Me and my cigarettes

დაკვირვებიხართ რამდენი ადამიანი ეწევა თქვენს გარშემო? რამდენია თქვენი მეგობრებიდან თამბაქოს მომხმარებელი? მე დიდი ხანია ვაკვირდები და დასკვნა ასეთია: თითქმის 90% მწეველია. იმათაც კი, ვინც სიგარეტის სუნს ვერ იტანდა, მოწევა დაიწყეს. ბევრი მიწინასწარმეტყველებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც გავხდები მწეველი. დიდი ხნის უნახავი მეგობრები რომ მხვდებიან, გაკვირვებით მეკითხებიან: შენ ჯერ კიდევ არ დაგიწყია მოწევაო? არა მეგობრებო, მე ჯერ კიდევ არამწეველთა უმცირესობაში ვიმყოფები.

რით შეიძლება აიხსნას, რომ ამდენი ადამიანი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქმედებას ეწევა, თანაც იცის სიგარეტის მავნებლობის შესახებ. მოკლედ, ამის მიზეზები ბევრია. დავასახელებ რამდენიმე ძირითადს:  პირველ რიგში ესაა დამოკიდებული გარემოცვაზე. თუკი შენს გარშემო ეწევიან, ავტომატურად გიჩნდება სურვილი გასინჯო ეს ახალი, თუნდაც ჯანმრთელობისთის მავნე, ხილი. თავიდან უბრალოდ სინჯავ, ერთობი, მერე კი ნელნელა ეჩვევი. სისულელედ მიმაჩნია, როცა ამბობენ, რომ მოწევა ნერვიულობის გამო დაიწყეს. მართალია, სიგარეტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში (ჩემი აზრით), ეს უფრო პლაცებო–ეფექტია. მიმბაძველობა_ დიახ, მეგობრებო, ესაა პირველი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხდებიან მწეველები. კიდევ ერთერთ მნიშვნელოვან მიზეზად დავასახელებდი ჩვენს თავებში არსებულ მწეველთა ხატებს, რომლებსაც მედიის საშუალებით დღემუდამ გვატენიან: მწეველებს მიაწერენ: სექსუალურობას, ზრდასრულობას, “კაი ტიპობას” და ა.შ. სიგარეტი უადვილებს ადამიანს სხვებთან კონტაქტში შესვლას: ვიღაცის გაცნობა თუ გინდა, ვიღაცასთან გამოლაპარაკება, შეგიძლია უბრალოდ სიგარეტი თხოვო, ან კიდევ თუ გინდა ვინმეს შენი კეთილი განწყობა აჩვენო, შეგიძლია იქით მისცე სიგარეტი. თამაშის მარტივი წესებია 🙂 მოწევის დაწყების ფაქტორად შეიძლება დავასახელოთ ასევე მისი ადვილი ხელმისაწვდომობა: შეიძლება სიგარეტის გაძვირების გამო მწეველებმა არ დაანებონ თავი მოწევას, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მათი არმიის რიგები უფრო ძნელად შეივსება თამბაქოს ახალი მომხმარებლებით.

მინდა ვთქვა, რომ უამრავი მიზეზი არსებობს კიდევ, თუმცა, ამაზე შევჩერდები. გამოგიტყდებით და სიგარეტი მეც ბევრი რამის გამო მხიბლავს.

მაშ ასე, რით მომხიბლა სიგარეტმა?

1. მიყვარს სიგარეტის სუნი. ოღონდ აი იცით როგორ, სუფთა ჰაერი რომაა და ამ დროს შორიდან რომ მოდის ეს სუნი. ისე კი არა, ბუღი რომ დგას. თანაც სიგარეტის სუნი ბევრ კარგ სიტუაციას მახსენებს: სადმე კარგ დროს რომ გავატარებ ხოლმე და მერე სახლში ვბრუნდები, სულ სიგარეტის სუნი ასდის ჩემს ტანსაცმელს.

2. მიყვარს სიგარეტის შეფუთვა: ახალი, გაუხსნელი კოლოფი, ჩაჭედილი ღერებით, ოდნავ შოკოლადის სუნი რომ დაჰკრავთ.  ერთი სიამოვნებაა ამ კოლოფის გახსნა.

3. ზოგჯერ მეჩვენება, რომ სიგატის მოწევა ლამაზი პროცესია და ადამიანს რაღაც ხიბლს ანიჭებს: კოლოფის გახსნა, თითებს შორის ღერის მოთავსება (მითუმეტეს თუ ამ თითებს გრძელი და ლამაზი ფრჩხილები ამშვენებს, ქალის შემთხვევაში ოღონდ), სიგარეტის ტუჩებთან მიტანა და ბოლის გამოშვება, ბოლის, რომელმაც უამრავი საინტერესო ფორმა შეიძლება მიიღოს.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ტკბილია უმცირესობაში ყოფნა🙂

სელებრითები  მოწევისას🙂

, , , , , , , ,

  1. #1 by Kate_AlukaЯD on September 27, 2010 - 2:42 pm

    მმმ… მოწევა ჩემთვის მთელი რიტუალია ^^ მიუხედავად იმისა რომ საშინლად არ მიხდება😀 ძლიან მიყვარს თუმცა ვფიქრობ თავი ხომ არ დავანებოთქო :ფიქრ:

    • #2 by dreamar on September 27, 2010 - 10:45 pm

      ალბათ სჯობს რომ დაანებო, ამას არა მარტო მე, არამედ ჩემზე ბევრად გამოცდილი და ამ საკითხში გარკვეული ადამიანებიც გირჩევდნენ. მაგრამ სხვებმა რაც არ უნდა გიჩიჩინონ რომ მოწევა მავნებელია, შენ თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. განსაზღვრე მოწევის კარგი და ცუდი მხარეები, და თუ ცუდი გადაწონის, მაშინ დაანებე :პ

  2. #3 by Kate_AlukaЯD on September 28, 2010 - 11:45 am

    მაგ კარგი და ცუდი მხარეების განსაზღვრა არ მშველის უამრავი რამ წამიკითხავს და მინახავს სიგარეტის მავნებლობაზე მაგრამ ალბათ თვითონვე უნდა შევეწუხებინე რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო :)) დილით რომ გავიღვიძე და ფილტვები მტკივა აი იქ დავფიქრდი :))))

    • #4 by dreamar on September 29, 2010 - 12:37 am

      თუკი ასეა, მაშინ უნდა დაანებო თავი მოწევას, თან სასწრაფოდ. მე ასე მოვიქცეოდი🙂

  3. #5 by nastasia on September 28, 2010 - 1:32 pm

    უი, არ მქონდა დაფიქსირებული, შენ რომ არამწეველი იყავი, მგონი იმიტო რომ უფრო მეტჯერ კვამლით გაბუღულ ოთახში მყავხარ ნანახი, ვიდრე ისე🙂

    კი არადა, კარგია ჯანმრთელი ცხოვრება, მაგრამ მე იმდენად ვარ უკვე დამოკიდ-ჩამოკიდებული, რომ ვიცი, სანამ ბავშვის გაჩენას არ გადავწყვეტ, მანამდე ალბათ ვერ დავანებებ თავს :ს

    • #6 by dreamar on September 29, 2010 - 12:38 am

      სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს🙂

  4. #7 by Sophie SUNNY Golden on September 28, 2010 - 2:54 pm

    ადრე მეც ლამაზად მეჩვენებოდა და ხანდახან “ვეპარებოდი”, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ მომწონს. სუნიც მეზიზღება და არ ვიცი, მგონია, ის ადამიანები, ვინც სიგარეტს ეწევიან, გაუწონასწორებელი ბავშები არიან, რომლებმაც არ იციან, სხვა რითი გაერთონ.

  5. #8 by ნან on September 29, 2010 - 8:55 pm

    მგონი ერთადერთი პოსტია, სადაც მოწევა მწარედ გადმობილი და გამათრახებული არ არის.🙂

    „მგონია, ის ადამიანები, ვინც სიგარეტს ეწევიან, გაუწონასწორებელი ბავშები არიან, რომლებმაც არ იციან, სხვა რითი გაერთონ.” სოფი, ხანდახან მგონია რომ მეჩხუბები, მე კიდევ ყველაზე მეტად შენთაც ჩხუბი არ მინდა :DDD

    • #9 by Sophie SUNNY Golden on October 3, 2010 - 12:24 pm

      ნან, ჩათვალე, რომ გეჩხუბები🙂 ჩემს ყველა მწეველ მეგობარს ვეჩხუბები, რომ თავი დაანებონ :*

  6. #10 by Romanovskaya on January 26, 2013 - 10:09 pm

    თავის დროზე მეც ასე მხიბლავდა რაღაცეები და ავყევი პროვოკაციას, ოღონდ, ჩემს შემთხვევაში – უსაქმურობა იყო მიზეზი )
    ისეთი სამსახური მქონდა სადაც უსაქმურობის გამო ან უნდა მეჭამა სულ ან სიგარეტი მომეწია, რადგან აბსოლუტურად ყველა ეწეოდა ) ხოდა ავყევი ამ გარემოებას და სიტუაციებს ) 2 წელიც ვერ “გავქაჩე” ) დღეს ისევ მეზიზღება სიგარეტის სუნი, პირველ რიგში, გემო, ბუღი, და ყველაფერი ))))) რა იყო ეს 2 წელი ჩემს ცხოვრებაში – არ ვიცი ) თავისით გაქრა სურვილი ) “ლომკა” რა არის – დღემდე არ ვიცი, არ მქონია არასდროს ) |ძალიან არაჰიგიენურია – ეგ ვერ ავიტანე განსაკუთრებით. და ნუ რაღა თქმა უნდა, სახის კანისთვის საშინლად მავნებელია, ასაკთან ერთად ხმელი და მოყვითალო ხდება:/ ამაზრზენია >_<

    • #11 by dreamar on January 26, 2013 - 11:31 pm

      ყოჩაღ შენ🙂 მე ისევ მწეველი მეგონე :დ

  1. არამწეველთა პრობლემები « Dreamar's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: