-ის ერთერთმა წევრმა ალბათ სიბრაზისგან მიკროფონი მოისროლა მაყურებლისკენ. ციდან დედამიწაზე დავეშვი. დაკვრა შეწყვიტეს. ფესტივალის ორგანიზატორმა ლევან წულუკიძემ ხალხის დაშოშმინება დაიწყო: ”მუსიკოსებს ხელი ეშლებათ და ვცეთ პატივი: ძალიან გთხოვთ სცენიდან ჩადით ყველა”. ომარის შენიშვნა ყველაზე ძალიან მიესადაგებოდა ამ სიტუაციას: ”ამას თავი თამადა ხომ არ გონიაო”. სუფრაზე ხალხი ღრიანცელს რომ ატეხს ხოლმე და მერე თამადა აწყნარებს _ აი ასე აღმოვჩნდი ქართველებისთვის ჩვეულ სიტუაციაში.

ამ ინციდენტის შემდეგ Okinawa Lifestyle მაც უარი თქვა დაკვრაზე. ეს არის ახალბედა ელექტრონული ორკაციანი ბენდი. მათი მოსმენა ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ფესტივალზე დასწრების ყველანაირი სურვილი გამიქრა. სომხური ჯგუფი და რობი კუხიანიძე უნდა გამოსულიყვნენ. მაგრამ მე წამოვედი.
ბევრი არაორგანიზებული კონცერტი მინახავს, მაგრამ ასეთი ჯერ არასდროს. დაგვიანებით დაწყება, გაუმართავი ხმის ჟღერადობა, გიტარების სცენაზე აწყობა _ ნაცნობი ნიუანსებია. მაგრამ როცა დაცვაც კი არ არის, ეს უკვე მეტისმეტია. ფესტივალის შესახებ ძირითადად ასეთი კომენტარები მოვისმინე: კი იყო ხარვეზები, მაგრამ მაინც კარგი იყო, სულ არაფერს სჯობია. musicbox-ის სიუჟეტშიც კი ხალხის მწვავე კომენტარები ამოიღეს. თითქოს ორგანიზატორების განაწყენება არ უნდოდათ. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ფესტივალის, რომელიც აგერ უკვე მეხუთე წელია ტარდება (არა პირველად ან მეორედ), ბევრად უკეთესად ორგანიზების საშუალება არ არსებობდა. ყელში ამოვიდა ეს განწყობა, რომლითაც ყველა ამართლებს თავის გადაწყვეტილებას ”უარესის არჩევას ცუდის არჩევა სჯობია”. რამდენი წელია ეს ფრაზა მესმის. აღარ მოვიდა იმის დრო, რომ კარგის არჩევის შესაძლებლობა მოგვეცეს?

, , , , , , ,

  1. #1 by Zurriuss on September 1, 2010 - 3:13 pm

    ზოგადად მეც ეგ მიშლილს ნერვებს. როდემდე უნდა ვიმართლოთ საკუთარი თავები და ვმალოთ, რომ ან არაორგანიზებულ ან კიდე ფონოგრამაზე აწყობილ კონცერტებს ვმართავთ??? (მეორე ინციდენტი კლასიკური მუსიკის კონცერტზე დაფიქსირდა გონიოში)

    • #2 by dreamar on September 6, 2010 - 2:04 pm

      ar megona klasikuri musikis koncertze tu sheidzleba momxdariyo aseti ram😐

  2. #3 by Secrets on September 3, 2010 - 7:16 pm

    Inner Voice არიან ეგ ახალგაზრდები ^^
    ჩემი ჯგუფია (:
    http://www.facebook.com/pages/Inner-Voice/150740894938623?ref=ts

    • #4 by dreamar on September 6, 2010 - 2:03 pm

      madloba infostvis🙂

  3. #5 by nastasia on September 3, 2010 - 10:39 pm

    ყველაზე უცნაური რაც ამ ფესტივალთან დაკავშირებით მოხდა, იყო ის, რომ ოტგანიზატორი ყოვლად არაადეკვატურად რეაგირებდა უარყოფით შეფასებებსა და კომენტარებზე…
    და სავარაუდოდ, იმიტომ არის უკვე მეხუთედ ჩატარებული ფესტივალი ისევ ბარახლო, რომ ვიღაცას თავისი შეცდომის აღიარება და რეალობის აღქმა არ უნდა და თავის თავს უმტკიცებს, ღმერთი ხარ, რამე როგრო შეგეშლებოდაო…
    ხოოდა, ცუდია ეგრე.

    კგჯ მარტო მაგ ფესტივალზე არა, სულ ფავორიტებში მყავს🙂

  4. #6 by miau on September 5, 2010 - 8:12 pm

    iluziashi xart, narkotikio…:D tqven tvitonve cxovrobt qartul supraze da qorcilad gadaaqciet tqven tvitonve im jgupis gamosvla, marazmi da gabandzeba iko…kvelaperi kargad midioda manamde, kompac gaucheda amasobashi da daerxa jgups…gamosavalic ipova, moisrola mikroponi ise vitom mick jageri kopilikos (( da tu mati sastavis asvla ar mocondat sheedzlot martivad etqvat pauzebisas…magram piriqit :))) …titkmis bolo simgeraze gackda xma da esec mgonia martla ise iko rogorc agnishna ert-ertma damscrem rom momdevno jgups, saxeli ar maxsovs imat gauchalicheso, live ro chashlodat….

    • #7 by dreamar on September 6, 2010 - 2:00 pm

      mikrofonis mosrola namdvilad ar iyo gamosavali am situaciidan da es arc me momecona. magram problema imashia, rom scenaze gamosuli shemsrulebeli ki ar unda txovdes mayurebels scenidan chadito, amistvis dacva unda arsebobdes. rac sheexeba xmis gawyvetas: bevrjer gacyda da aramarto kung fu junkies gamosvlis dros, mirror illusionis gamosvlisasac igive moxda. ase rom ik shekmnil problemebs (xmis gawyvetas vgulisxmob) gamomsvlel bendebs namdvilad ver davabralebt.
      rac sheexeba gachalichebas _ ar mesmis aseti azri saidan unda gagichndes adamians: rashi chiordebodat vinmestvis ramis gachalicheba an saertod eg ra gachalicheba iyo: rogorc vici shemdegi bendi chveulebrivad gamovida da live ar chashliat. ase rom chemi azrit aseti ramis dabraleba kung fu junkiestvis sag azrs moklebulia😐

  5. #8 by nastasia on September 7, 2010 - 9:15 pm

    aa, shemdegi bendi namdvilad ar gamovida, miuxedavad imisa, rom organizatori txovda, gamodit da xalxis scenaze ar amosvlas davaregulirebt da ar shegeqmnebat problemebio, magram okinavam arao…

    magram is, rom kgf-m specialurad gaachalicha, sisulelea, imito rom magat qoniat ertad live da mshvenivrad ukraven ert sagamos, eqscesebis gareshe…

    garda amisa, vicnob okinavebs da vici, rom mteli is sagamo usiamivnod sheshfotebulebi iyvnen, aset bardagshi rogor davukrato, tan kfg-c da okinavac gafrtxilebuli iyo, rom “zvuki” magatze ise ver gascordeboda, rogroc sachiro iyo…

    magram yvelaze cudi is iyo, rom organizatorma arc sheimchnia mati ar gamosvla, 5 cutiani pauza gamoacxada da mere somxuri jgufi amoiyvana ise scenaze, gegoneba, okinavebs arc uarsebiat😦

    • #9 by dreamar on September 8, 2010 - 1:08 pm

      ui xo eg rogor damaviwyda, okinava rom agar gamovida. mag semtxvevashic darcmunebuli var rom aravitari “gachalichebis”shedegi ar yofila es.

  6. #10 by Ryuk on September 15, 2010 - 5:41 pm

    mag jgups inner voice qvia da magis solisti chemi yvelaze axlo natesavia :d

  7. #11 by qindzadza on September 20, 2010 - 6:39 pm

    ra uketesad organizeba? 15 000 larad risi gaketebac sheizleboda is gaketda. ufro metic, sheuzlebeli gaketda. tan yvelaferi martom gaaketa. dacva imitom ar iyo ro fuli ar iyo… zvuki imitom iyo uxarisxo ro fuli ar iyo uketesis… levanas sijiutes me kargad vicnob, mara eg ro ar yofiliyo mag fulit sxva veravin ver hcaaterbda mag festivlas. kide misi da chemi kontaqtebis xarjze bevri rame ufasod gavaketet… moindomes aq glastonburry, ra dafinansebac iyo imis shesabamisi xarisxi gamovida.

    • #12 by dreamar on September 21, 2010 - 5:49 pm

      თქვენი არგუმენტი გასაგებია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ დაცვაზე ეკონომიის გაკეთება არასწორია. მითუმეტეს ასეთი მასშტაბური ფესტივალის ჩატარების დროს. იმედია ორგანიზატორები სამომავლოდ გაითვალისწინებენ ამას.

  8. #13 by Nika on May 29, 2011 - 10:17 pm

    festivalze namdvilad iko ragac xarvezebi tundac aparaturastan dakavshirebit,ashkarad ar kofnida simzlavre dinamikebis festivals, magram ai rac sheexeba jgupebs magalitad kung fu junkies vfiqrob rom aseti sazizgari jgupefi saertod ar unda gamodiodnen ROCK festivalebze da es mxolod chemi azri araa albat vinc iyavit xedavdit tu ra dgeshi iko xalxi rodesac kung fu junkie gamovida, naxevarze meti xalxis grialebda da kviroda chamoushvit esenio,Prosta ver vxvdebi rockis msmenels, rock festivalze rato udna gamiswordes iseti bandis mosmena rogoric kung fu junkia ra. chven cocxali musika mogvasmeniet da tqven clubshi daukarit sadac itxovs xalxi mag mimdinareobas. Sour skinma gaaswora chemi azrit ert erti yvelaze daxvewili bandi iko festze

    • #14 by dreamar on May 30, 2011 - 9:28 am

      ამ პოსტზე გამოხმაურებას არ ველოდი ამდენი ხნის მერე:)) შეიძლება სადავოა, უნდა გამოდიოდეს თუ არა kung fu junkie-სნაირი ჯუგფი როკ-ფესტივალზე, მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს ჯგუფი, ფესტზეც გაასწორა🙂 მათ გამოსვლაზე ძალიან ბევრი მოცეკვავე ხალხი დავინახე :დ შეიძლება უკმაყოფილოებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ბიჭის გარდა მე არავინ დამინახავს, და ის ბიჭი ყველა ჯგუფის გამოსვლაზე ერთსა და იმავეს გაიძახოდა “ლედ ზეპელინი დაუკარიითო”🙂 მიხარია, რომ Sour skin მოგეწონა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: