“ბოზი” მამაკაცების თემის გაგრძელება: უნდა გვიყვარდეს თუ გვძულდეს ისინი?

თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს, არის ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ამიტომ ქართულ ბლოგოსფეროში ამ თემაზე ყოველი ახალი კარგი პოსტი ძლიერ მახარებს ხოლმე. ამას წინათ ket_eva_n წერდა “ბოზი მამაკაცების” შესახებ. ამ ტიპის მამაკაცებში იგულისხმებიან ისინი, “რომლებსაც თვეში 4 შეყვარებული ყავთ, დღის მანძილზე 3 ქალთან დადიან და სამივეს ეფიცებიან, რომ ერთადერთია… მარტო სექსის გამო უნდათ შენთან კონტაქტი..” პოსტში არ ეწერა, მაგრამ შეგეძლო ამოგეკითხა შემდეგი აზრი “ოხ, ეს მამაკაცები, ყველანი ერთნაირები არიან”. (როგორც ket_eva_n–მა შემდეგში აღნიშნა, ქართველი მამაკაცების უმეტესობა მართლაც “ბოზებად” მიაჩნია). ვის უნდა დაეწერა ასეთი პოსტი, თუ არა მას, ვისაც საკუთარ თავზე განუცდია მსგავსი რამ? დიახ, როგორც ირკვევა, თავად ket_eva_n–იც “ბოზის” მსხვერპლი აღმოჩნდა: მის თბილსა და მოსიყვარულე მამაკაცს თურმე წელიწადზე მეტია სხვა შეყვარებული ჰყოლია. გამოსავალი ამ სიტუაციიდან: “ბოზ” მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტა და დაიგნორება. ყოველ შემთხვევაში ket_eva_n ასე მოიქცა და ფეისბუქზეც კი არ დაიმატა: “ვის უნდა შეყვარებული ბოზი მამაკაცი ფრენდ ლისტში”–ო.
ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Bas, რომელიც ამაში ქალების ბრალს ხედავს, სულაც არ ფიქრობს რომ ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა ასეთია. მსგავსი მიდგომა მას კლიშედ მიაჩნია. 20 + გოგო არ უნდა ეძებდეს მარადიულ სიყვარულს და ასეთი ურთიერთობა (სექსი და მხოლოდ სექსი, არავითარი მარადიული გრძნობები) არ უნდა იყოს მისთვის პრობლემა. ქალისთვის გათხოვება და დიასახლისობა არ უნდა იყოს თვითმიზანი. კარიერა და თვითრეალიზაცია, პირველ ყოვლისაო. მოკლედ, Bas პრობლემას კაცებში კი არა, ქალებში ხედავს.

პოსტს ანინას ხმამაღალი განცხადება (ვისთვის როგორ, მაგრამ მე მაინც ხმამაღალად მივიჩნიე) მოჰყვა: არასდროს კაცთან ურთიერთობისაგან თავი იმის გამო არ შემიკავებია, რომ შეყვარებული ჰყავს და რაღაც. მე ხომ არ ვიდარდებ იმ შეყვარებულის ნაცვლად. შესაბამისად, ამ მამაკაცებსაც არ ვთვლი ბოზებად. ესე იგი, იმ ქალს რაღაც არ აქვს, რასაც სხვასთან ეძებენ.. მოკლედ, i’m totally inlove with bitch men.

ხოდა აი აქ დამებადა კითხვა: არიან თუ არა ასეთი კაცები “ბოზები”? უნდა გვძულდეს თუ გვიყვარდეს ისინი?
მოდი დავიწყებ თავიდან: მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს სტერეოტიპები და ყოველთვის ვცდილობ ყველა შემთხვევას განსხვავებულად მივუდგე, მაინც  მგონია, რომ ქართველ მამაკაცთა უმეტესობა ზუსტადაც რომ ასეთი “ბოზია”. უმეტესობა თუ არა, საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც. გადახედეთ თქვენს მეგობრებს, მეგობრის მეგობრებს და შემდეგ გამოიტანეთ დასკვნა.  რამდენია ისეთი, ვინც ჩუმჩუმად დაძვრება სხვა ქალებში, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს შეყვარებული (ცოლი)? დიდი ძიება არ ჭირდება ამას, მაგრამ კარგი იქნება თუკი ამ საკითხზე კვლევა ჩატარდება: უფრო თვალნათლივ დავინახავთ შექმნილ სიტუაციას, და იმ ადამიანებსაც, ვისაც ზემოთ გამოთქმულ აზრში ეჭვი ეპარებოდა (მაგალითად Bas–ს), ექნებათ საფუძველი შეიცვალონ საკუთარი (ჩემი აზრით) მცდარი შეხედულება. როგორც მაგალითად ცნობილია, რომ საქართველოში დემოკრატიას არ მიუღწევია უმაღლესი დონისთვის, ასევე სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ქართველ მამაკაცთა დიდი ნაწილი არის “ბოზი”. სხვადასხვა ორგანიზაციათა მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშების გარეშეც მიხვალ მსგავს დასკვნამდე საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე.  ეს ხომ ჩვენ თვითონაც ვიცით, ჩვენ თვითონვე ვხედავთ ამას.
მეორე. რატომ არიან ეს კაცები “ბოზები”? იმიტომ რომ მათ ერთდროულად რამდენიმესთან აქვთ ურთიერთობა? არა. იმიტომ რომ მხოლოდ სექსი უნდათ? არა. უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ამ რამდენიმეს ატყუებენ. დიახ, მე სრულიად ვეთანხმები ket_eva_n–ს. პრობლემა იმაშია, რომ როცა გინდა ბევრთან გქონდეს ურთიერთობა, არ უნდა შეჰფიცო ამ ბევრს სიყვარული და არ უნდა უთხრა ყველას სათითაოდ, რომ ერთადერთია. კარგი იქნება თუ გულწრფელი იქნები ყველასთან. ხო და კიდევ ერთს დავამატებ, გვახსოვდეს გენდერული თანასწორობა: თუ მამაკაცს უნდა ერთდორულად რამდენიმე ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა, მაშინ ამ ქალებსაც ნუ მოსთხოვს, რომ ერთადერთი იყოს მათთვის. (აი ეს კი ძალიან ძნელად განხორციელებადი პუნქტია საქართველოში). ვერ ვხვდები, რა შუაშია აქ გათხოვებისა და დიასახლისობის სურვილი? დიახ, ალბათ არსებობენ ქალები, ვისთვისაც ეს თვითმიზანია და ვისაც მხოლოდ მარადიული გრძნობის შეჰფიცვით თუ “შეაბავ”, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ვინც ამ ანკესზე წამოაგებს ქალს, მაინც მატყუარა და “ბოზი” გამოდის. რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ასეთი ქალები სულელები არიან და თავად ეხვევიან შარში, ეს “ბოზ” მამაკაცებს არაფრით ამართლებს.

ხო აქ კიდევ თავს იჩენს თემა, რომელიც მე ასევე ძალიან მაინტერესებს: პოლიგამიისა და მონოგამიის შესახებ. შესაძლებელია კი  მხოლოდ ერთ ადამიანთან გქონდეს ურთიერთობა? ზოგის აზრით, ეს შეუძლებელია, რადგან ადამიანი ბუნებით პოლიგამია. ზოგს კი ეს უბრალოდ სისულელედ მიაჩნია: მათი აზრით, ბევრს კარგავ, როცა ურთიერთობ მხოლოდ ერთ ადამიანთან, არადა ამ დროს შეგიძლია რამდენიმესთან გქონდეს ურთიერთობა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანს ერთი პარტნიორი, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს იგი, ვერ დააკმაყოფილებს. მოკლედ არ მინდა მთავარ თემას გადავუხვიო და  ვეცდები ამაზე სხვა პოსტებში დავწერო.
ყველაზე მეტად მაინც ანინას სიტყვამ დამაფიქრა: კაცი, რომელსაც უნდა ბევრთან ურთიერთობა, სულაც არ არის ბოზი, უბრალოდ მას აკლია რაღაც, რის პოვნასაც ის სხვა პარტნიორებთან ცდილობს. ამ შემთხვევაში დამნაშავე ისევ ქალი გამოდის. მე კი ისევ გავიმეორებ, რომ პრობლემა იმაში კი არაა, ბევრთან გქონდეს ურთიერთობა, არამედ იმაში, რომ ის ბევრი არ უნდა მოატყუო და უნდა გეყოს გამბედაობა გაუმხილო ნამდვილი განზრახვები. მე პირადად არ მქონია ისეთ მამაკაცთან ურთიერთობა, ვისაც შეყვარებული ჰყავს. უნდა შევიკავო თუ არა ურთიერთობისგან თავი ამის გამო? არ ვიცი, ცოტა არ იყოს ამორალურად მეჩვენება. მე მაგალითად არ მესიამოვნებოდა ჩემს შეყვარებულთან თუნდაც მხოლოდ რომ ეცადა ვინმეს ურთიერთობის დაწყება. ამ პრინციპის მომხრე ვარ: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. შესაბამისად, ალბათ უარს ვიტყოდი მსგავს ურთიერთობაზე. თუმცა, ეს სხვა თემაა. იმ შემთხვევაში როგორ იქცევა ნეტავ ანინა, თუ მამაკაცი მისი მეგობრის შეყვარებულია? (ინტრიგა:) ) ხო ეს უბრალოდ ისე, მაინტერესებს🙂
ჩემი დასკვა ასეთია: “ბოზი” მამაკაცები სიყვარულს არ იმსახურებენ.

პ.ს 20+ ვარ, მჯერა მარადიული სიყვარულის არსებობის და მგონი ცუდი არაფერია იმაში თუკი ვინმე ეძებს მარადიულ გრძნობებს.🙂

, , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by ქეთ_ევა_ნ on September 30, 2010 - 5:39 am

    ძალიან საინტერესოდ განავითარე ჩემი ტკივილი :))):))
    ხო, ნამდვილად საკამათო თემაა.. და ყველა ადამიანს სხვადასხვა აზრი აქვს.

    “მე პირადად არ მქონია ისეთ მამაკაცთან ურთიერთობა, ვისაც შეყვარებული ჰყავს. უნდა შევიკავო თუ არა ურთიერთობისგან თავი ამის გამო? არ ვიცი, ცოტა არ იყოს ამორალურად მეჩვენება”–
    მე კი რას ვფიქრობ იცი ამ საკითხზე? როცა ქალი არანაირ ინიციატივას არ იჩენს და მამაკაცი აქტიურობს– ეს ქალის პრობლემა არ არის. ყავს მამაკაცს შეყვარებული? მოაგვაროს თვითონ ეს საკითხი და მაშინ სხვებს ნუ დასდევს..

    • #2 by DreaMar on September 30, 2010 - 9:17 pm

      ისე მეც ამ დასკვნამდე მივდივარ: თუკი კაცი თვითონ აქტიურობს, მაშინ ეგ არაა შენი პრობლემა. მაგრამ აი როცა შენ თვითონვე იწყებ აქტიურობას, მიუხედავად იმისა, რომ იცი რომ კაცს შეყვარებული (ცოლი) ჰყავს, მაშინ ცოტა არ იყოს მიუღებელია ჩემთვის. თუმცა,არ ვიცი სინამდვილეში, რეალურ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი.

  2. #3 by ანინა on September 30, 2010 - 6:29 am

    დაქალები არ მყავს, სიმართლე რომ გითხრა : ) შესაბამისად, ამ მხრივ შეზღუდვები არ მაქვს. რომ მყავდეს, მე არ დავუწყებდი ფლირტს მის შეყვარებულს.. თვითონ თუ დამიწყებდა, დავფიქრდებოდი ალბათ. მე არ ვთვლი, რომ ამორალურია შეყვარებულიან ბიჭთან ურთიერთობის წამოწყება. და თუ ჩემი შეყვარებული მოიქცევა ასე, ანუ სხვასთანაც გააბამს პარალელურად ურთიერთობას (საბედნიეროდ, ასეთი არაფერი შემხვედრია ჯერ), ალბათ, იმ გოგოს არაფერში დავადანაშაულებ : )
    რაც შეეხება სიყვარულის შეფიცვას.
    წარმოუდგინე, ქართველ გოგოს რომ ეტყვის ბიჭი: იცი რა, შეყვარებული მყავს, მაგრამ შენთან მხოლოდ სექსი მინდაო.. ოდესმე ის გოგო კიდევ გასცემს ხმას? ბიჭებს ეს ტყუილი მხოლოდ იმიტომ სჭირდებათ, რომ გოგონები ითხოვენ მათგან ამ ტყუილს/

    • #4 by DreaMar on September 30, 2010 - 9:33 pm

      ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ შემდეგ რამეს: წარმოიდგინე რომ გყავს შეყვარებული, გაქვთ მშვენიერი ურთიერთობა და ვერავინ სხვა ვერ შეძლებს თქვენი ურთიერთობის გაწყვეტას. ამ დროს ჩნდება გოგო, რომელიც იწყებს შენი შეყვარებულსი შებმას. ნაგლურად, მიუხედავად იმისა, რომ იცის თქვენი მშვენიერი ურთიერთობის შესახებ. ხოდა თუნდაც შენ და შენი ბიჭი არ დაშორდეთ ამის გამო, მაინც არასასიამოვნოა. და თან რაც არ უნდა მყარი და სრულყოფილი ურთიერთობა გქონდეს შენს შეყვარებულთან, მესამე პირს, თუ ძალიან მოინდომებს, ყოველთვის შეუძლია თქვენს შორის უთანხმოების ჩამოგდება. თუნდაც მცირე უთანხმოების. ზუსტად ასეთ შემთხვევაზეა გადაღებული ეს ფილმი (Obsessed, ბიონსის მონაწილეობით) http://www.youtube.com/watch?v=w_oggHoDiSE ფილმი დიდი არაფერი, უბრალოდ ზუსტადააა გადმოცემული ის სიტუაცია, რასაც ვგულისხმობ. ხოდა აი ასეთი საქციელია მიუღებელი ჩემთვის.

    • #5 by DreaMar on September 30, 2010 - 9:50 pm

      ხო კიდევ დამავიწყდა დამეწერა: არსებობენ გოგონები, ვისაც არ უყვართ ტყუილები და სულაც არ მოითხოვენ ამას.

  3. #6 by mecmikvarkhar on September 30, 2010 - 6:48 am

    ძალიან მძიმე თემაა მართლა. და ამაზე ბევრი საუბარი და კამათი შეიძლება, და იმის უარყოფა რომ “ბოზი” მამაკაცები ქართული სინამდვილისთვის ძალიან დამახასიათებელი გახდა შეუძლებელია.
    მთავარი ისაა, რომ კაცი მატყუარა და აფერისტი არ უნდა იყოს, არ უნდა იძლეოდეს ცრუ დაპირებებს, “ერთადერთობაში” არ უნდა გარწმუნებდეს, უნდა ბევრი ყავდეს ბევრი, უნდა სექსში მრავალფეროვნება, ქონდეს მრავალფეროვნება , მაგრამ ეს სხვისი ცხოვრების დანგრევით არ უნდა გააკეთოს, არც ცოლი უნდა მოიყვანოს ასეთმა “ბოზმა” კაცმა და არც შეყვარებული არ უნდა ყავდეს! სიმართლე უნდა უთხრას გაცნობისას ქალს, მაგრამ სამწუხაროდ სიმართლის თქმა ამ კატეგორიის მამრებს არ უყვართ, ძირითადად ისინი იმაში პოულობენ სიამოვნებას, რომ სხვას აუბედურებენ!

    ეხლა გავჩერდები თორემ ამაზე დიდხანს საუბარი შემიძლია სამწუხაროდ…

    • #7 by DreaMar on September 30, 2010 - 9:35 pm

      აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა🙂

  4. #8 by sunwaited on September 30, 2010 - 7:29 am

    ვკითხულობდი და ერთს ვფიქრობდი : თუ ბიჭია რა სლეათქო და თუ გოგოა ეტყობა, ბევრი არაფერი უნახავს ჯერ ამ ცხოვრებაშითქო …

    • #9 by DreaMar on September 30, 2010 - 9:45 pm

      დავა იმაზე, რამდენი მაქვს ნანახი ცხოვრებაში და რამდენი არა, ამ შემთხვევაში არაფრის მომტანი იქნება. გააჩნია, რის მიხედვით შევაფასებთ ამას: 40 წლის ქალთან შედარებით, რომელსაც 6 ქმარი ჰყოლია, ალბათ ცოტა მაქვს ნანახი. მაგრამ საქართველოში მცხოვრებ 20 + გოგოს კვალობაზე არ მგონია რომ მაინცდამაინც ცუდად ვერკვევი ურთიერთობებში. თუმცა, ეს სხვა თემაა. უბრალოდ მაინტერესებს:
      1. ასეთ დასკვნამდე რის საფუძველზე მიხვედი
      2. გოგო, რომელსაც ბევრი აქვს ნანახი ცხოვრებაში, როგორი აზრი აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

  5. #10 by NoNaMe on September 30, 2010 - 9:48 am

    ერთი გამაგებინე შენტან რო მოვიდეს ბიჭი და გითხრას იცი შეყვარებულიც მყავს სხვებთანაც მაქვს ურთიერთობა და შენ ერთერთი მათგანი ხარ ვისთანაც მხოლოდ სექსი მინდაო რა პასუხს გასცემ ?🙂

    • #11 by dreamar on September 30, 2010 - 10:13 pm

      მე რომ შეყვარებული არ მყავდეს და ამ დროს მოვიდეს ჩემთან ბიჭი და ნორმალურად ამიხსნას რო იცი მე შენ მიზიდავ და ასეთსა და ასეთ ურთიერთობას გთავაზობ (ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ფორმით ეტყვი ამ ყველაფერს) ან არ მეტყვის, მაგრამ რამე ხერხს მოძებნის, რომ საკუთარი ზრახვები გამაგებინოს, ასეთ წინადადებას ბევრად უფრო გაგებით მოვეკიდები. ძნელია იმის თქმა, ზუსტად რას ვიზამ, მაგრამ ასეთი რამ მე სავსებით ნორმალუარდ მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი საქციელი ტყუილსა და ცრუ დაპირებებს ნამდვილად სჯობს. აი ჩემთან რომ მოვიდეს ბიჭი და სიყვარულს მეფიცებოდეს, ამ დროს კი სხვასთან ჰქონდეს ურთიერთობა და სინამდვილეში მხოლოდ სექსი უნდოდეს, ძალიან ძალიან გავბარზდები. ყალბ ურთიერთობებს ვერ ვიტან და ვერასდროს ვერ ვაპატიებ ადამიანს ჩემი გრძნობებით თამაშს. მოკლედ ძირს სიყალბე და ყალბი ადამიანები.

  6. #12 by Bas on September 30, 2010 - 10:38 am

    და რატომ დაძვრებიან ეს კაცები სხვა ქალებში? >იქნებ< ამის უმთავრესი მიზეზი არის ის ქალი რომელსაც ის "ღალატობს?"
    ასეთი შემთხვევები უმეტესწილად არის იმ მხარის ბრალი რომელსაც ღალატობენ.

    რაც შეეხება სიყვარულის შეფიცვას. აქ ცოტა complicated არის სიტუაცია და ასე ხელაღებით საუბარი არ შეიძლება. ნებისმიერი Healthy Relationship-ი თავის თავში გულისხმობს სექსს, სხვა შემთხვევაში ეს არის თავის მოტყუება – ორივე მხარისთვის. როგორც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, ურთიერთობა სექსის გარეშე არის იგივე რაც გარაჟში გეყენოს მაგარი მანქანა, მაგრამ ბენზის არ უსხამდე. ბოლოს საბურავები ეშვება და დისკებზე ჯდება, ძრავი ჟანგდება და აღარ იქოქება და ა.შ. და ა.შ. "იტოგში" მაგრად ბანძდება რა. ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთობის უპირველესი და უმთავრესი პრობლემა არის "ცელიბატი." და ვიღებთ შემდეგ ასეთ რამეს: 1. გოგო ეგუება იმას, რომ ბიჭი დადის ნაშასთან და საღამოს მოდის და ამას ეზასავება. და ეს კდემით იტანს მისი "სიყვარულის" ჰორმონების დაცლის პროცესს. – აქ ორივე შემთხვევაში თავს იტყუებს ორივე მხარე. ბოლოს 2 წელი ტანჯვის მერე არის ქორწილი და მაქსიმუმ სამ წელიწადში განქორწინება. "ზატო" გაპრავებული სექსი ზედ აქვს გოგოს🙂 ხოლო რაც შეეხება სიყვარულს იმაზე უკვე ავხსენი. გიყვარს ადამიანი, ხარ მასთა ურთიერთობაში და ა.შ. მარა ბოლოს და ბოლოს გბეზრდება რა, შენც ჰო ადამიანი ხარ🙂 ან კიდევ ხვდები გოგონას, რომელსაც აქვს აბსოლუტურად სხვა მიზნები ამ ცზოვრებაში. უნდა გათხოვება, უნდა შვილები, უნდა რომ შენ იყო მამა და მაჩენალი და ა.შ. ძლიერ და წარმატებულ მამაკაცებს ასევე ძლიერი და წარმატებული ქალები ევასებათ (anyway ჩემს წრეში ასეა). ასე რომ ეს ბოზობა კი არა სასურველი პარტნიორის(!) ძიებაა რეალურად. რა თქმა უნდა არიან ბოზი მამაკაცებიც, მაგრამ არა ისინი ვისაც თქვენ ასეთებად მოპიხსენიებთ.

    • #13 by dreamar on September 30, 2010 - 10:39 pm

      ძალიან ადვილია ასეთ შემთხვევაში ქალის დადანაშაულება. ვინ იცის, შეიძლება მისი ბრალიც იყოს. მაგრამ, მე ბევრ ისეთ ბიჭს ვიცნობ, რომლებსაც არაფერი აკლიათ მეგობარი გოგონასგან, მაგრამ მაინც შანსს არ უშვებენ ხელიდან რომ უღალატონ. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. ერთერთი უმთავრესი არის: “კაცი კაცია” და ამიტომაც მას აქვს უფლება უღალატოს ცოლს.
      ხოდა აი ამაში კი სრულიად გეთანხმები, რომ ყველაფრის მიზეზი არის, ის რომ ჩვენს საზოგადოებაში მიუღებელია ქორწინებამდელი სექს. ურთიერთობები. და საერთოდ სექსს აღიქვამენ როგორც შეურაცხყოფას. ამას წინათ ამბობდა ერთი ბიჭი ქართველ გოგონებთან სექს. ურთიერთობებზე: “ქართველი ქალი არ უნდა გააფუჭო, რუსები და უკრაინელები არიან ამისთვისო”.
      სასურველი პარტნიორის ძიებას რაც შეეხება: გასაგებია, შესაძლებელია ვიღაცას უბრალოდ მობეზრდეს თავისი შეყვარებული, ვიღაცამ უკეთესი ნახოს და ვიღაცამ აღმოაჩინოს, რომ სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვს მის შეყვარებულს. სრული უფლება აქვთ გააკეთონ ის რაც უნდათ: გაწყვიტონ ურთიერთობა, ან არ გაწყვიტონ და პარალელურად სხვასთან ჰქონდეთ, მაგრამ მაშინ ყოფილი თუ არაყოფილი პარტნიორიც უნდა ჩააყენონ საქმის კურსში. “ჩემო ერთადერთო, მიყვარხარ, ცოლად მოგიყვან” და მსგავსი ტყუილები საჭირო არაა.
      პ.ს საინტერესოა, ვის მიიჩნევ ნამდვილ ბოზ მამაკაცებად.🙂

      • #14 by Bas on October 1, 2010 - 8:24 am

        შეყვარებულის მობეზრებას არ ვგულისხმობდი🙂 ურთიერთობის “ფორმა” შეიძლება მოგბერზრდეს, დაიღალო და ა.შ.

        რაც შეეხება იმას, რომ არაფერი აკლიატ და მაინც დაძვრებიან, რაღაცა არ არის მაინც ისე ან კიდე ნუ ბოზები არიან :დ მაგრამ ბოზობის კოეფიციენტი ზოგადად დაბალია ადამიანებში, უფრო ურთიერთობის პრობლემები განაპირობებს პოლიგამიას, ვიდრე ადამიანის ბუნება🙂

      • #15 by dreamar on October 1, 2010 - 12:46 pm

        “ბოზობის კოეფიციენტი ზოგადად დაბალია ადამიანებში, უფრო ურთიერთობის პრობლემები განაპირობებს პოლიგამიას, ვიდრე ადამიანის ბუნება :)” sainteresoa🙂

  7. #16 by kevana on September 30, 2010 - 4:58 pm

    იცი რა? ამ დამწვარ დედამიწაზე მილიარდზე მეტი ადამიანია.
    ვისთანაც საერთო ენას, საერთო ინტერესებს, საერთო მისწრაფებებს, საერთო სურვილებსა და საერთო მსოფლმხედველობას ვერ პოულობ, ჯანდაბაში გაუშვი (ისტერიკების გარეშე ოღონდ, იმიტომ რომ განსხავებული აზრი უნდა არსებობდეს და შენ ვერ აღკვეთ).
    რატომ უნდა აიტკიო აუტკივარი თავი?

    შენ მიგაჩნია რომ სექსი ეს ყველაფერია? მაშინ იპოვე ისეთი პარტნიორი რომელიც შენსავით სექს აღმერთებს და ბასტა.
    შენ მიგაჩნია რომ სიყვარული არსებობს? მაშინ იპოვე ისეთი პარტნიორი, რომელიც შენნაირად ფიქრობს და ბასტა..

    ასე მყავს დაფრენილი ზოგიერთები :დ :დ :დ
    და ძალიან კარგადაც ვცხოვრობ : )

    • #17 by dreamar on September 30, 2010 - 10:49 pm

      გეთანხმები, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. მაგრამ ალბათ არც ისე ადვილია იპოვო შენი შესაფერისი ადამიანი. თანაც ხომ შეიძლება გეგონოს, რომ საერთო ინტერესები გაქვს ვიღაცასთან და ამ დროს კი აღმოჩნდეს, რომ ის სულ სხვა ადამიანი ყოფილა, არა ისეთი, როგორიც გეგონა.
      ასე რომ თუკი ასე ცხოვრობ, ბევრ პრობლემას ირიდებ თავიდან, თუმცა, მაინცადამინც მარტივი შესასრულებელი არ არის🙂

  8. #18 by mecmikvarkhar on October 1, 2010 - 11:40 am

    ისე ერთი რამეც გაითვალისწინეთ + და – იზიდავენ ერთმანეთს, ანუ ორი ზუსტად ერთანეირი ინტერესების , მისწრაფებების და გემოვნების ადამიანი იშვიათად გრძნობს თავს ბედნიერად..კომფორტულად კი ბატონო შეიძლება, მაგრამ ბედნიერად იშვიათად.

    არც ერთ ქალს, მე ნორმალურ ქალებს ვგულისხმობ, არ უნდა ტყუილში ცხოვრება, ცრუ დაპირებები და არარსებული “ოცნების კოშკები”.

    არავინ უარყოფს იმას, რომ შეიძლება კაცს, ისევე როგორც ქალს რაღაც ეტაპზე გრძნობა შეეცვალოს, მობეზრდეს (ვერ ვიტან ამ სიტყვას), ახალი მოუნდეს, მაგრამ ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი, მიუბრუნდე პარტნიორს და უთხრა ეს, ამის მაგივრად “ბოზი” მამაკაცი, იგივე “მშიშარა” მამრი ასე იცით რატომ არ იქცევა? იმიტომ რომ ვაითუ იმ სხვასთან არ გამოუვიდეს ამიტომ “სათადარიგო” სჭირდება, შედეგად ატყვილებს ერთს, მეორეს, მესამეს, და საქმე იმაშია რომ ხანდახან რამდენიმეს ერთად მოტყვილება “შებმა” გამოსდის და მერე უკან ვეღარ იხევს. რატომ? ისევ იმიტომ, რომ “შიში ოხერია” ვაითუ რომელიმემ მიატოვოს შუა გზაზე, ასეთ შემთხვევაში სჭირდება ის სხვა “სათადარიგო”…

    ასეთი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია თვითონ ქალმა თქვას ბოლო სიტყვა და წავიდეს, თორემ “ბოზი” “მამაკაცი” არასოდეს გაგიშვებთ!

    • #19 by dreamar on October 1, 2010 - 12:56 pm

      საინტერესო მოსაზრება იყო “ბოზი” მამაკაცის ქცევის მიზეზებთან დაკავშირებით. ალბათ რაღაც მხრივ მართლაც შიში განაპირობებს ტყუილს. თუმცა შესაძლებელია სხვა მიზეზებიც იყოს.

  9. #20 by Bas on October 1, 2010 - 9:25 pm

    საინტერესო კი არა და ფაქტია ეგ🙂

    • #21 by dreamar on October 1, 2010 - 10:22 pm

      “ბოზობის კოეფიციენტი ზოგადად დაბალია ადამიანებში, უფრო ურთიერთობის პრობლემები განაპირობებს პოლიგამიას, ვიდრე ადამიანის ბუნება” საინტერესო კი არა და ფაქტია ეგ
      mm ravici, faqtad ver mivigeb, imitom rom rame sarcmuno damamtkicebeli sabuti aseti daskvnisa ar maqvs. ai rame kvleva rom yofiliyo chatarebuli da eg hipoteza damtkicebuli, mashin chavtvlidi faqtad. an rame sxva damamtkicebeli sabuti rom mqonoda xelt. tu ici aseti rame (literatura an sxva) siamovnebit gavecnobi.🙂

      • #22 by mecmikvarkhar on October 2, 2010 - 9:10 am

        რამე კვლევა და ლიტერატურა არ ვიცი ნამდვილად. საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს, 30+ ვარ და ცოტა უფრო მეტი მინახია ვიდრე თქვენ სამწუხაროდ😉

      • #23 by dreamar on October 2, 2010 - 11:05 pm

        30 + :O მე უფრო პატარა მეგონე🙂

      • #24 by mecmikvarkhar on October 2, 2010 - 9:14 am

        mari es waikitxe sainteresoa zalian, axsnilia “bozi” mamakacis fenomeni😀

        http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=2050:–10-&catid=45:2008-10-13-12-23-54&Itemid=81

      • #25 by Bas on October 4, 2010 - 9:53 am

        და “მამაკაცთა ბოზობის” დასადასტურებლად კვლევები არ გიჭრიდება? :დ

      • #26 by dreamar on October 4, 2010 - 10:59 am

        კარგი იქნებოდა რომ ვიცნობდე ასეთ კვლევებს, მაგრამ ჩემი დასკვნები ამ შემთხვევაში საკუთარი გამოცდილებიდან მოდის, და არამარტო საკუთარი: უამრავი მეგობრისა თუ ნაცნობის გამოცდილებიდან.

      • #27 by dreamar on October 4, 2010 - 11:38 am

        ზუსტად ახლა ვნახე ეს სტატია http://netgazeti.ge/GE/28/News/2568/ . “ქალისათვის დასაშვებია სექსი მეუღლესთან ან, უარეს შემთხვევაში, შეყვარებულთან (რომელიც, დიდი ალბათობით, მისი მეუღლე გახდება), ხოლო მამაკაცებს ,,მოეთხოვებათ“ სექსუალური თავისუფლება.” – ეს კვლევის შედეგებზე დაყრდნობილი დასკვნაა.

      • #28 by dreamar on October 4, 2010 - 1:45 pm

        მთლად ახლოს არაა მამაკაცების “ბოზობის” თემასთან, მაგრამ მაინც ახლოსაა🙂

  10. #29 by alluballi on October 2, 2010 - 6:13 pm

    getanxmebi dzvirfasooo chemi bolo posti maset mamakaczea🙂

  11. #30 by ირინა on October 4, 2010 - 2:53 pm

    ოჰო, რამხელა გამოხმაურებები მოჰყოლია:D ჯერ ერთი მარტო ქართველი მამაკაცები არ არიან ასეთები, მგონი ზოგადად კაცების პრობლემაა ეგ:)) მეორეც, სისულელეა, რომ შეყვარებული ბიჭი იმიტომ აბავს სხვა გოგოს, რომ თავის შეყვარებულს რაღაც არ აქვს. ადამიანებს ხომ თავისი დადებით და უარყოფითი მხარეებიანად უყვარდებათ ერთმანეთი. მგონი ნორმალურია შენი შეყვარებული შენი ერთგული იყოს, რატომ არ უნდა მჯეროდეს სიყვარულის არ მესმის! და რატომ გამორიცხავს კიდევ სექსი სიყვარულს, არც ეგ! ნუ ყოველ შემთხვევაში უამრავი კომენტარიდან ეგ დასკვნა გამოვიტანე. მარი, აბსოლუტურად გეთანხმები, ტყუილი საშინელებაა, მითხრას იმ ბიჭმა რისთვის ვჭირდები და მერე როგორმე მე თვითონ გადავწყვეტ, მინდა მასთან ყოფნა, თუ _ არა. ჩემი ქალიშვილობაც (სიტყვაზე) ჩემივე ასარჩევია, ვიქნები თუ არა, და ისიც ჩემი ასარჩევია მოვითხოვ თუ არა ბიჭისგან ერთგულებას. P.S.და კიდევ ერთი: არასოდეს დაუწყოთ შეყვარებულიან ბიჭს ჩალიჩი. იქნებ იმ ბიჭს ჩემნაირი ისტერიჩკა შეყვარებული ჰყავს, რომელიც ცხოვრებას განანებინებთ😀

    • #31 by dreamar on October 4, 2010 - 3:57 pm

      oho irina me ar megone isterichka :))
      ჩემი ქალიშვილობაც (სიტყვაზე) ჩემივე ასარჩევია, ვიქნები თუ არა, და ისიც ჩემი ასარჩევია მოვითხოვ თუ არა ბიჭისგან ერთგულებას. getanxmebi, ra tqma unda, yvelas piradi gadasawyvetia unda sdzuldes tu ara an pirikit uyvardes “bozi” mamakacebi. ubralod chemtvis tyuilze agebuli urtiertoba araa misagebi da verc imas mivichnev normalurad roca gogo ar itxovs bichisgan ertgulebas. es chemi azria da rogorc vxedav, bevri fiqrobs chemnairad.

  12. #32 by ირინკა on October 5, 2010 - 10:15 am

    აი ზუსტად მარ! სიყვარულისაც მჯერა და ერთგულებისაც. ესეც ჩემი არჩევანია.

  13. #33 by Mallorie on February 17, 2011 - 8:25 am

    თითოეულ შენს პოსტს აქვს რაღაც ხიბლი, რომელიც მუდამ ‘გაიძულებს’ განაგრძო კითხვა და აუცილებლად ბოლომდე დაამთავრო.
    გააჩნია ინიციატივას ვინ იჩენს.
    “ბოზი მამაკაცის” ტიტული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაფერისი, თუ კაცია ინიციატორი. : ))

    • #34 by DreaMar on February 17, 2011 - 11:03 pm

      madloba aseti shefasebistvis🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: