იმგზავრე ავტოსტოპით!

თუ თქვენ მოგბეზრდათ სტანდარტული მგზავრობა მარშუტკით, ავტობუსითა თუ მატარებლით, სცადეთ ავტოსტოპი. ეს მგზავრობის საინტერესოდ გატარების, ახალი ნაცნობების შეძენისა და ფულის დაზოგვის ერთერთი საუკეთესო ხერხია.
ასეთი რამ ფილმებში მქონდა ნანახი, ძალიანაც მომწონდა, მაგრამ მაინც სარისკო საქმედ მიმაჩნდა: ხომ შეიძლება ავტოსტოპით მგზავრობისას არავინ არ გაგიჩეროს ან სულაც ვინმე გიჟი შეგხვდეს გზაზე. მაგრამ ამ ზაფხულს ჩემი შიში ავტოსტოპით მგზავრობისადმი დავძლიე :)) ყველაზე საინტერესო მგზავრობები იყო, რაც კი აქამდე მქონია. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ბევრი საინტერესო ამბავიც მოვისმინე გზაში. ერთმა ქუთაისელმა მძღოლმა რომ გაიგო ქუთაისში მხოლოდ გავლით ვიყავით ნამყოფები მე და ჩემი მეგობრები, პატარა ექსკურსია მოგვიწყო ამ ქალაქში. ერთმა თავისთან დაგვპატიჟა: ჩემს მხარეში რომ მოხვდებით, აუცილებლად შემომიარეთო. ერთი მძღოლი კი დღემდე გვეხმიანება. ქობულეთამდე ლუი დეფიუნესს დავემგზავრეთ, ოღონდ აჭარელს🙂 ალბათ მიხვდით ვისაც. თვითონ გაგვეცნო ასე: შალვა ნათელაშვილმა შემარქვა ეს სახელიო. ერთი რამ რაც ძალიან მომეწონა: მანქანაში მუდამ უდევს კარავი და საძილე ტომრები. მოკლედ ძალიან ყვარებია ლაშქრობებში სიარული.
მოკლედ მე და ჩემ მეგობრებს ისე მოგვეწონა ავტოსტოპი, რომ გადავწყვიტეთ აწი მხოლოდ ასე ვიმგზავროთ. თუ ჯერ არ გიცდიათ, აუცილებლად სცადეთ. ოღონდ გაითვალისწინეთ პატარა რჩევები:
1. მაქსიმუმ 3 ან 4 კაციან ჯგუფებად დაიყავით.
2. სასურველია ჯგუფში იყოს ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი მაინც.
3. კარგად შეარჩიეთ ადგილი სადაც გეგმავთ ავტომობილის გაჩერებას. ეს უნდა იყოს ქალაქის ბოლო, ან უკიდურეს შემთხვევაში დასაწყისი. დიდი ალბათობაა, რომ ცენტრში არ გაგიჩერებენ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ ქალაქსა თუ სოფელში ხართ. მაგალითად, ქობულეთში ბევრი მძღოლი გაოცებით გვიყურებდა, ხელს რომ ვუქნევდით. ზოგს ეგონა, რომ ვესალმებოდით და თვითონაც ხელს გვიწევდა :))
4. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გამოიყურებით: ჩაიცვით ჭრელი ტანსაცმელი, კარგი იქნება თუ ტურისტებს დაემსგავსებით. დაანახეთ სხვებს, რომ არ ხართ საშიშნი.
კეთილ მგზავრობას გისურვებთ!!!

, , ,

  1. #1 by knuti on September 11, 2010 - 11:37 pm

    ყაზბეგში სულ ასე დადიან.
    ტურისტი კი არა, მოხუცები, , ბავშვები…. ყველა.

    ხნდახან ეჭვი მეპარება, ავტოსტოპი ჰიპების შემოღებულია თუ მოხევეების ))

  2. #2 by ნატოშა on September 12, 2010 - 12:03 am

    ხო, ოღონდ ჩემნაირი ასოციალური ადამიანებისთვის არაა ეგ. მანქანაში თითქმის ყოველთვის ჩუმად ვარ. გზა ჩემთვის ფიქრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ხოდა “პონტს არ ვმაზავ” ხოლმე, ლაპარაკში )

    • #3 by dreamar on September 12, 2010 - 12:41 am

      შეგიძლია “არ გამაზო პონტი” ლაპარაკში და სხვებმა ილაპარაკონ ამ დროს🙂

  3. #4 by ირინა on September 15, 2010 - 7:31 pm

    აუუუ ავტოსტოპი არის ძალიან მაგარი რამე! და ის გრძნობა, რომ 100 მანქანიდან ერთმა შეანელა და გააჩერა, თან შორიდანვე რომ ხედავ რო მარტოა და ბევრი ადგილი აქვს… უუჰ, მაგარია😀 თან ფული 10 კაცს რომ 20 ლარი გაქვთ მარტო და შიმშილით კუჭი გიხმება, თან საჭმელს ეხლა ლუდიც ხო უნდა მინიმუმ? ხოდა გზისთვის აღარ გრჩებათ _ ეგაა! მეც წელს ვიმგზავრე პირველად :წით:

  4. #5 by daliela on September 18, 2010 - 7:27 am

    კიდევ კარგი რჩევები დაურთე,თორემ კინაღამ აღვშფოთდი. რამოდენიმეჯერ მქონდა ვიღაცეებთან ბავშვობაში მარტო მგზავრობის ბედნიერება და ძლივს გამოვაღწიე იმათგან უვნებელმა და ხელდაუდებელმა🙂

  5. #6 by latatie on September 26, 2010 - 2:00 pm

    saidan sad imgzavre? mec albat uaxloes momavalshi vcdi mag ambavs….🙂

    • #7 by dreamar on September 27, 2010 - 11:55 am

      თბილისიდან ქობულეთამდე და ქობულეთიდან თბილისამდე. კარგს იზამ, თუ ცდი. უბრალოდ კარგი იქნება თუ რჩევებს გაითვალისწინებ. წარმატებებს გისურვებ🙂

  6. #8 by latatie on September 27, 2010 - 11:57 am

    აჰა…🙂

  7. #9 by Finch on April 10, 2011 - 10:24 am

    ქუთაისიდან თბილისამდე 4 მანქანა გამოვიცვალეთ ♥ ასწორებს მაგარია ძალიან ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: